დიდი ქართველი პოეტების და მწერლების ლიტერატურული ფსევდონიმები
17:00 ხუთ. 18 თებერვალი, 2021 წელი
ლიტერატურული ნაწარმოებების ავტორები ფსევდონიმს სხვადასხვა მოსაზრებით იყენებენ - ზოგ შემთხვევაში, დევნისა და უხერხულობის თავიდან ასაცილებლად, ზოგჯერ კი საკუთარი პროდუქციის შესანიღბად, რის გამოც, მკითხველთა ფართო წრისთვის ავტორის ვინაობა დიდი ხნის განმავლობაში, ზოგჯერ კი სამუდამოდ უცნობი რჩებოდა.
ცნობილი ადამიანების ფსევდონიმები:
1. ქართველი მწერალი შიო არაგვისპირელი
ნამდვილი სახელი და გვარი - შიო დედაბრიშვილი.
2. ქართველი მწერალი ეგნატე ნინოშვილი
ნამდვილი სახელი და გვარი - ეგნატე ინგოროყვა.
3. ქართველი მწერალი ქალი ბანოვანი
ნამდვილი სახელი და გვარი - დესპინე გელოვანი.
4. გამოჩენილი ქართველი მწერალი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე და ქართული ისტორიული რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი ვასილ ბარნოვი
ნამდვილი სახელი და გვარი - ვასილ ბარნაველი.
5. ქართველი პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე ბესიკი
ნამდვილი სახელი და გვარი - ბესარიონ გაბაშვილი.
6. ქართველი პოეტი და მწერალი ბუმერანგი
ნამდვილი სახელი და გვარი - ალიო მირცხულავა.
7. ქართველი ისტორიკოსი და მწერალი ნიკოლოზ გაბაონი
ნამდვილი სახელი და გვარი - ვალერიან გაბაშვილი.
8. ქართველი პოეტი და პროზაიკოსი ქალი განდეგილი
ნამდვილი სახელი და გვარი - დომინიკა ერისთავი.
9. მწერალი და საზოგადო მოღვაწე ქალი გარიყული
ნამდვილი სახელი და გვარი - მარიამ თათეიშვილი.
10. გენიალური ქართველი პოეტი ტერენტი გრანელი
ნამდვილი სახელი და გვარი - ტერენტი კვირკველია.
11. ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე იოსებ გრიშაშვილი
ნამდვილი სახელი და გვარი - იოსებ მამულაშვილი.
12. ქართველი მწერალი იროდიონ ევდოშვილი
ნამდვილი სახელი და გვარი - იროდიონ ხოსიტაშვილი.
13. პუბლიცისტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე ია ეკალაძე
ნამდვილი სახელი და გვარი - იაკობ ცინცაძე.
14. მწერალი და ქართული კრიტიკული რეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი ლავრენტი არდაზიანი
ნამდვილი სახელი და გვარი - ალექსი ელბაქიძე.
15. პოეტი სანდრო ეული
ნამდვილი სახელი და გვარი - ალექსანდრე ქურიძე.
16. ქართველი ფერმწერი ავთო ვარაზი
ნამდვილი სახელი და გვარი - ავთანდილ ვარაზიშვილი.
17. პოეტი, სახალხო მელექსე და ლოტბარი იეთიმ გურჯი
ნამდვილი სახელი და გვარი - იეთიმ დაბღიშვილი.
18. ქართველი მწერალი და პოეტი ქალი მარიჯანი
ნამდვილი სახელი და გვარი - მარიამ ალექსიძე-ტყემალაძე.
19. პოეტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე დუტუ მეგრელი
ნამდვილი სახელი და გვარი - დიმიტრი ხოშტარია.
20. ქართველი პოეტი და „ცისფერყანწელთა“ ერთ-ერთი აქტიური წევრი ნიკოლოზ მიწიშვილი
ნამდვილი სახელი და გვარი - ნიკოლოზ სირბილაძე.
21. ქართველი მწერალი შიო მღვიმელი
ნამდვილი სახელი და გვარი - შიო ქუჩუკაშვილი.
22. მწერალი და პუბლიცისტი დიმიტრი მაჩხანელი
ნამდვილი სახელი და გვარი - დიმიტრი ნადირაძე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან