მაიკლ კევინი 1984 წელს დაიბადა.
ექიმებმა ჩვილს ყურადღებისა და ჰიპერაქტიურობის დეფიციტის სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა მშობლებმა შვილისთვის ფსიქოტროპული მედიკამენტების მიცემაზე უარი განაცხადეს. შესაძლოა, ვუნდერკინდი სწორედ ამიტომ გახდა.
მაიკლი 4 თვის იყო, როცა პირველი სიტყვები წარმოთქვა. 6 თვის ასაკში, პედიატრთან ვიზიტზე მყოფმა გაოგნებულ ექიმს მშვიდად და გარკვევით უთხრა: „სერ, მარცხენა ყურში ინფექცია მაქვს“.
4 წლის იყო, როცა ჯონ ჰოპკინსის მათემატიკური ტესტი წარმატებით დაძლია.
6 წლისამ დაამთავრა სკოლა და Santa Rosa Junior College-ში გეოლოგია-არქეოლოგიის სპეციალობაზე ჩააბარა.
10 წლის ასაკში უნივერსიტეტში სწავლა დაასრულა, ბაკალავრის ხარისხი მიიღო და მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ასპირანტი გახდა.
14 წლის ასაკში ტენესის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა (ბიოქიმიის განხრით) დაასრულა და დოქტორის ხარისხი მიიღო. მისი 118-გვერდიანი დისერტაციის თემა კინეტიკური იზოტოპური ეფექტები იყო.
17 წლის ასაკში კოლეჯში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.
ერთხელაც ვუნდერკინდმა საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობებით ფულის შოვნა გადაწყვიტა.
2006 წელს ინტელექტუალური თამაშის „ოქროს ციებ-ცხელების“ ფინალში გავიდა და 100 000 დოლარი მოიგო.
ერთი წლის შემდეგ, მაიკლმა ამერიკულ ტელეშოუ „ვის უნდა მილიონში“ 250 000 დოლარი მოიგო;
ერთი თვის შემდეგ კი სხვა ტელეშოუში მილიონი დოლარის მფლობელი გახდა.
ბევრი შოუ გაკოტრების შიშით გადაცემაში კევინის მონაწილეობაზე არ თანხმდება, თუმცა ვუნდერკინდს ეს დიდად არ ანაღვლებს. მისი უმცროსი და მეგანი, ძმის მსგავსად, ვუნდერკინდია. ერთ ოჯახში ორი ვუნდერკინდი კი მილიონებზე დიდი სიმდიდრეა.