იცით თუ არა

ბუშტულებიანი ცელოფანი Bubble Wrap - იცით, რისთვის შექმნეს ის თავდაპირველად?

fun time

15:15 კვი. 13 ივნისი, 2021 წელი

Bubble Wrap

14
დაკოპირებულია

ამჟამად ბუშტულებიან ცელოფანს შესაფუთ მასალად იყენებენ ადვილად მსხვრევადი ნივთების ტრანსპორტირებისთვის. გარდა ამისა, ის არაჩვეულებრივად ეხმარება ადამიანს სტრესის დაძლევაში. რომელ ჩვენგანს არ გაუხეთქავს ეს ბუშტულები? მაგრამ, ალბათ, იშვიათად თუ ვინმემ იცის, რისთვის გამოიგონეს ის.

 

აღმოჩნდა, რომ თავიდან ეს გაბერილბუშტულებიანი ფირი ჩაფიქრებული იყო... როგორც შპალერი!
ჩვენთვის კარგად ცნობილი შესაფუთი მასალა ამერიკელმა ინჟინრებმა ნიუ-ჯერსიდან, ალფრედ ფილდინგმა და მარკ ჩავანმა 1957 წელს გამოიგონეს. მათი პროექტის მიხედვით, ბუშტულებიანი ცელოფანი უნდა გამოეყენებინათ, როგორც ორიგინალური და უნივერსალური რეცხვადი შპალერი.

მაგრამ გამოგონებამ მომხმარებელი ვერ დააინტერესა, ამიტომაც ის თაროზე შემოდეს. და მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მოუვიდა ალფრედ ფილდინგს იდეა, თავისი გამოგონება ადვილად მსხვრევადი და ძვირფასი ნივთების გადასატანად გამოეყენებინა.

გაბერილი ბუშტულები დარტყმის ძალას ამცირებს და ამის წყალობით ის იდეალურ შესაფუთ მასალად იქცევა!

„ჰერმეტულად დახურული ჰაერის“ (როგორც მას იმ დროს უწოდებდნენ) დამზადებისა და გაყიდვის კამპანია 1960 წელს დაიწყო. ძალიან მალე მას უკვე მსოფლიოს 500 წარმატებული კომპანია აწარმოებდა მთელ მსოფლიოში. დღეისთვის მისი გაყიდვებიდან შემოსული თანხები მილიარდებს აღწევს.

სხვათა შორის, ყოველი წლის იანვრის ბოლო ორშაბათს ამერიკაში Bubble Wrap-ის დღე აღინიშნება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მინის ბოთლებში მეტი მიკროპლასტიკი ა...

მინა თუ პლასტმასასა

რა გავლენა აქვს რესტორნის ჭურჭელს კ...

რა გავლენა აქვს რესტორნის
ჭურჭელს კერძის გემოზე?

მდუღარე მდინარე - საიდუმლო ამოხსნილ...

მდუღარე მდინარე
შანაი-ტიმპიშკა

ბეთჰოვენის მუსიკა კიბოს უჯრედების ს...

ბეთჰოვენის მუსიკა და
კიბოს უჯრედები

რატომ არ დაჟანგდა ტუტანხამონის რკინ...

ტუტანზამონის ხანჯალი

ჩინური სიბრძნე — როგორ გადავიტანოთ...

ჩინური სიბრძნე

რატომ ტირიან ადამიანები? - ნახეთ მე...

რატომ ტირიან ადამიანები?

ბზიკი და ფუტკარი – რა განსხვავებაა...

ბზიკი და ფუტკარი – რა
განსხვავებაა მათ შორის

ვინ და როდის გამოიგონა გლობუსი?

ვინ გამოიგონა გლობუსი