საახალწლო მკითხაობა შამპანურზე

იცით თუ არა...

13 იანვარი 15:00

ყურადღება - ამაღამ ამ წლის ბოლო შანსი გაქვთ! ეს საახალწლო მკითხაობა ძალიან საინტერესო და სახალისო პროცესია, რომელიც 00:00 საათზე პირდაპირ შამპანურის ბოთლის გახსნიდან იწყება... 

იმის მიხედვით, თუ როგორ ამოვარდება საცობი ბოთლის ყელიდან, შეიძლება გაარკვიოთ, როგორი იქნება დამდეგი წელიწადი. 




მაშ ასე:
თუ შამპანურის ბოთლიდან საცობი აკურატულად ამოსრიალდა, ეს იმის ნიშანია, რომ დამდეგი წელი მშვიდად და გეგმის მიხედვით ჩაივლია;

თუ საცობი მარტივად ამოვიდა, მაგრამ ბოთლიდან შამპანური გადმოისხა ან პირიქით - საცობი მთელი ძალით გამოვარდა და ჭერს მიასკდა, თუმცა შამპანური არ ამოშხეფებულა: მშვიდი წელიწადი გექნებათ, თუმცა მოულოდნელობებით სავსე;


თუ ბოთლმა საცობი გაისროლა და შამპანურის შხეფებმაც მთელს ოთახში დატოვეს კვალი: არაპროგნოზირებადი და მშფოთვარე წელიწადი გელით.



***


მას შემდეგ, რაც ბოთლი გაიხსნა და შამპანური ჭიქებში ჩამოისხა, უკვე ბუშტუკებზე მკითხაობის ჯერი დგება. ამ ცქრიალა ღვინომ შეიძლება თქვენს ბევრ კითხვას უპასუხოს - მომავალი წლის ფინანსური მდგომარეობიდან დაწყებული, პირადი ბედნიერებით დამთავრებული. 



 


1. თუ ბუშტუკები ჭიქის ფსკერის ცენტრიდან ზედაპირისკენ სწორ და თხელ მწკრივად მიემართება, დამდეგ წელს ბედნიერება გელით;


2. თუ ბუშტუკების რამოდენიმე პარალელური ხაზი ადის ზედაპირისკენ, ახალი ნაცნობობა გელით;


3. თუ ბუშტუკების ჯაჭვი ბევრია, თანაც სხვადასხვა სისწრაფით მიემართებიან ჭიქის ზედაპირისკენ - დამდეგი წელიწადი ნათელი და საინტერესო მოვლენებით იქნება სავსე;


4. თუ ბუშტუკები ჭიქის კედლებს ეხეთქება და მაღლა არ მიიწევს, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ თქვენი გარემცვიდან ზოგიერთ ადამიანთან ურთიერთობაში პრობლემები შეგექმნებათ;


5. თუ ბუშტუკები ჭიქის კედლებს მიეწეპნენ და ზემოთ აღარ ადიან - ახლო მეგობრებთან თქვენ ურთიერთობა კიდევ უფრო განმტკიცდება;



6. თუ ბუშტუკების მხოლოდ ერთი მწკრივი აიწევა ჭიქის ზედაპირისკენ - მომავალ წელს მეტი ყურადღების დათმობა მოგიწევთ თქვენი ახლო ნათესავებისთვის;


7. თუ ბუშტუკების მწკრივი მანამ დაიშლება, სანამ ჭიქის ზედაპირს მიაღწევს - ეს გაფრთხილებაა იმის შესახებ, რომ დამდეგ წელს ადამიანებთან ურთიერთობაში უფრო ფრთხილად და ფხიზლად უნდა იყოთ;


8. თუ ბუშტუკების ორი მწკრივი ერთმანეთში გადაიხლართება - სიყვარულში ბედნიერება გელით;


9. თუ ბუშტუკების რამოდენიმე მწკრივი ერთმანეთში გადაიხლართება - დამდეგ წელს ბევრი სასიყვარულო გატაცება გექნებათ;


10. თუ ზედაპირისკენ ერთი ან რამოდენიმე მსუქანი ბუშტუკა მიემართება - ფნანსური კეთილდღეობა, ბიზნესში წარმატება და სტაბილური შემოსავალი გექნებათ;


 



***


აი, ასეთი სახალისო და საინტერესოა შამპანურზე მკითხაობა...

გილოცავთ დამდეგ ძველით ახალ წელს!!!


 

დღის ჰოროსკოპი

18 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

როგორ დავძლიოთ ზამთრის №1 გამოწვევა - თმის გამოშრობა?

ალბათ, ბევრისთვის არ არის უცხო ზამთარში, თითქოს, დამუხტული, უფორმოდ აფუებული და გამომშრალი თმა. ეს ტენიანობის ნაკლებობის ბრალია. სწორედ ამიტომ, უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე რჩევა, რათა ზამთარშიც შევინარჩუნოთ მბზინვარე თმა.  
ამბები

შეხვედრა იტალიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან

20-24 იანვარს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში, საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პროექტის - „Doctorate Lab მომავალი დოქტორანტებისთვის“ - საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება.
დღის ჰოროსკოპი

17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

8 პროდუქტი, რომელიც გაცილებით კალორიულია, ვიდრე გგონიათ

ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ყოველთვის არ ნიშნავს დაბალკალორიულს. შესაძლოა, კალორიულობით ცოტა „საშიში“ აღმოჩნდეს თქვენი საყვარელი ხილი ან ზოგიერთი დიეტური პროდუქტიც კი, რომელიც საღებავებს და გემოს გამაძლიერებლებს შეიცავს...
დღის ჰოროსკოპი

16 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 იანვრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

 რობერტ ბერნსის სახელობის მე-11 საქველმოქმედო გალა საღამო

2020  წლის 1-ელ თებერვალს  სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ რობერტ ბერნსის სახელობის საქველმოქმედო გალა საღამო უკვე მე-11 ჯერ გაიმართება.
საკნატუნო ამბები

როგორ გავხსნათ ლუდის ბოთლი გაზეთით?

სანამ ბუნებაში კიდევ არსებობს გემრიელი ლუდი, რომლის სახურავიც ხელის მარტივი მოძრაობით, ანუ საათის ისრის მიმართულებით დატრიალებით არ იხსნება, ეს რჩევაც აქტუალური იქნება.
დღის ჰოროსკოპი

15 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 ოსკაროსანი ფილმი, რომელსაც ბავშვებთან ერთად უნდა უყუროთ

რატომ უნდა უყუროთ? ქვემოთ ამაზეც გიპასუხებთ...
დღის ჰოროსკოპი

13 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?