საკნატუნო ამბები

„სიმპსონების“ მისტიკა - მომავლის წინასწარმეტყველება და Covid-19

fun time

17:00 ხუთ. 16 სექტემბერი, 2021 წელი

სიმფსონები და
კორონავირუსი

14
დაკოპირებულია

ანიმაციური სერიალი „სიმპსონები“ 31 წელია, აქტუალობას არ კარგავს. მულტსერიალის შემქმენელებმა ამოუხსნელი მიზეზებით დედამიწაზე მომხდარი ბევრი მოვლენა ათეულობით წლის წინ იწინასწარმეტყველებს. ჩვენ შევაგროვეთ რამდენიმე ასეთი ფაქტი „სიმპსონებიდან“...

სიმფსონები და დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება

სერიაში „ბარტი მომავალში“, რომელიც 2000 წლის 19 მარტს გამოვიდა, ლიზა აშშ-ს პრეზიდენტი ხდება დონალდ ტრამპის შემდეგ! ის ირწმუნება, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ქვეყანა ბანკროტად აქცია და ამის გამოსწორებას აპირებს. წინასწარმეტყველება ნამდვილად ახდა - ტრამპი 2017 წელს აშშ-ს პრეზიდენტად აირჩიეს!


სიმფსონები და ტყუპი ცათამბჯენი

მე-9 სეზონის პირველი სერია 1997 წლის 21 სექტემბერს გამოვიდა. სერიას „ნიუ-იორკი ჰომერ სიმპსონის წინააღმდეგ“ ერქვა. ეპიზოდში ცნობილი ოჯახი ნიუ-იორკში მიემგზავრება. ერთ-ერთ კადრში ჩანს ჟურნალი ბილეთების რეკლამით მხოლოდ 9$-ად, უკან ფონზე კი გამოსახულია ცათამბჯენები. საერთო კადრი გამოიყურება როგორც 9/11. ზუსტად 11 სექტემბერს მოხდა საშინელი ტერაქტი, რომელმაც არამხოლოდ აშშ, არამედ მთელი მსოფლიო შეძრა.

სიმფსონები და ომი სირიაში

სერიაში „ახალგაზრდა ტალანტები“, რომელიც 2001 წელს გამოვიდა, მაყურებლებმა შენიშნეს სირიის ომის სცენა. ბარტმა ჩამოაყალიბა ჯგუფი „ხულიგანების არმია“ და გადაიღო კლიპი, სადაც ისინი ურტყამენ არაბ ჯარისკაცებს ამერიკული თვითმფრინავებით. სერიაში ასევე შეინიშნება სირიის ოპოზიციის ნიშნები, მაგალითად, დროშა, რომელიც მიხატულია ერთ-ერთ კარზე.

ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების სამარცხვინო წაგება 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

სერია, სახელად „არ არის აუცილებელი, მსაჯივით იცხოვროთ“, ფეხბურთის მოყვარულებისთვის ყურადსაღები აღმოჩნდა. მასში ჰომერ სიმპსონი ჩემპიონატის მსაჯი ხდება, ბრაზილია კი გერმანიას უპირისპირდება, სადაც თამაშს აგებს. ზუსტად ასე მოხდა 2014 წლის ივლისშიც.

როლინგ სტოუნზი

სერია „ლიზას ქორწილი“ 1995 წლის მარტში გამოვიდა. ერთ-ერთ ეპიზოდში ლიზა ქმართან ერთად ლოგინზე წევს, მათ უკან კედელზე კი კიდია სარეკლამო პლაკატი, რომელიც ლეგენდარული როკ-ჯგუფის, როლინგ სტოუნზის 2010 წლისთვის დაგეგმილ გასტროლებს შეეხება.

ასე იწინასწარმეტყველეს „სიმპსონებმა“ ჯგუფის დაბრუნება 10 წლის შემდეგ. თუმცა ისინი თარიღში ოდნავ შეცდნენ: როლინგ სტოუნზის გასტროლები არა 2010, არამედ 2012 წელს შედგა.

ეკონომიკური კრიზისი საბერძნეთში

სერია „პოლიტიკურად მუნჯები ჰომერ სიმპსონთან ერთად“ 2012 წელს გამოვიდა. მასში ჰომერს საინფორმაციო გადაცემაში სტუმრად პატიჟებენ. პროგრამის მსვლელობისას კი, მორბენალმა სტრიქონმა მაყურებელს აუწყა: „ევროპამ საბერძნეთი eBay-ზე გაყიდა“. 2015 წელს წინასწარმეტყველება მართლაც ახდა: საბერძნეთში ნამდვილად დაიწყო ღრმა ეკონომიკური კრიზისი.

დაბოლოს - COVID-19

მე-4 სეზონის 21-ე სერიაში, რომელიც 1993 წელს გამოვიდა, ჰომერმა შუკვეთა წვენსაწური იაპონიაში.
სცენაში ჩანს, თუ როგორ ალაგებენ იაპონური კომპანიის წარმომადგენლები ყუთში წვენსაწურს და, ამავე დროს, ერთ-ერთი მათგანი ყუთში ახველებს, სწორედ ასე უგზავნის ვირუსს იაპონიიდან სპრინგფილდში.

მის შემდეგ მულტსერიალის ყველა გმირი, მარჯის გარდა, ავად ხდება.

„სიმპსონები“ ცხადია ქვეყანაში შეცდნენ, რადგან 2019 წელს კორონა ვირუსი იაპონიის ნაცვლად ჩინეთიდან გავრცელდა. თუმცა აზიური ქვეყნის არჩევამ სერიალის ფანები დაარწმუნა იმაში, რომ სერიალმა კოვიდპანდემია ჯერ კიდევ 27 წლის წინ იწინასწარმეტყველეს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ქვეყნები, სადაც ჩვენი საყვარელი პრო...

9 ქვეყანა, სადაც ჩვენი
საყვარელი პროდუქტები
აკრძალულია

რატომ უნდა გაყინოთ ყავის მარცვლები?

რატომ უნდა გაყინოთ ყავს
მარცვლები

რატომ არ შეიძლება იაპონიაში რესტორნ...

იაპონური კვების კულტურა

ვინ, როდის და რატომ გამოიგონა სუფრი...

სუფრის დანა - ნივთის
ისტორია

გამოიგონეს თვალის ლინზა, რომლითაც ს...

ლინზები ღამის ხედვისთვის

ახალი აღმოჩენა - რატომ არ უნდა გადა...

სიბრძნის კბილი და
ღეროვანი უჯრედები

ინდოელმა მაშველმა გველი ხელოვნური ს...

ინდოელმა მაშველმა გველი
ხელოვნური სუნთქვით
სიკვდილს გადაარჩინა

რატომ აკრძალეს სინგაპურში საღეჭი რე...

რატომ აკრძალეს
სინგაპურში საღეჭი რეზინა?

ამერიკული კომპანია 2032 წლისთვის მთ...

სასტუმრო მთვარეზე