ვინ იყო ოსვენციმის ერთადერთი ექიმი, რომელიც სასამართლომ გაამართლა?

იცით თუ არა...

18 დეკემბერი 15:00, 2016 წელი

ადამიანის გონებას უჭირს, გააცნობიეროს იმ ჯოჯოხეთის სრული მასშტაბი, რომელიც სიკვდილის მანქანის სახელით ცნობილ ოსვენციმში ტრიალებდა, თუმცა საკონცენტრაციო ბანაკში მომუშავე ჯალათებს შორის ერთი ადამიანური თვისებების მატარებელიც აღმოჩნდა... 

გერმანელი ბიოლოგი ჰანს მიუნხი ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა, რომელიც 1947 წლის ოსვენციმის პროცესზე გაამართლეს, რადგან ცოცხლად გადარჩენილმა ტყვეებმა ჩვენება მის სასარგებლოდ მისცეს.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას ჰანს მიუნხმა მოქმედ არმიაში სამსახური გადაწყვიტა, მაგრამ უარი უთხრეს იმ მოტივით, რომ ზურგში მისი მუშაობა უფრო მნიშვნელოვანი იყო.
1943 წლის ივნისში მიუნხი CC ჯარში სამსახურისთვის გაიწვიეს და სამუშაოდ ოსვენციმიდან 4 კილომეტრში მდებარე ჰიგიენის ქარხანაში „RAISKO“ მიავლინეს. აქ ის ცნობილ იოსებ მენგელთან ერთად მუშაობდა, რომელიც ასაკითაც მისი ტოლი იყო და წარმოშობითაც ბავარიელი გახლდათ.
მიუნხი ბაქტეოროლოგიურ გამოკვლევებს და პატიმრების გასინჯვებს აწარმოებდა. სხვა ექიმებისგან განსხვავებით, ის არ მონაწილეობდა „სელექციაში“ ანუ იმის გარკვევაში, ბანაკში მყოფი ებრაელებიდან რომელს შეეძლოთ მუშაობა და გაზის კამერაში რომელი უნდა გაეშვათ. მიუნხი ამას ამაზრზენ საქმიანობად მიიჩნევდა და მასში მონაწილეობაზე უარს ამბობდა, თუმცა ყველაფრის მიუხედავად, ბიოლოგი პატიმრებზე ექსპერიმენტებს აწარმოებდა.
ექსპერიმენტში მონაწილე პატიმრების სიკვდილით დასჯა აკრძალული იყო.
ჰანსი ეშმაკური ხერხით, ცდებს დროში აჭიანურებდა, რათა პატიმრები ცოცხლად გადარჩენილიყვნენ და ნაკლებად დაზარალებულიყვნენ.  ამ გზით, მიუნხმა უამრავი პატიმარი სიკვდილს გადაარჩინა.

ომის დამთავრების შემდეგ, მიუნხმა სამი თვე დიჰაუს საკონცენტრაციო ბანაკში გაატარა, რადგან ვერ დამალა, რომ ოსვენციმის ბანაკში ექიმად მსახურობდა. 1946 წელს ის, როგორც პატიმარი, პოლონეთში გადაიყვანეს და სასამართლოს გადასცეს. მიუნხი ოსვენციმის პირველივე პროცესზე გაამართლეს.
სასამართლოს შემდეგ, მიუნხი გერმანიაში დაბრუნდადა ბავარიაში ექიმად მუშაობა გააგრძელა.
1964 წელს ბიოლოგი ფრანკფურტში გამართულ ოსვენციმის მეორე პროცესზე ექსპერტად მიიწვიეს. ხანდაზმულობის პერიოდში მიუნხს ალცჰეიმერის დაავადება აწუხებდა და სიცოცხლის ბოლო წლები ფორგენზეს ტბის სიახლოვეს გაატარა. ოსვენციმის ბანაკის ერთადერთი გამართლებული ექიმი 2001 წელს გარდაიცვალა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?