რატომ უნდა აიყვანოთ ხელში ჩვილი ხშირად? - ფსიქოლოგები გვირჩევენ

იცით თუ არა...

1 ივლისი 15:00, 2018 წელი

თურმე „ხელის ბავშვებს“ ნაკლებად აშინებთ აცრები, სისხლის აღების პროცედურები და სამედიცინო ხასიათის სხვა მანიპულაციები.

წლების წინათ ითვლებოდა, რომ, რაც უფრო იშვიათად აიყვანს მშობელი შვილს ხელში, მით უკეთესია, მაგრამ ფსიქოლოგებმა საპირისპიროს დამტკიცება შეძლეს, - წერს გამოცემა SimpleMost.
ფსიქოლოგების მტკიცებით, ბავშვის სურვილი, რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს მშობლის ხელში, ნორმალურია, რადგან ეს პატარას ზრდასა და განვითარებაში ეხმარება.
ახალშობილისთვის დედა მთელი სამყაროა და მასთან ფიზიკური კონტაქტი საშუალებას აძლევს, უცნობ სამყაროსთან ადაპტაცია მოახდინოს. ბავშვის ხელით ტარება მშობელსა და შვილს შორის ემოციური კონტაქტის დამყარებას ნიშნავს და თუ ამაზე უარს ეტყვით, შესაძლოა, მოგვიანებით, სხვადასხვა სახის ფობიები, ნევროზები, მეტყველების დარღვევა და ენურეზი (შარდის შეუკავებლობა) განუვითარდეს, რაც აუცილებლად აისახება ბავშვის ხასიათსა და პიროვნულ განვითარებაზე.


მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ იმ ბავშვებს, რომლებსაც მშობლები ხშირად ხელით ატარებენ, გაცილებით მოწესრიგებული გულ-სისხლძარღვთა სისტემა აქვთ, ნაკლებს ტირიან და უკეთ იკვებებიან, ვიდრე ის ბავშვები, რომლებიც მშობლებთან ხშირი კონტაქტის საშუალებას მოკლებული არიან და უმეტეს დროს საწოლში ატარებენ.
2016 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ახალგაზრდები, რომლებსაც პატარაობაში ხელით ატარებდნენ, უკეთ სწავლობენ და ადვილად აღწევენ ფინანსურ კეთილდღეობას. ასეთ ადამიანებს ტვინში რუხი ნივთიერების შემცველობა სხვებთან შედარებით, მაღალი აქვთ.
2013 წლის კვლევა ადასტურებს, რომ მშობლის სხეულთან კონტაქტი ბავშვს უსიამოვნო პროცედურების დროს ტკივილთან გამკლავებაში ეხმარება. სხვებთან შედარებით, „ხელის ბავშვებს“ ნაკლებად აშინებთ სხვადასხვა სახის აცრები, სისხლის აღების პროცედურები და სამედიცინო ხასიათის სხვა მანიპულაციები.
ასე რომ, დაუჯერეთ ექიმებს და რაც შეიძლება ხშირად აიყვანეთ ჩვილი ხელში. ასეთი პრაქტიკა თქვენს პატარას  საშუალებას მისცემს სამყაროსთან სწრაფი ადაპტაცია მოახდინოს და ჯანმრთელი და ბედნიერი გაიზარდოს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?