ვინ და როდის გამოიგონა ჩვენთვის კარგად ნაცნობი ნივთები?

იცით თუ არა...

10 იანვარი 15:00
154

იფიქრებდით, რომ ჯინსები საპონზე ადრე გამოიგონეს, გაყინული ნახევარფაბრიკატები და საკრედიტო ბარათები კი ბიუსტჰალტერსა და რეზინის ხელთათმანზე ადრე გამოჩნდა? 

ნიჩაბი - 1-ლი საუკუნე. რომის იმპერია.
ცენტრალური გათბობის სისტემა - 1-ლი საუკუნე - რომის იმპერია.
ქაღალდის ფული - მე-13 საუკუნე. ჩინეთი.
უნიტაზი - 1596 წელი. ინგლისი.
ბანქოს ქაღალდი - მე-15 საუკუნე. საფრანგეთი.
გაზეთი - 1609 წელი. გერმანია.
ჰალსტუხი - 1635 წელი. ხორვატია.


ქოლგა - 1637 წელი. საფრანგეთი.
შამპანური - 1670 წელი. ფრანგი მღვდელი დომ პერინიონი.
ბოქლომი და გასაღები - 1700 წელი.
როიალი - 1720 წელი. ბართოლომეო კრისტოფერი (იტალია).
სასწრაფო დახმარების კარეტა - 1792 წელი. ფრანგი ქირურგი დომინიკ ლარეი.
პროდუქტების კონსერვირება - 1811 წელი. ნიკოლას აპერტი (საფრანგეთი).
შოკოლადი - ფრანსუა-ლუი-კაიე (შვეიცარია).
ასანთი - ინგლისელი ქიმიკოსი და აფთიაქარი ჯონ უოლკერი.
ტრაქტორი - 1829 წელი „კეიზ კომპანი“.
ველოსიპედი - კარპატრიკ მაკმილანი (შოტლანდია).
საფოსტო მარკა - 1840 წელი. ჯეიმს ჩალმერი (შოტლანდიელი პუბლიცისტი).
ანესთეზია - 1844 წელი. ჰორას უელსი. ამერიკელი დანტისტი.
საკერავი მანქანა 1846 წელი - ელიას ჰოი (ამერიკელი გამომგონებელი).
ლიფტი - 1854 წელი. ელი ოტისი (ამერიკელი გამომგონებელი).
ტუალეტის ქაღალდი - 1857 წელი. ჯოზეფ გაიეტი (ამერიკა).
ჯინსი - 1874 წელი. ლევი სტრაუსი და იაკობ დევისი (ამერიკა).
საპონი - 1879 წელი. კომპანია „პროქტერ ენდ გემბლ“.
ფერადი ფოტო - 1861 წელი. ჯეიმს კლერკ მაქსველი (შოტლანდიელი ფიზიკოსი).
ტროლეიბუსი - 1881 წელი. ვერნერ ფონ სიმენსი (გერმანია).
სარეცხი მანქანა - 1907 წელი. ალბა ფიშერი.
მიქსერი - 1910 წელი. ჯორჯ სმიტი და ფრედ ოზიუსი (ამერიკა).


შავ-თეთრი ტელევიზორი - ჯონ ლოგი (შოტლანდიელი გამომგონებელი). 
საღეჭი რეზინა - უოლტერ დიმერი (ამერიკა).
გაყინული ნახევარფაბრიკატები - კლარენს ბირსეი (ამერიკა).
ბიუსტჰალტერი - 1930 წელი.
ბურთულიანი კალამი - 1938 წელი. ლასლო ბირო.


მობილური ტელეფონი - 1940 წელი. „ბელ ტელეფონ ლაბორატორიეს“. აშშ.
რეზინის ხელთათმანები - 1952 წელი. დიდი ბრიტანეთი.
პერსონალური კომპიუტერი - 1978 წელი. სტივენ ჯობსი და სტეფან ვოზნიაკი.
უსაფრთხოების ბალიში - 1988 წელი. „ტოიოტა“. იაპონია.