ფელიქს ფორი მდიდარი, ცნობილი და ჭკვიანი მამაკაცი იყო და ქალების მოხიბვლას ადვილად ახერხებდა.
ფორის საყვარელი ქალი მარგარიტა სტენელი ცნობილი მხატვრის ცოლი და მაღალ საზოგადოებაში კარგად ცნობილი ქალბატონი ბრძანდებოდა.
ისე მოხდა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ზემოთ ხსენებულ მხატვარს თავისი პორტრეტის დახატვა შეუკვეთა. სწორედ ამ დროს შედგა ფორისა და მხატვრის მეუღლის, მშვენიერი მარგარიტას ნაცნობობა.
ფულის გარდა, რომელიც შესრულებული სამუშაოსთვის მიიღო, მხატვარს ფელიქს ფორისგან ჯილდოდ უზარმაზარი რქებიც ერგო.
კარგ ამინდში პრეზიდენტი მარგარიტას სალონს თავად სტუმრობდა, ცუდ ამინდში კი ურეკავდა და ელისეის მინდვრებზე, საპრეზიდენტო რეზიდენციაში ეპატიჟებოდა.
1899 წლის 16 თებერვალს ფორმა მარგარიტას ტელეფონით დაურეკა და სამუშაო დღის ბოლოს მასთან მისვლა სთხოვა. ქალის მისვლიდან გარკვეული დროის შემდეგ მსახურებმა ფორი სამუშაო კაბინეტში, დივანზე მწოლიარე აღმოაჩინეს. ნახევრად შიშველი, შეშინებული მარგარიტა კი ამ დროს ტრანსაცმელს იცვამდა. რამდენიმე საათის შემდეგ ფორი ინსულტით გარდაიცვალა.
ჭორების თანახმად, პრეზიდენტი შეუძლოდ იმ დროს გახდა, როცა მარგარიტა მასთან ორალური სექსით იყო დაკავებული, თუმცა ამ ამბავს გაგრძელება არ მოჰყოლია.
არავითარი სკანდალური ინტერვიუები „მოწმესთან“ და ხმაურიანი სტატიები სახელმწიფოს მეთაურის სასიყვარულო თავგადასავლებზე არ ყოფილა. გრძნობებმოჭარბებული პრეზიდენტი პარიზის პერ-ლაშეზის სასაფლაოზე პატივით დაკრძალეს.
რაც შეეხება მარგარიტას, რომელსაც ფრანგებმა ხუმრობით „დამკრძალავი ბიურო“ შეარქვეს, მისი მწუხარება დიდხანს არ გაგრძელებულა. პრეზიდენტის გარდაცვალებით გამოწვეული სევდის გაქარვებაში ქალს ახალი საყვარლები დაეხმარნენ. მოგვიანებით, მარგარიტამ ქმრისა და დედის მკვლელობის ბრალდებით, რაღაც პერიოდი ციხეში გაატარა.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ, კიდევ ერთხელ გათხოვდა და ღრმა სიბერემდე, უზრუნველად იცხოვრა.