საქმე ის არის, რომ ეს ჩეკები თერმულ ქაღალდზე იბეჭდება, საფრთხე კი სწორედ აქედან მოდის.
თერმული ქაღალდის შემადგენლობაშია ბისფენოლ-A იგივე BPA – ტოქსიკური ქიმიკატი, რომლის
ქრონიკული ზემოქმედება საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, იწვევს საშიშ ჰორმონალური ცვლილებებს და შესაძლოა, ონკოლოგიური დაავადებების პროვოცირებაც მოახდინოს.
იგი შეიძლება ორგანიზმში მოხვდეს კანთან კონტაქტის გზით, ეს კი გარდაუვალია, როცა თქვენ ჩეკს ხელით ეხებით.
ცნობისათვის - ბისფენოლ-A ის ნივთიერებაა, რომელიც ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აკრძალული ნივთიერებების სიაში შეიტანა, მსხვილმა მწარმოებლებმა კი, ეკოლოგების მოთხოვნით, მინიმუმამდე შეამცირეს მისი გამოყენება პლასტმასის ბოთლების და საკვებისთვის განკუთვნილი ჭურჭლის შემადგენლობაში.
როგორ უნდა მოვიქცეთ?
ნუ წამოიღებთ ჩეკებს მაღაზიიდან და ნუ ჩაიტოვებთ ჯიბეში. ასევე ნუ მოაგროვებთ სახლში, რათა თვის ბოლოს ხარჯები აკონტროლოთ ან, უბრალოდ, მშვიდად იყოთ, რომ არავინ შემოგედავებათ.
დღეს თითქმის ნებისმიერ ოპერაციას შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ თქვენი სმარტფონით. გადმოწერეთ მაღაზიის ან თქვენი ბანკის მობილური აპლიკაცია, სადაც დეტალურად აისახება თქვენი ვაჭრობის პროცესი და მარტივად გააკონტროლებთ ხარჯებს.
თუ შიშობთ, რომ მოლარემ შეიძლება მოგატყუოთ, თვალი მიადევნეთ მის ეკრანზე აკრეფილ ფასებს. უზუსტობის შემჩნევის შემთხვევაში იქვე უთხარით. ასე უფრო მარტივად გამოასწორებინებთ შეცდომას, ვიდრე მას შემდეგ, რაც სახლში მიხვალთ და უკვე ამობეჭდილ ჩეკზე შეამჩნევთ ზედმეტ თანხას.