საკნატუნო ამბები

ცისფერი თვალების საიდუმლო

fun time

14:00 კვი. 1 აგვისტო, 2021 წელი

ცისფერი თვალების
საიდუმლო

14
დაკოპირებულია

პოეტების საყვარელი ცისფერი თვალები HERC2-ის გენის მუტაციაა და სხვა არაფერი. სანამ მუტაცია მოხდებოდა, ყველა ადამიანს ყავისფერი თვალები ჰქონდა, - აცხადებს კოპენჰაგენის უნივერსიტეტის უჯრედოვანი და მოლეკულური მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჰანს ეიბერგი...

HERC2 გენის მუტაცია, დაახლოებით, 10 ათასი წლის წინათ ახლო აღმოსავლეთში დაიწყო და თვალის ფერად გარსში მელანინის გამომუშავების შემცირებაში გამოიხატა.

მუტაცია - გენოტიპის სახეცვლილება, რომელიც ხორციელდება გარე ან შიდა გარემოს გავლენით. სწორედ მუტაციის წყალობით გარდაიქმნება ყავისფერი თვალები ცისფრად.

ყველაზე საინტერესოა, რომ შეიძლება თვალის ფერი ცხოვრების მანძილზე შეიცვალოს, რაც გამოწვეულია თვალის ფერად გარსში მელანინის დაგროვებით.

ცნობისთვის, ფერადი გარსი ექტოდერმული და მეზოდერმული შრეებისგან შედგება. თვალის ფერის ცვალებადობა შრეებში პიგმენტების განაწილების ხასიათზეა დამოკიდებული.
მაგალითად, ახალშობილს შესაძლოა, ღია ფერის თვალი დროთა განმავლობაში გაუმუქდეს. ხანდაზმულ ადამიანს კი პირიქით - ოდნავ გაუღიავდეს, რაც მეზოდერმულ შრეებში გამჭვირვალობის შემცირებას უკავშირდება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები