შვიდი და-ძმის ერთი დაბადების დღე - 7 ტყუპისცალი 18 წლის გახდა

იცით თუ არა...

1 აგვისტო 15:00, 2018 წელი

ეს მსოფლიოში პირველი შემთხვევა იყო, როცა შვიდივე ახალშობილი - ოთხი ბიჭი და სამი გოგონა ცოცხალი გადარჩა. მსოფლიო მედიამ ამ შემთხვევას სამედიცინო სასწაულიც კი უწოდა.

1997 წლის 19 ნოემბერს კენი და ბობი მაკოგებს შვიდი ტყუპისცალი შეეძინათ: კენი, ლესლი, ნატალი, ბრენდონი, ალექსისი, ნათანი და ჯონი. მათ ჰყავთ ერთი წლით უფროსი და მიქაელა, რომელიც უკვე გათხოვილია და მეუღლესთან ერთად ცხოვრობს.

კენი მაკოგი რამდენიმე თვის ორსული იყო, როცა გეგმურ ექოსკოპიაზე მივიდა. შოკირებულმა ექიმებმა ცოლ-ქმარს გამოუცხადეს, რომ ქალს შვიდი ემბრიონი ჰყავდა. მორწმუნე ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა, ღვთის ჩანაფიქრისთვის ხელი არ შეეშალა და შვიდივე შვილი დაეტოვებინა.

ადვილი წარმოსადგენია, როგორ პრობლემებთან უწევდათ ტყუპების მშობლებს გამკლავება, თუმცა კენიმ და ბობიმ ყველაფერს თავი გაართვეს. მეგობრებისა და ნათესავების გარდა, ოჯახს საქველმოქმედო ორგანიზაციებიც ეხმარებოდნენ.

მრავალშვილიანმა მშობლებმა სახელმწიფოსგან საჩუქრად მიიღეს სახლი შვიდი საძინებლით. სახელმწიფომ ბავშვები სრულწლოვანებამდე უფასო კვების პროდუქტებითა და დასვენებით უზრუნველყო.
პატარებს რამდენიმე უნივერსიტეტმა სკოლის დამთავრების შემდეგ უფასო სწავლა შესთავაზა.

წელს ტყუპები 18 წლისები გახდნენ.
ბრენდონი სკოლის დამთავრების შემდეგ ჯარში წასვლას აპირებს, ალექსი პედაგოგობას გეგმავს, ნატალი დაწყებითი კლასების მასწავლებელი იქნება, კენი-უმცროსი სამშენებლო ფაკულტეტზე ისწავლის, ხოლო ნათანი და ჯონი პროგრამისტები გახდებიან. მომხიბვლელი კელსი აიოვას შტატის გუნდში მღერის და მომღერლის კარიერაზე ოცნებობს. ტყუპები ერთმანეთისთვის მხოლოდ დედმამიშვილები კი არა, საუკეთესო მეგობრებიც არიან.

შვილების უზრუნველსაყოფად მშობლებს ძალა და ენერგია არ დაუზოგავთ. კენი-უფროსი მეტალოპლასტმასის წარმოების კომპანიაში მუშაობს. ბობიმ კი მთელი ცხოვრება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების პედაგოგად იმუშავა.

„ყოველთვის მემახსოვრება დღე, როცა პირველად გავიგე, რომ შვიდი პატარა მეყოლებოდა. თავიდან ბევრი ეჭვი და ნერვიულობა იყო, მაგრამ ჩვენ ღმერთის იმედი გვქონდა. დიახ, ძალიან ბევრ განსაცდელს გავუძელით, მაგრამ სიხარულიც ბევრი გვქონდა და დღეს ჩვენი შვილებით ვამაყობთ“, - ამბობს რვა შვილის დედა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?