25 წლის ამერიკელმა გოგონამ განაცხადა, რომ ძაღლის შარდი სახიდან საშინელი გამონაყარის მოცილებაში დაეხმარა, - წერს გამოცემა Daily Mail და საილუსტრაციოდ ვიდეოს ავრცელებს. ვიდეოზე ჩანს, რომ უცნობი გოგონა მაყურებელს მოყვითალო სითხით სავსე ჭიქას აჩვენებს და განმარტავს, რომ ეს მისი საყვარელი ძაღლის შარდია.
„წლების განმავლობაში დეპრესია მტანჯავდა, რადგან სახე საშინელი გამონაყარით მქონდა დაფარული. ძაღლის შარდმა ჩემი პრობლემები მოაგვარა, რადგან ის შეიცავს ვიტამინ A-ს, ვიტამინ E-ს და კალცს. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ძაღლის შარდი კიბოს უჯრედებსაც კლავს“, - ამბობს გოგონა.
სინამდვილეში, არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, რომ შარდი სიმსივნურ უჯრედებს ებრძვის და კიბოს განკურნება შეუძლია. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ შარდი სავსეა ტოქსინებით და საშიშ ჰერბიციდებს, ანტიბიოტიკებსა და ჰორმონებს შეიცავს.
მცდარია მოსაზრება, რომ შარდი გაუწყლოებისგან იცავს. ამერიკელ ჯარისკაცებს ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაშიც კი აკრძალული აქვთ საკუთარი შარდის დალევა. შესაძლოა, შარდის მცირე რაოდენობა სასარგებლო იყოს, მაგრამ ის არ წარმოადგენს სრულფასოვან სამკურნალო საშუალებას.