ვინ არის ქალი, რომელიც მინის გალიაში ცხოვრობს და შვილებს მხოლოდ წელიწადში ორჯერ ეხება?

იცით თუ არა...

17 ივლისი 15:00, 2018 წელი

მინის გალიიდან გამოსვლის შემთხვევაში ქალს სწრაფი და მტანჯველი სიკვდილი ელის.

40 წლის ესპანელმა ხუანა მუნდიესმა უკანასკნელი 13 წელი ნებაყოფლობით იზოლაციაში, საკუთარი ოჯახის წევრებისგან რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით გაატარა, რომლებთან მიახლოება და მოფერება არ შეუძლია.

ქალის ცხოვრება 29 წლის წინათ ტრაგიკულად შეიცვალა. იმ წელს ხუანას ქმარმა ბოსტანში ახალი ჯიშის კარტოფილი დათესა. ახალამოსული კარტოფილის შეწამვლისას ხუანას საშინელი ალერგია განუვითარდა. საავადმყოფოში ერთიანად შეშუპებული გადაიყვანეს.

ექიმებმა ძლიერმოქმედი პრეპარატების დახმარებით პრობლემა შეაჩერეს, მაგრამ ხუანას ორგანიზმი ქიმიურად აქტიური ნივთიერებების მიმართ ზემგრძნობიარე და საშინლად ალერგიული გახდა.
აღსანიშნავია, რომ საბედისწერო კარტოფილი ახალი პესტიციდებით იყო დამუშავებული, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ აიკრძალა. ხუანას შესთავაზეს, მწარმოებელი კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეეტანა, თუმცა ქალმა თქვა, რომ ისედაც მძიმე ცხოვრება აქვს და დამატებითი პრობლემები არ სჭირდება.

ხუანა დაავადებამ იმდენად დაასუსტა, რომ ნებისმიერ, სრულიად ჩვეულებრივ ნივთთან კონტაქტიც კი მისთვის ტრავმით სრულდებოდა. რამდენიმეწლიანი მკურნალობის შემდეგ ქალს საბოლოოდ დაუსვეს დიაგნოზი, რომელიც განაჩენს უფრო ჰგავდა - ხუანას ქიმიური ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ფიბრომიალგია, ქრონიკული დაღლილობა და ელექტრომგრძნობელობა დაუდგინდა.
მისი სიცოცხლის ყოველი წამი ტკივილითაა სავსე და რისკის გარეშე ცხოვრება მხოლოდ სტერილურ სივრცეში შეუძლია.

მუნიოსების ოჯახმა ხუანასთვის პატარა, იზოლირებული სახლი ააშენა, სადაც ქალი უკვე 13 წელია, ცხოვრობს.
ნებისმიერმა არომატმა, ყვავილების სუნმაც კი შეიძლება ხუანას მოგუდვა გამოიწვიოს. მზე, წვიმა, ქარი - ქალისთვის მხოლოდ ტკივილთან ასოცირდება.

ხუანას ქმარს ცოლისთვის მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ბოსტნეული მოჰყავს და თვეში ორჯერ, საიმედო მწარმოებლისგან განსაკუთრებულ, დიეტურ ხორცს ყიდულობს.
ქალს მხოლოდ ნატურალური ბამბისგან შეკერილი სამოსი აცვია და მხოლოდ კერამიკისგან დამზადებულ საყოფაცხოვრებო ნივთებს იყენებს, თუმცა ყველაზე საშინელი ისაა, რომ მინის გალიაში გამოკეტილს შვილების გულში ჩახუტება არ შეუძლია.

რამდენიმე წელიწადში ერთხელ ხუანა კლინიკაში გეგმურ შემოწმებაზე უნდა გადაიყვანონ, რაც სიკვდილთან თამაშს ჰგავს. საქმე ის გახლავთ, რომ ავტომობილის მთლიანად სტერილიზება შეუძლებელია. კლინიკაში წასვლამდე ხუანას ქმარი და შვილები რამდენიმე დღე სპეციალურ დიეტას იცავენ და სხეულსა და ტანსაცმელს სპეციალური მეთოდით იწმენდენ, რათა მინის გალიაში შესვლა და დედასთან ჩახუტება შეძლონ.

მალე ხუანა ბებია გახდება, თუმცა იმედს არ კარგავს, რომ ოდესმე შვილიშვილის მოფერებას შეძლებს. ერთადერთი, რისთვისაც მას ცხოვრების სურვილი არ დაუკარგავს, დაავადებასთან ბრძოლა და სხვა ადამიანების დახმარების სურვილია.

ახლახან ხუანა ალერგიული ადამიანებისთვის შექმნილი სპეციალური სასუნთქი ნიღბის ტესტირებაში მოხალისედ ჩაერთო და 13 წლის შემდეგ პირველად შეძლო საყვარელ ბაღში გასეირნება და მოხუცი დედის გულში ჩაკვრა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?