ახლა ის წარმატებული ბიზნესმენი, მილიონების მფლობელი და ბედნიერი ოჯახის მამაა, თუმცა სიღარიბეში გატარებული წლები კარგად ახსოვს.
მარკო თავისი ფულის მნიშვნელოვან ნაწილს ქველმოქმედებაში ხარჯავს და მზადაა, ნებისმიერ მსურველს სამოთახიანი, კეთილმოწყობილი ბინა აჩუქოს, თუმცა ერთი პირობით - ბინის მსურველი უსახლკარო უნდა იყოს და საცხოვრებლის შესაძენი ფული არ უნდა ჰქონდეს.
მარკოს თქმით, ის ცდილობს, მდიდარ ადამიანებს მაგალითი მისცეს და ქველმოქმედებისკენ უბიძგოს.