რატომ ასხამდა „Heineken“ ლუდს აგურის ფორმის ბოთლებში?

იცით თუ არა...

11 იანვარი 15:00, 2017 წელი

გენიალური ბიზნესმენის ალფრედ ჰეინეკენის გენიალური იდეა... 


„მინის აგურების“ ისტორია 1960 წელს დაიწყო, როცა ალფრედ ჰეინეკენი თავისი კომპანიის მრავალრიცხოვანი ქარხნებიდან ერთ-ერთის მოსანახულებლად, კარიბის კუნძულებზე გაემგზავრა.
კუნძულ კიურასიოზე ყოფნისას მისი ყურადღება პლაჟებზე მიმოფანტულმა „ჰეინეკენის“ ბოთლებმა მიიქცია.
ბიზნესმენი დაინტერესდა და გაარკვია, რომ კუნძულზე ბოთლების ჩამბარებელი პუნქტი არ არსებობდა.
მოგზაურობის დროს, ჰეინეკენმა ისიც შენიშნა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა საშინელ პირობებში ცხოვრობდა და კუნძულზე არავითარი სამშენებლო მასალა არ მოიპოვებოდა.
სწორედ ამ დროს ბიზნესმენს თავში გენიალური იდეა დაებადა - ლუდი ისეთ ბოთლებში ჩამოესხა, რომელთა გამოყენება სამშენებლო მასალად იქნებოდა შესაძლებელი.


ჰოლანდიელმა არქიტექტორმა ჯონ ჰაბრაკენმა ლუდის მწარმოებელს შესთავაზა, სასმელი „მინის აგურებში“ ჩამოესხა, ვინაიდან, სამშენებლო მიზნებისთვის ასეთი მასალის გამოყენება გაცილებით მარტივი იქნებოდა, ვიდრე ჩვეულებრივი ბოთლის.

ბოთლის ფორმის შემუშავებას სამი წელი დაჭირდა.
საბოლოოდ, 1963 წელს „Heineken“-მა 100 000 „მსოფლიო ბოთლი“ (World Bottle — WOBO) გამოუშვა. WOBO-ს საშუალებით, ჰეინეკენი ცდილობდა, ნაგვის პრობლემა გადაეჭრა და ორიგინალური მინის ტარით მყიდველი მოეზიდა.

ასეთი მასალისგან აშენებულ ნაგებობას, ჩვეულებრივთან შედარებით, რამდენიმე უპირატესობა აქვს: ორიგინალური ხედი, კარგი თბოიზოლაცია (ბოთლებში არსებული ჰაერის სახით), ულამაზესი განათება შენობის შიგნით და არანაკლებ ლამაზი განათება შენობის გარეთ, როცა შენობაში შუქი ანთია.


ძნელი სათქმელია, რამდენი სახლი, კოტეჯი ან სარდაფი აშენდა „მინის აგურებისგან“, რადგან პროექტი მალე შეჩერდა, ხოლო შენობების უმეტესობა ამ დროისთვის განადგურებულია. შემონახულია მხოლოდ WOBO-ს ერთეული ეგზემპლარები, რომლებიც კოლექციონერებისთვის იშვიათ და ძვირფას ნიმუშს წარმოადგენს.
ცნობისთვის, სამშენებლო მასალად ჭადრაკისებურად განლაგებული ჩვეულებრივი, მრგვალი ბოთლებიც გამოდგება. სწორედ ამ პრინციპით აგებენ მთელ მსოფლიოში ე.წ. ბოთლის კედლებს.
მხოლოდ აშშ-ში ასობით სახლია აგებული მინის ტარისგან.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?