ჯორჯ მაიკლის გასაიდუმლოებული ქველმოქმედება

იცით თუ არა...

18 იანვარი 15:00, 2017 წელი

ბრიტანელი მომღერლის ჯორჯ მაიკლის გარდაცვალების შემდეგ, სოციალურ ქსელებში ერთგვარი კამპანია დაიწყო, რომელშიც მომხმარებლები ერთმანეთს უზიარებდნენ  ისტორიებს იმის შესახებ, როდის და როგორ დაეხმარა მათ ცნობილი მომღერალი.

„The Telegraph“-ის ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჯორჯ მაიკლი საიდუმლოდ ეხმარებოდა როგორც საქველმოქმედო ორგანიზაციებს, ისე გასაჭირში ჩავარდნილ უბრალო ადამიანებს.
ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაციის „Terrence Higgins Trust“ წარმომადგენელმა ჯეინ ბარონმა, რომელიც აივ და შიდსის ვირუსით დაავადებულ ადამიანებთან მუშაობს, განაცხადა, რომ მომღერალი მათ ორგანიზაციას მრავალი წლის მანძილზე ურიცხავდა ფულს.
„მაიკლის ქველმოქმედების წყალობით, შესაძლებელი გახდა, შეგვექმნა სამყარო, სადაც დაავადებული ადამიანები თავისუფალ გარემოში, სტრესებისა და კომპლექსების გარეშე შეძლებდნენ ცხოვრებას“. - განაცხადა ბარონმა.

როგორც ორგანიზაცია „Childline“ ცხელი ხაზის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა ესტერ რანცენმა განაცხადა, მომღერალი მათ 1996 წლიდან ურიცხავდა სიმღერიდან Jesus To A Child (ქრისტე ბავშვებთან) მიღებულ შემოსავალს.
მისი გათვლებით, მთლიანობაში ჯორჯ მაიკლმა მხოლოდ მათ ორგანიზაციას რამდენიმე მილიონი დოლარი გადაურიცხა და ასობით ათასი ბავშვის სიცოცხლე იხსნა.
„მაიკლი მრავალი წლის განმავლობაში, ყველაზე გულუხვი ქველმოქმედი იყო, თუმცა ამას საიდუმლოდ ინახავდა და ჩვენგანაც იმავეს ითხოვდა. ამიტომ საქველმოქმედო ორგანიზაციების კედლებს გარეთ არავინ იცოდა, რამდენს აკეთებდა ის ყველაზე დაუცველი პატარებისთვის“.

1997 წელს, როცა ჯორჯ მაიკლის დედა კიბოსგან გარდაიცვალა, მომღერალმა იმ მედდებისთვის, რომლებიც დედამისზე ზრუნავდნენ, ლონდონში საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარა. ასევე, ფინანსურად ეხმარებოდა Macmillan Cancer Support-ის ფონდს, რომელიც კიბოთი დაავადებულებზე ზრუნავს.

მომღერლის გარდაცვალების შემდეგ, „ტვიტერზე“ დადებული ისტორიებიდან გაირკვა, რომ დაავადებული ადამიანების გარდა, მაიკლი გასაჭირში ჩავარდნილ, ჯანმრთელ ადამიანებზეც ზრუნავდა და მათ უზარმაზარ თანხებს ურიცხავდა.
ტელეწამყვანმა რიჩარდ ოსმანმა გაიხსენა, რომ გადაცემაში სტუმრად ჰყავდა უშვილო ქალი, რომელსაც მკურნალობისთვის საჭირო თანხა არ გააჩნდა. მეორე დღეს ტელეწამყვანს მომღერალმა დაურეკა და უთხრა, რომ ქალის მკურნალობისთვის საჭირო თანხას - 15 000 ფუნტს ანგარიშზე ჩაურიცხავს, ოღონდ ამის შესახებ არავინ უნდა გაიგოს.

ჟურნალისტმა სალი ჰიუგსმა გაიხსენა, როგორ აჩუქა მომღერალმა 5000 ფუნტი ბარმენ გოგონას, როცა გაიგო, რომ ის სამედიცინო კოლეჯში სწავლის ფულის გადახდას ვერ ახერხებდა.
მსახიობმა ემილინ მონდომ კი გაიხსენა, რომ მომღერალი მის დაფუძნებულ უსახლკარო ბავშვთა თავშესაფარში მოხალისედ მუშაობდა, თუმცა თავშესაფრის თანამშრომლები მკაცრად იყვნენ გაფრთხილებული, რომ ამის შესახებ არავისთვის არაფერი ეთქვათ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?