როგორ შეაღწია საბჭოთა კავშირში ფრანგულმა სუნამომ?

იცით თუ არა...

22 ოქტომბერი 15:00, 2020 წელი

ვისაც საბჭოთა ეპოქაში მოუწია ცხოვრება, კარგად ახსოვს, რას ნიშნავს დეფიციტი და იმპორტული საქონლის დახლქვეშ შეძენა. ერთ-ერთი ასეთი „დახლქვეშა სიამოვნება“ გახლდათ ფრანგული სუნამო Climat Lancome, რომლის ერთი წვეთის პკურება თავს დედოფლად გაგრძნობინებდათ...

Climat Lancome სამყარომ პირველად 1967 წელს პარიზში იხილა და აღიარა, როგორც ეპოქის აღმოჩენა. 70-იან წლებში კი ამ განუმეორებელმა არომატმა საბჭოთა კავშირში შემოაღწია და ყველა ქალის ოცნებად იქცა.


ამბობენ, რომ „კლიმამ“ „რკინის ფარდის“ გარღვევა და მაღაზიის დახლებზე მოხვედრა ქალის დახმარებით მოახერხა - ლეგენდას თუ დავუჯერებთ, Lancome-ის დამფუძნებელ არმან პტიჟანის (Armand Petitjean) მოწაფეს, ერთ ლამაზ ფრანგ ქალბატონს მოუხიბლავს საბჭოთა კავშირის გენერალური მდივანი ნიკიტა ხრუშოვი, რომელიც პარიზში 1960 წლის მაისში, ცნობილ „არშემდგარ სამიტზე“ იმყოფებოდა. სწორედ ქალური შარმით თავბრუდახვეულ ხრუშოვს მიუცია თანხმობა Lancome-ის პარფიუმის, შემდეგ კი Lancome-ის მთელი კოსმეტიკური ხაზის სსრკ-ში შემოტანაზე. იმ დროისთვის პიკანტური ლეგენდაც არსებობდა, რომ Climat, თითქოს, ფრანგი მეძავების სუნამო იყო.


„კლიმას“ დაუვიწყარ რეკლამად იქცა ერთ-ერთი ეპიზოდი რეჟისორ ელდარ რიაზანოვის ფილმიდან „ბედის ირონია“, რომელიც საბჭოთა ეკრანებზე 1975 წელს გამოვიდა. თუ გაიხსენებთ, ფილმში ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი იპოლიტი თავის საყვარელ ქალს ნადიას საახალწლოდ სწორედ „კლიმას“ ჩუქნის, რასაც შეყვარებული ქალის აღფრთოვანებული რეპლიკა მოჰყვება: «Это же настоящие французские духи, они такие дорогие (ეს ხომ ნამდვილი ფრანგული სუნამოა, ეს ხომ ძალიან ძვირია)». ფილმში სუნამო შავლაქებიან თეთრ ყუთში დევს - ეს იყო პირველი პარტიის შეფუთვა, რომელიც მოგვიანებით არისტოკრატული ლურჯი ფერით შეიცვალა.


 


მართლაც, სკოლის მასწავლებელი ნადია, რომლის ხელფასიც 100 მანეთი იყო, ვერაფრით მისცემდა თავს უფლებას, ფრანგული სუნამო ეყდა - „კლიმას“ სახელმწიფო ფასი იყო 25 მანეთი 14 მლ და 45 მანეთი - 28 მლ., ხოლო „დახლქვეშ“ შეძენისას, ფასი, სულ მცირე, ორმაგდებოდა.


მოკლედ, ამ ფილმის შემდეგ ერთ ღამეში საბჭოთა კავშირში კაცებმა ნადიაზე დაიწყეს ოცნება, ქალებმა კი „настоящие французские духи“-ზე.


***


დღევანდელი კლასიფიკაციით, Climat-ის პარფიუმის კომპოზიციას ყვავილებისა და ალდეჰიდების კლასს მიაკუთვნებენ. ოფიციალურ პრესრელიზში ნათქვამია, რომ „კლიმას“ არომატი შექმნა პარფიუმერმა Gerard Goupy-მა და მისი ამ სასწაული არომატის ნოტებია: ჟასმინი, ია, ატამი, ბერგამოტი, შროშანი, ნარცისი და ვარდი, ტუბეროზა, ალდეჰიდები და როზმარინი; სანდლის ხე, კუმარინი, ცივეტი, მუშკი, ვეტივერია და ბამბუკი.


ცნობილმა ამერიკულმა კორპორაციამ Flavors & Fragrances-მა (ეს კორპორაცია არომატიზატორებს აწარმოებს) Lancome Climat-ის არომატის შესახებ გამოკითხვა ჩაატარა. ინტერვიუს დროს მომხმარებლებს სთხოვდენენ, სუბიექტურად შეეფასებინათ პარფუმი Lancome Climat ყველა მიმართულებოთ. პირველი შთაბეჭდილება, რა თქმა უნდა, არომატი იყო - მისი მდგრადობის ხანგრძლივობიდან შლეიფის არსებობამდე.


გამოკითხულთა უმრავლესობის თანახმად: Lancome-ს Climat-ის სურნელი 6-8 საათი ძლებს, აქვს ზომიერი ხანგრძლივობის შლეიფი, იდეალური არჩევანია ნეისმიერი სეზონისა და ნებისმიერი ასაკისთვის და, რაც განსაკუთებით აღსანიშნავია, Lancome Climat-ზე შეყვარებულია ზოდიაქოს 12-ვე ნიშანი ქალი!


„კლიმას“ ორიგინალი პარფუმი ზეთის ხილის ფერის იყო, ხოლო სუნამოს აუთენტურ შეფუთვაზე წარწერა იყო  მკაფიო, ყოველთვის ერთი და იმავე ზომისა და ფორმის, ულამაზესი მოხაზულობის ასოებით და სიტყვებს შორის ერთნაირი დაშორებებით:



ვისაც 70-იან წლებში ლეგენდარულ Climat-ზე ხელი არ მიუწვდებოდა, უწევდა, დაკმაყოფილებულიყო პოლონური სუნამოებით -  Pani Walewska ან, უფრო იაფფასიანი, Быть может და ბულგარული Сигнатюр-ით.



***


ამჟამად „კლიმას“ წარმოება შეწყვეტილია. მართალია, დღეს ბევრი ვინტაჟური სუნამო ახალი ვერსიით გამოდის, თუმცა მათ შორის არ არის Lancome Climat პარფიუმი. მისი ფორმულა კომპანიის საკუთრებაა, ხოლო მიმსგავსებული არომატები, რომლებსაც რუსეთი (новая заря), უკრაინა და პოლონეთი აწარმოებენ, უბრალოდ, პარფიუმერული ნოსტალგიის დასამშვიდებლად თუ გამოდგება (თუმცა გემოვნებაზე არ დავობენ) -  იმ განუმეორებელ ფერსა და ძირითად ნოტებს ვერცერთი მიუახლოვდა.  ჰოდა, თუკი სადმე Climat-ს წააწყდებით, თავს ნუ მოიტყუებთ, რომ ორიგინალს ყიდულობთ...


 


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?