X

როგორი იქნება მსოფლიოში პირველი პლასტმასის ავტობანი?

იცით თუ არა...
08.01.2017 15:00
3620

უმსხვილესი ჰოლანდიური კომპანია „KWS Infra“ და ფირმა „VolkerWessels“ აპირებენ, გადამუშავებული სინთეტიკური მასალისგან  მსოფლიოში პირველი პლასტმასის საავტომობილო ტრასების დაგება დაიწყონ. 

პლასტმასის გზები პირველად როტერდამში დაიგება. ქალაქის ხელისუფლებამ პროექტის განხორციელებაზე თანხმობა უკვე განაცხადა.

ასეთი გზის საფარი  ჩვეულებრივთან შედარებით, სამჯერ გამძლეა, ნაკლებად ზიანდება და იაფი ჯდება.
ამასთანავე, პლასტმასის ავტობანები ოკეანეების ნაგვისგან გაწმენდას დაეხმარება. თუ როგორ, ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ.
„მუდმივი გზების“ პროექტის ავტორები ამბობენ, რომ მათი გზები ყველაზე თანამედროვე ასფალტთან შედარებითაც კი, ბევრად გამძლე იქნება წყლის ზემოქმედებისა და ტემპერატურული ცვლილებების მიმართ. რაც შეეხება მსოფლიო ოკეანის ნაგვისგან გაწმენდას, საქმე ისაა, რომ ოკეანეების ფსკერზე პლასტიკატის ნაგვის უზარმაზარი რაოდენობა დაგროვდა. სწორედ ამ ნაგვისგან დაიწყება მსოფლიოში პირველი პლასტიკატის გზების დაგება, რაც, ეკოლოგიური თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.
ტრადიციული ტექნოლოგიებისგან განსხვავებით, მსუბუქი და საიმედო პლასტიკატის კონსტრუქციების გასწორებულ ქვიშაზე დამონტაჟება მაქსიმალურად მოკლე ვადებში - დაახლოებით ორ-სამ კვირაში დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ ასეთი გზების გასწვრივ, კომუნიკაციებისთვის მიწის თხრა საჭირო აღარ იქნება - პლასტიკატის გზის კონსტრუქცია გათვალისწინებულია სხვადასხვა კაბელებისა და წყალგაყვანილობისთვისაც კი. შესაბამისად, ამით დროც დაიზოგება და ფულიც.
კომპანია „KWS Infra“-ს  წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პლასტიკატის საფარს შეუძლია, -40-დან +80 გრადუსამდე ტემპერატურის ცვლილებას გაუძლოს. გამძლეა ქიმიური რეაგენტების მიმართ და თითქმის არ საჭიროებს ტექმომსახურებას.

ავტორი: ნელი თორდია