სპეცკაფსულა ჩერჩილისთვის - როგორ იცავდნენ ბრიტანელები პრემიერის სიცოცხლეს?

იცით თუ არა...

5 იანვარი 15:00
63

მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გამოჩენილი პოლიტიკოსი, ბრიტანელი სახელმწიფო მოღვაწე და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი თავის ქვეყანას 1940-1945 და 1951-1955 წლებში მართავდა.

მეორე მსოფლიო ომის დროს, სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსებთან შეხვედრებზე უინსტონ ჩერჩილს თვითმფრინავით ხშირი ფრენები უწევდა.
იმ დროს გერმანული ავიაგამანადგურებლების თავდასხმისგან გადარჩენის საუკეთესო საშუალება მაქსიმალურად მაღალ სიმაღლეზე ფრენა იყო, რომ არა ერთი პრობლემა - იმდროინდელი თვითმფრინავის სალონები ჰერმეტული არ გახლდათ. ექიმები შიშობდნენ, რომ 67 წლის, ინფარქტგადატანილი ადამიანისთვის წნევის მკვეთრი ცვალებადობა ცუდად დამთავრდებოდა.  

ბრიტანელებმა გამოსავლის ძიებაში დიდხანს იმტვრიეს თავი და ბოლოს ჩერჩილის პერსონალურ თვითმფრინავში ჰერმეტული კაფსულა დაამონტაჟეს. ტელეფონით, სიგარეტის კვამლის გამწოვითა და გამანათებელი მოწყობილობით აღჭურვილ კაფსულაში წნევა ისეთი იყო, როგორც 1550 მეტრის სიმაღლეზე. სწორედ ამ კაფსულით იფრინა ჩერჩილმა მთელი ომის განმავლობაში და მისი დამთავრების შემდეგაც.
ცნობისთვის, თანამედროვე თვითმფრინავებში უარესი პირობებია, რადგან მათში წნევა ისეთივეა, როგორიც 2550 მეტრის სიმაღლეზე.