ნაოჭების მოცილების ნაცვლად 47 წლის ქალი დაამახინჯეს

იცით თუ არა...

24 ივლისი 15:00, 2018 წელი

ეს ისტორია გაფრთხილებაა იმ ქალებისთვის, რომლებიც გაახალგაზრდავებას სხვადასხვა ინექციის საშუალებით ცდილობენ...  

2009 წელს 47 წლის კეროლ ბრაიანმა კოსმეტოლოგს ასაკობრივი ნაოჭების მოცილების თხოვნით მიმართა. სპეციალისტმა ქალს შუბლზე და ლოყებზე ფილერის ინექციის გაკეთება ურჩია (პრეპარატი, რომელიც ნაოჭებს ასწორებს), თუმცა ინექციის შემდეგ ქალს სახე შეუშუპდა და სისხლჩაქცევები გაუჩნდა. კოსმეტოლოგმა აუხსნა, რომ ეს წამლის უკუჩვენებაა და საშიში არაფერია. სამი დღის შემდეგ კეროლი კოსმეტოლოგთან მეორე ინექციის გასაკეთებლად მივიდა, რამაც მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. როდესაც ქალის სახე უფორმო მასად იქცა, გაირკვა, რომ კოსმეტოლოგმა შეცდომით შპრიცში ერთმანეთთან არათავსებადი პრეპარატები შეურია.
„30 წლის შემდეგ ბოტოქსის ინექციის კეთება დავიწყე და შედეგით ძალიან კმაყოფილი ვიყავი. ჩემი სახე გაცილებით ახალგაზრდული გახდა. ფილერის ინექციის შემდეგ კი თითქოს სხვისი თავი მომაბეს. შუბლი ისე დამიმძიმდა, რომ თავის დაჭერა მიჭირდა და თითქმის ვერაფერს ვხედავდი“, - იხსენებს კეროლი.
ფილერის პროცედურებმა ქალს მხედველობის ნერვი დაუზიანა და კეროლმა მარჯვენა თვალში მხედველობა სამუდამოდ დაკარგა.
კეროლი სამი წელი სახლიდან არ გამოსულა. ის ოჯახის წევრებსაც კი ემალებოდა, სანამ მისმა შვილმა დედის რეაბილიტაციაზე ფიქრი არ დაიწყო. 7 წლისა და მრავალრიცხოვანი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ ქალმა ნორმალური გარეგნობის დაბრუნება შეძლო, თუმცა ძველებურად ლამაზი აღარაა.
ამჟამად კეროლი ხელმძღვანელობს უხარისხო კოსმეტიკური პროცედურების წინააღმდეგ ბრძოლის საზოგადოებრივ მოძრაობას. კეროლი ყველა ქალს მოუწოდებს, რომ მისი შეცდომა არ გაიმეორონ და ყველაზე უვნებელ პროცედურებსაც კი უდიდესი სიფრთხილით მოეკიდონ.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

1 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

რა ხდება როდესაც მოდა და ტექნოლოგიები ერთიანდებიან?

მოდისა და ახალი ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილი ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორიაჯეოლაბი გახდა.
დღის ჰოროსკოპი

31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

თბილისის მეტროს სიმპათიური მემანქანეები

იცოდით, რომ „თბილისის მეტროპოლიტენში“ ასეთი სიმპათიური ბიჭები მუშაობენ მემანქანეებად? 
ურთიერთობა

დაკავდი სექსით და დაიკელი წონაში - როგორ პოზაში იწვება მეტი კალორია?

ალბათ გაინტერესებთ, რამდენ კილოს ვიკლებთ ერთი აქტის დროს? მეცნიერებმა ყველაფერი დაითვალეს!  
დღის ჰოროსკოპი

29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ექიმებს ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი სამედიცინო აქციას სთავაზობს

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი თანადგომას უცხადებს კოლეგებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში და სამედიცინო აქციას სთავაზობს!
სილამაზე/ჯანმრთელობა

თმის ცვენა - პრობლემა, რომელიც კარანტინში ბევრს აღმოაჩნდა

მსოფლიო პანდემიით გამოწვეულმა სტრესმა ბევრ ადამიანზე იმოქმედა, რაც ყველამ სხვადასხვანაირად შევნიშნეთ. გამონაკლისი არც თმები აღმოჩნდა. დიახ, თმის ცვენა გახშირდა და თუკი ეს პრობლემა თქვენთვისაც ნაცნობია, დღეს აგიხსნით, თუ როგორ იმოქმედოთ ამ სიტუაციაში.  
დღის ჰოროსკოპი

28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?