ცნობისთვის, გოგირდწყალბადი საშიში, ძლიერ ტოქსიკური აირია.
აქვს ლაყე კვერცხის სუნი და მცირე დოზებით, სამკურნალო მიზნებისთვის გამოიყენება. დიდი დოზით აირის შესუნთქვა კი მყისიერ სიკვდილს იწვევს...
ამიტომ შავი ზღვის ქვედა ფენებში, ანაერობული გოგირდის ბაქტერიების გარდა, არც ერთი ცოცხალი ორგანიზმი არ ბინადრობს.
საბედნიეროდ, შავი ზღვის სხვადასხვა ფენები ერთმანეთში არ ირევა. ასე რომ მოხდეს, ეს გამყინვარების პერიოდის შემდეგ ყველაზე დიდ ბუნებრივ კატასტროფას გამოიწვევს.
რამ გააჩინა შავი ზღვის ფსკერზე გოგირდწყალბადის საცავი, ეს ზუსტად არავინ იცის. ყველაზე გავრცელებული ვერსია კი ასეთია: 7500 წლის წინათ შავი ზღვის ადგილას მტკნარი წლის ყველაზე ღრმა საცავი მდებარეობდა. ტბის სიღრმე თანამედროვე ზღვისას 100 მეტრით აღემატებოდა.
ყინულოვანი პერიოდის დასრულების შემდეგ ოკეანეებში წყლის დონემ აიწია და მტკნარი წყლის საცავი ოკეანის მარილიანი წყლით შეივსო. ამის შედეგად, ტბის ფსკერზე მცხოვრები და მტკნარი წყლის პირობებს შეგუებული ყველა ცოცხალი ორგანიზმი დაიღუპა და მათი ლპობის შედეგად გოგირდწყალბადის საცავი წარმოიქმნა.