ამ მოვლენას საკმაოდ მარტივი ახსნა აქვს:
ანტარქტიდა (ბერძნ. antarktikos < ანტი და arktikos - ჩრდილოეთისა) ყინულით დაფარული კონტინენტია, ხოლო არქტიკა (ბერძნ. arktikos - ჩრდილოეთისა) - ყინულით დაფარული ოკეანე.
ასეთ შემთხვევაში, წყალი „თბორეზერვუარის“ როლს ასრულებს, განსხვავებით მყარი, ყინულოვანი კონტინენტისგან, რომელიც პირიქით, სიცივის „შემნახველად“ გვევლინება.
ასევე, მნიშვნელოვანია ანტარქტიდაზე მდებარე ყინულის დიდი მასები.
სამხრეთი პოლუსი, ჩრდილოეთთან შედარებით, ზღვის დონეზე მყოფ ჩრდილოეთ პოლუსზე 2800 მეტრით მაღლა მდებარეობს. დიდი სიმაღლე კი თითქმის ყოველთვის დიდ სიცივესთან ასოცირდება.