იცით თუ არა

ახალი კვლევა - ჭიანჭველებს კიბოს პოვნა შეუძლიათ

fun time

12:00 კვი. 27 მარტი, 2022 წელი

შავი ჭიანჭველა და კიბო

14
დაკოპირებულია

ფრანგი მეცნიერების აზრით, პატარა ჭიანჭველებმა შესაძლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის უაღრესად დიდი როლი შეასრულონ. ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, ამ პატარა მწერებს ძაღლზე უკეთესი ყნოსვა აქვთ და კიბოს გამოვლენა უახლეს აპარატურაზე უკეთ შეუძლიათ.

სხვადასხვა ექსპერიმენტის დროს, ძაღლებმა პაციენტებში ძუძუს და ფილტვის კიბოს გამოვლენა შეძლეს, მაგრამ ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ ამ მიმართულებით ჭიანჭველებს უკეთესი შესაძლებლობები აქვთ.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ შავმა ჭიანჭველებმა (formica fusca) რამდენიმე წუთში შეძლეს კიბოს უჯრედების გარჩევა ჯანმრთელი უჯრედებისგან. მეცნიერების თქმით, ისინი სხვადასხვა სუნის ნაერთებს გამოყოფენ და ჭიანჭველებს ამის ამოცნობა შეუძლიათ.

დიაგნოზის დასასმელად, ადამიანების უმეტესობა მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას, მამოგრაფიას ან სისხლის ანალიზს ეყრედნობა, რაც ძვირად ღირებული და ზოგჯერ, ნაკლებ ეფექტურიცაა. კვლევა, რომელიც სამეცნიერო ჟურნალში iScience-ში გამოქვეყნდა, ადასტურებს, რომ ჭიანჭველებს ნაკლები დანახარჯებით უკეთესი შედეგის ჩვენება შეუძლიათ.

„ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ზოგი სახეობის ჭიანჭველას რამდენიმე სწავლება სჭირდება, რომ კიბოთი დაავადებული უჯრედები გამოავლინოს“ - ამბობენ კვლევის ავტორები საფრანგეთის სამეცნიერო კვლევის ეროვნული ცენტრიდან.

„ჩვენი მიზანია, შევამციროთ პაციენტთა რიცხვი, რომლებსაც გადაუდებელი მიმართვიდან ორი კვირის განმავლობაში ექიმის დიაგნოზი ესაჭიროებათ. ჭიანჭველების დახმარებით ჩვენ შეგვიძლია მოვიგოთ დრო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია კიბოს მკურნალობისას,“ - ამბობენ ფრანგი მკვლევარები.

იცით თუ არა, რომ 👇

სანამ ამ ტექსტს კითხულობთ, თქვენს სხეულში 50 000 უჯრედი მოკვდება

ქალის კვერცხუჯრედი მამაკაცს ირჩევს

წყარო: www.dailymail.co.uk


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ სხედან ტაძარში კათოლიკეები და...

კათოლიკეები

6 მიზეზი იმისთვის, რომ წვიმაში სიარ...

6 მიზეზი იმისთვის, რომ
წვიმაში სიარული
შეიყვაროთ

ქრისტე აღდგა თუ ქრისტე აღსდგა..?

შალიანის ხატი, სვანეთი

რატომ არ ერევა ერთმანეთს წყნარი და...

რატომ არ ერევა ერთმანეთს
ორი ოკეანეს წყლები

რატომ არ უნდა მოკლათ გერმანიაში კრა...

რატომ არ უნდა მოკლათ
გერმანიაში კრაზანა და
ფუტკარი?

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე