2009 წლის 30 ივნისს ზომბაბვეურმა დოლარმა, ამ ქვეყნის სარეზერვო ბანკის გადაწყვეტილებით, არსებობა შეწყვიტა.
ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლის მანძილზე ინფლაციამ 231 მლნ % შეადგინა. არაოფიციალური მაჩვენებლის დათვლა კი, ფაქტორბივად შეუძლებელი იყო.
მაგალითად, 2008 წლის 4 ივლისს, ადგილობრივი დროით 17:00 საათზე, ერთი ქილა ლუდი 100 მილიარდი ზიმბაბვური დოლარი ღირდა (დაახლოებით, 1 აშშ დოლარი), ხოლო უკვე ერთი საათის შემდეგ, 18:00 საათზე, მისმა ფასმა 150 მილიარდს მიაღწია.
ზიმბაბვეს დოლარი მიმოქცევაში იყო 1981 წლის 15 აპრილიდან (იმ დროისთვის დადგენილი გაცვლითი კურსით, 1 ზიმბაბვური დოლარი = 100 ამერიკული ცენტი.) 2009 წლის 30 ივნისამდე.
2010 წლის სექტემბრიდან ქვეყანაში ბრუნვაშია ამერიკული დოლარი. ასევე, გაცვლითი მონეტებია სამხრეთაფრიკული რანდი.
დღეს უკვე 100 ტრილიონი ზიმბაბვური დოლარის კუპიურა ტურისტებისა და კოლექციონერების ინტერესის სფეროა და შავ ბაზარზეც აქტიურად იყიდება.