თავდასხმა ბრეჟნევზე - როგორ გადაარჩინა დალაი ლამას ნაჩუქარმა კატამ გენმდივანი სიკვდილს?

იცით თუ არა...

21 იანვარი 15:00, 2017 წელი

ზუსტად 47 წლის წინათ - 1969 წლის 22 იანვარს შეიძლებოდა, მსოფლიო პოლიტიკური პროცესების მიმართულება შეცვლილიყო, მაგრამ იმ დღეს საბჭოთა კავშირის კპ ცეკას გენერალური მდივანი სიკვდილისგან დალაი ლამას ნაჩუქარმა კატამ იხსნა. 

1969 წლის პირველ იანვარს დალაი ლამამ ბრეჟნევს წინასწარმეტყველი კატა აჩუქა და უთხრა, რომ ცხოველი ყველა განსაცდელისგან დაიფარავდა, მაგრამ კატის სიკვდილის შემდეგ დიდი ხნის სიცოცხლე არც მის პატრონს ეწერა. დალაი ლამასთან შეხვედრიდან ორი კვირის შემდეგ, ბრეჟნევს კატის უნიკალურობაში დარწმუნების საშუალება მიეცა.

ზუსტად 47 წლის წინათ - 1969 წლის 22 იანვარს საბჭოთა არმიის უმცროსმა ლეიტენანტმა ვიქტორ ილინმა ლეონიდ ბრეჟნევზე სიცოცხლის ხელყოფის მიზნით, თავდასხმა განახორციელა. 

1969 წლის 22 იანვარს, თავდასხმამდე 6 საათით ადრე, საბჭოთა ლიდერი კატამ გააღვიძა. დალაი ლამას ნაჩუქარი ფისო გენმდივანს ლოგინში ჩაუხტა და მის მკერდზე საცოდავი კნავილი გააბა. ბრეჟნევი მიხვდა, რომ კატა მას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებდა. 

22 იანვარს ბრეჟნევი ვნუკოვოს აეროპორტში მივიდა, რათა კოსმოსიდან დაბრუნებული გმირებისთვის (ელისეევი, შატალოვი, ვალინოვი, ხრუნოვი) ხელი პირადად ჩამოერთმია. ამის შემდეგ, საბჭოთა ლიდერმა სიტყვებით - ხალხი თქვენ გხვდებათ და არა მე, კოსმონავტებს თავისი ახალი, ღია ЗИЛ-310 დაუთმო. მათ უკან, დახურულ სამთავრობო ЗИЛ-111-ში კოსმონავტები ბერეგოვოი, ნიკოლაევი, ლეონოვი და ტერეშკოვა ჩასხდნენ, რომლებიც, ასევე, იყვნენ მიწვეულნი ამ დახვედრის ცერემონიალზე.  
თავად ბრეჟნევი კი ესკორტის  მესამე მანქანაში მოთავსდა.

ვიქტორ ილინი - ადამიანი, რომელსაც შეეძლო 47 წლის წინათ მსოფლიო პოლიტიკური პროცესებისთვის მიმართულება შეეცვალა, 1947 წლის 26 დეკემბერს ალკოჰოლიკი წყვილის ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, ჩვილი უპატრონო ბავშვთა სახლში გადაიყვანეს, შემდეგ კი უშვილო ოჯახმა იშვილა.
1969 წლის 21 იანვარს ლენინგრადთან ახლოს მდებარე ქალაქი ლომონოსოვოს საიდუმლო სამხედრო ნაწილის მორიგის თანაშემწემ, 22 წლის უმცროსმა ლეიტენანტმა ილინმა დილა ჩვეულებრივ დაიწყო. 7:20 სთ-ზე მისი უფროსი სასაუზმოდ გავიდა და შეიარაღების ოთახის გასაღები დაუტოვა.11:00 სთ-ზე კი ილინი სამხედრო ნაწილიდან გაქრა.
ამ შემთხვევის შესახებ სამხედრო ნაწილის უფროსს მაშინვე მოახსენეს. გასაღების დუბლიკატით იარაღის სეიფის გახსნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ილინთან ერთად, მაკაროვის ორი პისტოლეტი და ორი სავსე მჭიდი გამქრალიყო. სამხედრო ნაწილში სასწრაფოდ შეიქმნა ორი სამძებრო ჯგუფი. ერთმა ძებნა ლომონოსოვოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო, მეორე კი გაქცეულის დასაკავებლად, მისი სახლისკენ გაემართა.
სახლის დათვალიერებისას, სამხედროებმა  რვეულში უცნაური ჩანაწერი აღმოაჩინეს: „გავიგო, როდის მიფრინავს რეისი მოსკოვისკენ და ბილეთი ავიღო“. იმ დროისთვის, აეროპორტებში მეტალოდეტექტორები არ არსებობდა, ამიტომ ორი პისტოლეტით შეიარაღებულმა ახალგაზრდამ თვითმფრინავში ასვლა უპრობლემოდ მოახერხა.

მოსკოვში ილინმა ღამე მილიციელი ბიძის ოჯახში გაატარა. ნათესავებს უთხრა, რომ მოსკოვში კოსმონავტებთან შეხვედრისთვის ჩამოვიდა და მეორე დღესვე სახლში ბრუნდება. დილას მილიციელი ბიძის ფორმა მოირგო და კრემლისკენ გაემართა. ის მშვენივრად ხვდებოდა, რომ სამხედრო ნაწილმა მისი ძებნა უკვე დაიწყო და შესაძლებელია, მონაცემები სახელმწიფო უშიშროების კომიტეტსაც გადასცა, ამიტომ სამხედრო ფორმაზე უსაფრთხო მილიციელის მუნდირი ეჩვენა და არც შემცდარა. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს ლენინგრადიდან მიღებული ჰქონდა შეტყობინება შეიარაღებული დეზერტირის მოსკოვში ჩამოსვლის შესახებ. საბჭოთა სპეცსამსახურების თანამშრომლებმა მიიღეს დავალება, ეთვალთვალათ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ყველა ადამიანისთვის, რომელიც კრემლის ტერიტორიაზე გამოჩნდებოდა, მაგრამ მილიციელის ფორმაში გამოწყობილს არავინ ელოდა.

აეროპორტიდან წამოსული მანქანების კორტეჟში ვერავინ იფიქრებდა, რომ ზოგიერთ მათგანს სიკვდილისგან წუთები აშორებდა. ლიმუზინში კოსმონავტები მხიარულად საუბრობდნენ ბრეჟნევის პირად მძღოლთან, რომელიც მეორე დღეს პენსიაზე გადიოდა. ყველა ტელეარხი პირდაპირ ეთერს გადასცემდა, რომელიც 13:30 წუთზე მოულოდნელად შეწყდა.

პირველმა მანქანამ ჩაიარა თუ არა, ილინმა მუნდირის სახელოებში დამალული ორივე პისტოლეტიდან მეორე ლიმუზინის მიმართულებით, რომელშიც კოსმონავტები ლეონოვი, ბერეგოვოი, ნიკოლაევი და ტერეშკოვა ისხდნენ, ცეცხლი ერთდროულად გახსნა. პირველი სასიკვდილო ტყვია მძღოლს, ილია ჟარკოვს მოხვდა. ირგვლივ ყველაფერი სისხლით იყო სავსე. რომელიღაც კოსმონავტმა საჭეს ხელი სტაცა და და მანქანა გზის განაპირას გააჩერა.
ილინმა 16 გასროლა განახორციელა და ორივე მჭიდი დაცალა. 30 წამის შემდეგ კი ის კრემლის დაცვამ მიწაზე დააგდო და ხელები გადაუგრიხა. თავდასხმისას დაიღუპა მძღოლი, მსუბუქად დაიჭრნენ ბერეგოვოი და ნიკოლაევი.

ილინმა ყაზანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში 18 წელი გაატარა. გამოძიებამ დაადგინა, რომ თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა, თუმცა ამ საქმემ ბევრი ადამიანი შეიწირა.
ილინის ორ მეგობარს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 5-5 წელი მიუსაჯეს. თანამდებობები დაატოვებინეს ლენინგრადის სამხედრო ოლქის ბევრ ოფიცერსა და ხელმძღვანელს.
1988 წელს ილინი სმოლენსკის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 1990 წელს კი გაათავისუფლეს.
ამჟამად ბრეჟნევზე თავდამსხმელი 69 წლისაა, სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობს, სახელმწიფო შემწეობით ცხოვრობს და ბაზარში ვაჭრობს. 

რაც შეეხება დალაი ლამას ნაჩუქარ შავ კატას, მან ბრეჟნევის სიცოცხლე კიდევ არაერთხელ იხსნა, სანამ 1982 წელს მანქანამ არ გაიტანა. დამთხვევაა თუ არა, არავინ იცის, მაგრამ ბრეჟნევი ამ შემთხვევიდან რამდენიმე თვეში  გარდაიცვალა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?