სახლის რომელ კუთხეში დავდგათ ნაძვის ხე 2020 წლის შესახვედრად?

იცით თუ არა...

13 დეკემბერი 15:00, 2019 წელი

რა საჭიროა საახალწლო ნაძვის ხისთვის ადგილის შერჩევა? რას მოგვიტანს ამის ცოდნა ან რა საფრთხეს შეიცავს - არცოდნა? 

პირველ რიგში, გეტყვთ იმას, რომ ნაძვის ხე შეგიძლიათ დადგათ იქ, სადაც გსურთ, თუკი ფენ შუის რჩევებს არ ითვალისწინებთ, თუმცა...


თუ თქვენ გჯერათ ჩინური მეტაფიზიკის და დაოსური პრაქტიკის, თუ გსურთ, რომ ნაძვის ხე დამდეგი წლის წარმატებების მოტივატორად იქცეს, მაშინ, რა თქმა უნდა, საახალწლო ნაძვის ხისთვის საგანგებოდ უნდ შეარჩიოთ როგორც ადგილი, ისე სათამაშოების ფერი.


 


როგორ შევარჩიოთ საახალწლო ნაძვის ხე:

ნაძვის ხე არ უნდა იყოს 1.50 სმ-ზე დაბალი. თუმცა არც ჭერს უნდა ედებოდეს წვერით. არაფრით არ შეიძლება ნაძვის ხის წვერის მოჭრა, რადგან მთელი დადებითი ენერგია სწორედ ნაძვის ხის წვერისკენ არის თავმოყრილი;
ნაძვი, უმჯობესია, იყოს ცოცხალი. მაგრამ, თუკი ცოცხალი ნაძვის დადგმას ვერ ახერხებთ, თუნდაც ცოცხალი ნაძვის ტოტი ჩამოკიდეთ კედელზე ან ქოთანში ჩარგული პატარა ნაძვი დადგით, რომლებსაც სათამაშოებით მორთავთ.


სად დავდგათ 2020 წლის შესახვედრად საახალწლო ნაძვის ხე:


 


2020 წელს საახალწლო ნაძვის ხისთვის სახლში ყველაზე საუკეთესო ადგილებია:
აღმოსავლეთით, დასავლეთით, ჩრდილოეთით (06.01.2020-მდე), ჩრდილო-დასავლეთით (თუმცა იმ პირობით, რომ ნაძვის ხეს 2020 წლის 4 თებერვლამდე დაშლით).


თუკი ნაძვის ხეს დასავლეთით დადგამთ - 2020 წელი მოგიტანთ კარიერაში ახალ პერსპექტივებს, სწრაფ პროფესიულ ზრდას (თუ არ მუშაობთ, იპოვით სამსახურს), პირად ცხოვრებაში ჰარმონიას.
სახლის დასავლეთ სექტორში დადგმული ნაძვის ხე უნდა მორთოთ ლურჯი, ცისფერი, თეთრი, ოქროსფერი და ვერცხლისფერი სათამაშოებით. ამავე ფერის უნდა იყოს გირლიანდები.

თუკი ნაძვის ხეს აღმოსავლეთით დადგამთ - 2020 წელს გექნებათ ფინანსური წინსვლა, თუმცა წინ ბევრი მუშაობა და ძალისხმევის გაწევა გელით. თუ ხართ სამხედრო, პოლიციელი ან ხელოსანი, აღმოსავლეთით აწყობილი ნაძვის ხე კარგ პერსპექტივებს გპირდებათ. სახლის აღმოსავლეთ მხარეს დადგმული ნაძვის ხის სათამაშოების და გირლიანდების ფერთა გამა ასეთია: ყავისფერი, ოქროსფერი, ვერცხლისფერი, თეთრი.


თუკი ნაძვის ხეს ჩრდილოეთით დადგამთ - 2020 წელი წარმატებული იქნება სწავლაში. ეს სექტორი სასიკეთოა ასევე ჟურნალისტებისთვის, მწერლებისთვის, მთარგმნელებისთვის, ლექტორებისთვის. უნდა გახსოვდეთ, რომ ჩრდილოეთ სექტორიდან ნაძვის ხე 6 იანვრამდე უნდა აიღოთ. ჩრდილოეთით დადგმული ნაძვის ხე უნდა მორთოთ ლურჯი და მწვანე სათამაშოებით.


 


 


თუკი ნაძვის ხეს ჩრდილო-დასავლეთით დადგამთ - 2020 წელს სერიოზული ფინანსური შესაძლებლობები გაგიჩნდებათ და წარმატებები გექნებათ. ჩრდილო-დასავლეთით დადგმული ნაძვის ხის სათამაშოების ფერებია: წითელი, ყვითელი.


გაითვალისწინეთ!


2020 წლის საახალწლო ნაძვის ხისთვის სახიფათოა სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთი მხარე - ეს პრობლემებისა და ზარალის მომტანი იქნება!


P.S.
თუ ნაძვის ხის დადგმას არ გეგმავთ, მაშინ ზემოთ მოცემული მითითებების მიხედვით მორთეთ და ჩამოკიდეთ ნაძვის ხის ტოტი ან საახალწლო გვირგვინი - ჯადოსნობა ამ შემთხვევაშიც „იმუშავებს“.


„ფანთაიმი“ ბედნიერ 2020 წელს გისურვებთ! 


 


 

დღის ჰოროსკოპი

25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 იანვრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

პროფესორის ანეკდოტში ჩატეული ცხოვრება

ერთხელ ერთმა პროფესორმა სტუდენტებთან ლექცია ანეკდოტის მოყოლით დაიწყო - ცხოვრებისეული და ძალიან გონებამახვილური ანეკდოტით, რაზეც მთელმა აუდიტორიამ გულიანად იცინა...
საკნატუნო ამბები

რას ხედავთ ამ ფოტოზე?

აბა, ყურადღებით დააკვირდით... 
დღის ჰოროსკოპი

24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 იანვარს  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

გუგლის ახალი ყურსასმენი სინქრონულად თარგმნის 40 ენიდან! (Video)

კომპანიის ჩანაფიქრით, Pixel Buds 2, ერთი მხრივ, ლამაზი უნდა ყოფილიყო, მეორე მხრივ - მოხერხებული, მესამე მხრივ - ფუნქციონალური. და, როგორც ჩანს, გამოუვიდათ.  
დღის ჰოროსკოპი

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 იანვარისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

საქართველოს ახალი მილიონერი ჰყავს! 

გათამაშდა 1 მილიონ 182 454 ლარი! იძებნება მოგებული!!!
იცით თუ არა...

როგორ ეძებდა სტივ ჯობსი სამსახურს - CV, რომელიც შეავსო Apple-ის დაარსებამდე 3 წლით ადრე

ყველას გვიწევს, რაღაცით დავიწყოთ... 1973 წელს ეს ლეგენდარული ადამიანი სამსახურს ეძებდა. იმ დროს უკვე მიტოვებული ჰქონდა სწავლა ორეგონ რიდის კოლეჯში. თუმცა ჯერ 3 წელი იყო იმ დრომდე, სანამ ჯობსი კომპიუტერულ ინდუსტრიას შეცვლიდა. 
დღის ჰოროსკოპი

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

თუ ეს 10 რამ გესიზმრებათ, ყურადღებით იყავით!

ცნობილი შვეიცარიელი ფსიქოთერაპევტი კარლ გუსტავ იუნგი ამბობდა, რომ სიზმრებით ადამიანი თავის ქვეცნობიერში იხედება. სიზმარი გვკარნახობს, თუ რა გვაწუხებს ყველაზე მეტად და რა მიმართულებით უნდა ვიმოძრაოთ... 
დღის ჰოროსკოპი

21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?