უცნაური ექსპერიმენტი ღვინის დეგუსტატორებზე

იცით თუ არა...

6 იანვარი 15:00, 2017 წელი

რამდენიმე წლის წინათ ბოსტონში ღვინის დეგუსტაციაში ამ სასმელის ცნობილი დამფასებლები მონაწილეობდნენ. დეგუსტაციის წესები ძალიან მარტივი იყო. ბოსტონის ჩვეულებრივ მაღაზიაში 25 ღვინო შეიძინეს, რომელთა ფასი 12 დოლარს არ აღემატებოდა. ავტორიტეტულ ექსპერტთა ჯგუფს წარმოდგენილი წითელი და თეთრი ღვინის ნიმუშებიდან საუკეთესო ბრმად უნდა შეერჩია.  

საბოლოოდ, გამარჯვებული ყველაზე იაფფასიანი ღვინო გახდა, რითაც დადასტურდა, რომ დეგუსტატორები და ღვინის ექსპერტები მხოლოდ მითია და კომპანიები მათ მომსახურებაში მილიონებს ტყუილად იხდიან.  

ეს ვარაუდი კიდევ უფრო გაამყარა 2001 წელს, ბორდოს უნივერსიტეტის პროფესორის ფრედერიკ ბროშეს მიერ დეგუსტატორებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა.
ექსპერიმენტი ორი ნაწილისგან შედგებოდა. პირველ ტესტში ბროშემ 57 ცნობილი ექსპერტი მიიწვია და ორი ღვინის შესახებ შთაბეჭდილების დაფიქსირება სთხოვა. ექსპერტების წინ ორი ბოკალი იდგა - ერთი წითელი და მეორე თეთრი ღვინით. ბროშეს ეშმაკობა ის იყო, რომ არავითარი წითელი  ღვინო არ არსებობდა. სინამდვილეში, ეს გახლდათ საღებავით შეფერადებული თეთრი ღვინო.
ექსპერტებს ეჭვი არაფერში შეჰპარვიათ და „წითელი“ ღვინო ისე აღწერეს, როგორც ჩვეულებრივ წითელ ღვინოებს აღწერდნენ და აფასებდნენ.
მეორე ექსპერიმენტს „საკონტროლო გასროლის“ ეფექტი ჰქონდა. პროფესორმა ჩვეულებრივი „ბორდო“ სხვადასხვა ეტიკეტის მქონე ორ ბოთლში ჩაასხა. ერთ ბოთლზე „გრან-კრიუს“ეტიკეტი იყო მიკრული, მეორეზე - ჩვეულებრივი სუფრის ღვინის. მიუხედავად იმისა, რომ ერთსა და იმავე ღვინოს მიირთმევდნენ, ექსპერტებმა ისინი სხვადასხვანაირად შეაფასეს: მათი აზრით, „გრან-კრიუ“ „კომპლექსური, სასიამოვნო და დაბალანსებულია“, ხოლო სუფრის ღვინო - „სუსტი და უგემური“. ექსპერტების უმეტესობამ „სუფრის ღვინის“ მოხმარების აკრძალვაც კი მოითხოვა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, დასკვნის გაკეთება თქვენთვის მოგვინდია. 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?