რა იყო ალ კაპონეს „მეორე პროფესია“?

იცით თუ არა...
04.01.2017 15:00
819

რაოდენ უცნაურადაც არ უნდა გეჩვენოთ, ამერიკის ყველაზე ცნობილი განგსტერისა და ჩიკაგოელი მაფიოზის ალ კაპონეს სავიზიტო ბარათზე სრულიად უწყინარი პროფესია იყო მითითებული...

ალ კაპონეს სავიზიტო ბარათზე მისი მფლობელის პროფესიად ავეჯით მოვაჭრე იყო მითითებული. სინამდვილეში, ვაჭრობის საფარქვეშ განგსტერი კონტრაბანდით, ბუტლეგერობით, სათამაშო ბიზნესითა და სუტენიორობით იყო დაკავებული. სამართალდამცავი ორგანოები ცდილობდნენ, მოეპოვებინათ მტკიცებულება, რომ ალ კაპონე კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში იყო ჩართული, მაგრამ მისი დაკავება მხოლოდ გადასახადების გადაუხდელობის საბაბით მოახერხეს.

ალ კაპონეს ბიოგრაფიაში სხვა საინტერესო ფაქტებსაც წააწყდებით. ამ ადამიანს მიაწერენ ისეთი ფრაზების ავტორობას, როგორიცაა:
„არაფერი პირადი, ეს მხოლოდ ბიზნესია“; „კეთილი სიტყვით და პისტოლეტით მეტის მიღწევა შეიძლება, ვიდრე მხოლოდ კეთილი სიტყვით“; „მე უბრალო ბიზნესმენი ვარ, რომელიც ადამიანებს იმას აძლევს, რაც მათ სურთ“ და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ უკანონო საქმიანობის გარდა, ალ კაპონე  საჯარო ფიგურაც იყო და საქველმოქმედო ორგანიზაციებს იმ ფულით ეხმარებოდა, რომელსაც თავისი საქმიანობით შოულობდა. ამიტომ, ზოგჯერ მას „თანამედროვეობის რობინ ჰუდად“ მოიხსენიებენ.

ავტორი: ნელი თორდია