ლუდოვიკო XIV - მეფე-მზე, რომელიც წუთითაც არ ყოფილა მარტო

იცით თუ არა...

13 ოქტომბერი 15:00, 2016 წელი

ლუდოვიკო XIV დე ბურბონმა 15 წლის ასაკში ბრძანა: „სახელმწიფო მე ვარ!“ და 76 წლამდე ატარებდა პასუხისმგებლობის ტვირთს ყველაზე და ყველაფერზე თავის ქვეყანაში. მასთან რამდენიმე აუდიენცია ჰქონდა სულხან-საბა ორბელიანს, რომელიც ევროპასთან პოლიტიკურ კავშირს ეძებდა, რათა საქართველო ოსმალეთისგან დაეხსნა. სულხან-საბა მეფის კარზე პატივით მიუღიათ, მისი პიროვნებით აღტაცებულან და დახმარებაც აღუთქვამთ, მაგრამ მაშინ თავის პრობლემებში ჩაფლულმა ევროპამ საქართველოსთვის ვერ მოიცალა - მალე გარდაიცვალა ლუდოვიკო XIV, მმართველი წრეები შეიცვალნენ და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობა გამწვავდა... 

მეფე-მზედ წოდებულ მონარქს ყოველი დღე და ყოველი წუთი დაგეგმილი და გაწერილი ჰქონდა...

ლუდოვიკო XIV-ს ცხრის ნახევარზე აღვიძებდნენ.
ლოგინიდან ადგომის პროცედურის შემდეგ, რაც უამრავი ადამიანის თანდასწრებით ხდებოდა, მონარქი საბჭოს სხდომაზე მიდიოდა.
ყოველი ჩინოვნიკი ვალდებული იყო, სახელმწიფო საბჭოზე, მინისტრთა საბჭოზე, ფინანსურ საბჭოსა თუ საეკლესიო საქმეების საბჭოზე საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა. მეფე კი უმრავლესობის პოზიციის გათვალისწინებით, გადაწყვეტილებას იღებდა.

ეს ამბები დღის პირველ ნახევრამდე გრძელდებოდა.
ამის შემდეგ, მეფე ეკლესიაში მიბრძანდებოდა, სადაც სამეფო ოჯახთან ერთად, მესას უსმენდა.
მესას მოსდევდა ოფიციალურ საყვარელთან, მარკიზა დე მონტესპანთან ხანმოკლე ვიზიტი და ოჯახური სადილი.
შემდეგ დღის გეგმაში იყო, მხლებელთა თანხლებით, ხანმოკლე გასეირნება ვერსალის ბაღში.
ლუი XIV-ს არ უყვარდა პარიზი, 1648-49 წლების აჯანყებას აგონებდა და ამიტომ პარიზიდან 17 კილომეტრში ააგო სასახლეებისა და ბაღების  ქალაქი ვერსალი, საიდანაც მართავდა ქვეყანას. 


 


საღამოს მეფის საზრუნავს სასახლის დიდებულების გართობა წარმოადგენდა. შეთქმულება რომ თავიდან აეცილებინა, ლუდოვიკო ცდილობდა, დიდებულები თვალთახედვის არეში ჰყოლოდა.
სამშაბათობით, ხუთშაბათობითა და შაბათობით 19:00 საათზე ვერსალის სასახლეში მეფის სალონების კარი იხსნებოდა. სპექტაკლები, მასკარადები, ცეკვები...
ლუდოვიკო საყოველთაო მხიარულებაში მონაწილეობას თავის მოვალეობად მიიჩნევდა. „ჩვენ ხომ კერძო პირები არ ვართ. ჩვენ მთლიანად საზოგადოებას ვეკუთვნით“, - ამბობდა ის.


დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ლუდოვიკო არქიტექტორებთან და მებაღეებთან ვერსალის კეთილმოწყობის საკითხების განხილვასაც ასწრებდა. თავად არჩევდა მოსაპირკეთებელ მარმარილოს და თავად ადგენდა გზამკვლევს ბაღისთვის, რომ ვიზიტორებს რომელიმე შედევრი არ გამორჩენოდათ.


ღამის მოახლოებისას აუცილებლად უნდა მოენახულებინა მადამ დე მენტენონი, რომელიც შემდგომში მისი მეორე მეუღლე გახდა.
შემდეგ ჰიგიენური პროცედურები, ისევ სახალხოდ, და ბოლოს, ღამის პირველ საათზე, ძილი.
აი, ასე გადიოდა მეფის ცხოვრება, რომელიც ერთი წუთითაც ვერ რჩებოდა თავის თავთან და ფიქრებთან მარტო.
დილით კი ისევ: აბრძანდით, მეფევ! თქვენ დიდი საქმეები გელოდებათ!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?