დესერტი

ლიქიორი ბეილისი - სადღესასწაულო სუფრის მშვენება

fun time

17:22 კვი. 17 დეკემბერი, 2023 წელი

ბეილისის რეცეპტი

14
დაკოპირებულია

ძნელია იპოვოთ ადამიანი, რომელსაც ეს სურნელოვანი და გემრიელი ლიქიორი არ უყვარს, მაგრამ მაღალი ფასის გამო მის შეძენას ყველა ვერ ახერხებს. ჩვენ გთავაზობთ ბეილისის რეცეპტს, რომელიც საშუალებას მოგცემთ,  სახლის პირობებში, სწრაფად და მარტივად მოამზადოთ. 

 

ბეილისის შემადგენლობა:

  • ალკოჰოლი (ვისკი ან შეიძლება არაყიც) – 0,5ლ
  • შესქელებული რძე - 1 ქილა,
  • შავი შოკოლადი – 100 გ
  • ვანილის შაქარი - 1-2 შეკვრა,
  • ნაღები (ცხიმიანი) – 300 მლ
  • მომზადების დრო - 20 წუთი

ინგრედიენტების ამ რაოდენობით 20 ჭიქა ბეილისს მიიღებთ.

ლიქიორის მომზადება:

გაადნეთ შოკოლადი წყლის აბაზანაზე და ოდნავ გააგრილეთ.

წინასწარ გაცივებული ნაღები ვანილის შაქართან ერთად ბლენდერში ათქვიფეთ და თქვეფის პროცესში გამდნარი შოკოლადი და შესქელებული რძე დაუმატეთ.

შოკოლადიან მასას ვისკი დაუმატეთ და კიდევ კარგად ათქვიფეთ.

შეგიძლიათ ვისკის რაოდენობა 350 მლ-მდე შეამციროთ და შედარებით რბილ, მაგრამ ძალიან სასიამოვნო სასმელს მიიღებთ.

გააჩერეთ „ბეილისი“ ოთახის ტემპერატურაზე რამდენიმე დღე, შემდეგ ბოთლებში ჩაასხით და მაცივარში შეინახეთ.

გემრიელად მიირთვით!

ნახეთ ლიქიორის სხვა რეცეპტები 👇

ლიქიორის მომზადება ერთ დღეში

იასამნის ლიქიორი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბაბუაწვერას მურაბა - სარგებელი და მ...

ბაბუაწვერას მურაბა

მარწყვის ჯემი ჟელატინით

მარწყვის ჯემი ჟელატინით

Crazy Cake - შოკოლადის სამარხვო ტორ...

Crazy Cake - შოკოლადის სამარხვო
ტორტი

ფრანგული ვაშლის ნამცხვარი დარიჩინით

ვაშლის ნამცხვარი
დარიჩინით

სწრაფი დესერტი ცხობის გარეშე - ალუბ...

სწრაფი დესერტი - ალუბლები
ვაფლით

კანოლი - სიცილიელი მაფიოზების საყვა...

კანოლი

იაპონური ხრიკი - როგორ დავატკბოთ მჟ...

როგორ დავატკბოთ მჟავე
მანდარინი 10 წუთში?

ნამცხვარი გირჩი - მარტივი დესერტი ც...

ნამცხვარი გირჩი

ხრაშუნა ტორტი ცხობის გარეშე - 5 წუთ...

ხრაშუნა ტორტი ცხობის
გარეშე - 5 წუთში მზადდება!