ტუტანჰამონის დროინდელი კონსერვები საკვებად ვარგისია?

იცით თუ არა...

28 ოქტომბერი 15:00, 2016 წელი

მეცნიერებმა ყველაზე ძველი კონსერვები ტუტანჰამონის სამარხებში აღმოაჩინეს. საუბარია ფისით დაბეჭდილ თიხის ჭურჭელში ჩაწყობილ, ზეითუნის ზეთში მოხრაკულ იხვის ხორცზე.

მართალია, ტუტანჰამონი ჩვენს ერამდე, დაახლოებით, 1332-1323 წლებში მეფობდა. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მის სამარხში აღმოჩენილი, 3000 წლის წინათ დამზადებული კონსერვები დღესაც საკვებად ვარგისია.
დროთა განმავლობაში კაცობრიობას გადაავიწყდა კონსერვირების ძველეგვიპტური და ბერძნული რეცეპტები, არადა მოგზაურებისა და მეომრებისთვის ხანგრძლივი ვადით, საიმედოდ შენახული პროდუქტები სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო.
ნაპოლეონ ბონაპარტი კონსერვირების საიმედო მეთოდის გამომგონებელს 12 000 ფრაკსაც კი დაჰპირდა. 1809 წელს ნაპოლეონმა პრემია პირადად გადასცა ფრანგ მეცნიერს აპერს, რომელმაც იმპერატორს 8 თვის დაკონსერვებული და შესანიშნავად შენახული ბარდის სუპი წარმოუდგინა.
აპერის ტექნოლოგია ჯერ ცარიელი, შემდეგ კი სავსე ქილების თერმულ დამუშავებას ითვალისწინებდა. თუმცა, ამ ტექნოლოგიას ერთი მინუსი ჰქონდა - მინის ქილები ლაშქრობის დროს ადვილად იმსხვრეოდა.


ინგლისელმა პიტერ დიურანმა აპერის ტექნოლოგია დახვეწა და 1810 წელს ლითონის ქილა დააპატენტა.
1812 წელს მისი პატენტი შეიძინეს ჯონ ჰოლმა და ბრაიან დონკინმა და მათვე 1813 წელს ლონდონში პირველი საკონსერვო ქარხანა ააშენეს.


ამ ქარხანში უშვებდნენ კონსერვებს სპეციალურად ბრიტანული არმიისთვის. თითო კოლოფი 1/2 კგ-ს იწონიდა და ხელით მზადდებოდა. ერთი მუშა საათის განმავლობაში 5-6 ქილაზე მეტს ვერ ამზადებდა და ამის გამო ძვირი ღირდა. 


1817 წელს ამერიკელებმა გახსნეს პირველი საკონსერვო წარმოება, სადაც უკვე დღეში ასობით ქილას აწარმოებდნენ.
1870 წელს პირველი საკონსერვო წარმოება გაიხსნა რუსეთში. რა თქმა უნდა, ასორტიმენტი ტუტანჰამონის კონსერვებზე ფართო იყო, თუმცა გემოვნური მახასიათებლებით მაინცდამაინც არ გამოირჩეოდა. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?