იცით თუ არა

მსოფლიოს 10 ერი, რომელიც შემდეგ საუკუნეს ვეღარ შეხვდება

fun time

14:00 ხუთ. 25 მარტი, 2021 წელი

კუსუნდა

14
დაკოპირებულია

მკვლევარების აზრით, ყოველ ორ კვირაში დედამიწაზე ერთი ენა და შესაბამისად, ერთი ერი ქრება. ჩვენ გიამბობთ 10 ერის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ, შემდეგ საუკუნეს ვეღარ შეხვდება.

1. ქერეკები - 4 ადამიანი

სადღაც ბერინგის ზღვის უკიდეგანო სანაპიროზე, დიდი ხნის წინ ქერეკები ცხოვრობდნენ. სამწუხაროდ, მათი მიწებით რუსი დამპყრობლები დაინტერესდნენ. ქერეკები ჩრდილოეთის „ათვისების“ პროცესში ამოხოცეს, გადარჩენილები კი ჩუკოტკის მცხოვრებლებს შეერწყნენ. ამ დროისთვის მსოფლიოში მხოლოდ 4 ადამიანია დარჩენილი, რომელიც თავს ქერეკად თვლის.

2. ვოდები - 64 ადამიანი

150 წლის წინ ჩატარებული აღწერის მიხედვით, მსოფლიოში 5 ათასზე მეტი ვოდი ცხოვრობდა. ამჟამად კი მსოფლიოში მხოლოდ 64 ვოდია დარჩენილი, რომლებიც ძირითადად, პეტერბურგის რეგიონში ცხოვრობენ. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ვოდი ყველაზე ღია ფერის თმის მქონე ერი იყო ევროპაში, ქალები კი თავიანთი სილამაზით მსოფლიოს აოცებდნენ.

3. კუსუნდა - 164 ადამიანი

ნეპალში მცხოვრები კუსუნდას თემი ნეპალისგან როგორც ენით, ასევე ცხოვრების წესით განსხვავდება. ისინი ტყეში ცხოვრობენ და არა სახლებში და ეს ალბათ, წინაპრების ტრადიციის გაგრძელებაა. კუსუნდა ენის ანალიზმა მკვლევარები დაარწმუნა, რომ ეს ეროვნება წარმოშობილია წყნარი ოკეანის ოჯახიდან. სამწუხაროდ, მალე ამ ხალხის ტრადიციებზე ვეღარავის ვკითხავთ - კუსუნდას ენაზე მოსაუბრე ადამიანების უმეტესობა ხანდაზმულია.

4. ცათანელები - 282 ადამიანი

ცათანელები (ითარგმნება, როგორც ირმის მწყემსები) მონღოლეთში უხსოვარი დროიდან ცხოვრობდნენ. ზოგადად, მონღოლებისთვის მეირმეობა საკმაოდ უჩვეულოა, მაგრამ არა ცათანელებისთვის. ისინი საკუთარ, შინაურ ირმებს არ კლავენ, მხოლოდ გარეულებზე ნადირობენ. საინტერესოა, რომ ცათანელები ირემებს საჯირითოდ იყენებენ და საერთოდ, ცხენებივით ექცევიან.

5. კოკოპა - 300 ადამიანი

ეს ინდიელების მცირერიცხოვანი ტომია, რომელიც მექსიკასა და არიზონაში ცხოვრობს. ჯერ კიდევ 1540 წელს, კოკოპას თეთრ დამპყრობლებთან პირველი კონტაქტების დროს, კოკოპას ტომი 3000 ადამიანს არ აღემატებოდა. მეცნიერების აზრით, ასეთ მცირერიცხოვან ერს გადარჩენის შანსი პრაქტიკულად, არ აქვს, მაგრამ ის ყველაფერს აკეთებს გადარჩენისა და იდენტობის შესანარჩუნებლად.

6. ჩულიმები - 355 ადამიანი

ჩულიმები ციმბირში მცხოვრები ხალხია, რომლის ირითად საქმიანობას მიწათმოქმედება და მესაქონლეობა წარმოადგენს. ამ ერს დამწეროლობა არ აქვს, მაგრამ ბოლო დროს ის ცდილობს ააღორძინოს, როგორც ენა, ასევე ტრადიციები.

7. ლივი - 400 ადამიანი

ფინურ-უნგრული წარმოშობის ტომები (რუსულ მატიანეებში „ლიბ“). უძველეს ხანაში სახლობდნენ თანამედროვე ჩრდილოეთ და დასავლეთ ლატვიის ტერიტორიაზე. IX-XII საუკუნეებში ლატვიის რიგის ყურის მომიჯნავე ტერიტორიები ეკავათ. მათი მთავარი საქმიანობა იყო მიწათმოქმედება. დიდ როლს თამაშობდა თევზჭერა, ტყიური მეფუტკრეობა, აგრეთვე ვაჭრობა. ამჟამად მათი შთამომავლები წარმოადგენენ მცირერიცხოვან ეთნიკურ ჯგუფს, რომლებიც ცხოვრობენ ლატვიაში ბალტიის ზღვის სანაპიროზე, ვენტსპილსის რაიონში.

8. პირაჰანი - 420 ადამიანი

პირაჰანის ტომი ბრაზილიაში, ამაზონის სანაპიროებზე ცხოვრობს. ეს ძალიან გამორჩეული ხალხია, რომეწლსაც არ გააჩნია დროის ცნება. მათთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს წარსულს და მომავალს...შეუძლია მხოლოდ იმაზე ისაუბრონ, რაც ამ წუთს ხდება. ამ ადამიანებს სწამთ, რომ ძილი ადამიანს აზიანებს, ამიტომ დღე-ღამეში ოთხჯერ, 30-30 წუთი ძინავთ. პირაჰანის ტომის ინდიელები საკუთარ შვილებსაც კი ვერ ითვლიან და არა იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ჰყავთ, არამედ, უბრალოდ, – თვალა არ იციან.რაოდენობის აღსანიშნავად ენაში არ არსებობს ციფრები. არის მხოლოდ სამი სიტყვა: ცოტა, ბევრი და ძალიან ბევრი, რომლითაც 1-ზე მეტი საგნის აღნიშვნა შეუძლიათ. მათ ენაში არც ფერის აღმნიშვნელი სიტყვები არსებობს.

9. იაპები - 500 ადამიანი

მსოფლიომ იაპები ქვის ფულით, „რაით“ გაიცნო. ის ამ დროისთვის ცნობილი ყველაზე დიდი მონეტაა, რომლის დიამეტრი 6 მეტრს აღწევს. ცოტამ თუ იცის, რომ ეს არის მცირერიცხოვანი ხალხი იაპის უზარმაზარი იმპერიის მემკვიდრეა, რომელიც ათასობით კუნძულს ითვლის. იაპები კარჩაკეტილად ცხოვრობენ, იშვიათად იღებენ სტუმრებს ან სტუმრად მიდიან.

10. მორიორი - 585 ადამიანი

ახალზელანდიელ მორიორებს არასდროს უღიარებიათ კანიბალიზმი და, საერთოდ, ყოველთვის მშვიდობისმოყვარე ხალხი იყო (მეზობლებისგან განსხვავებით), ამიტომ ისინი მეზობელი კუნძულების ტომებმა თითქმის მთლიანად გაანადგურეს. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი „ჭეშმარიტი“ მორიორი მე-20 საუკუნის დასაწყისში გარდაიცვალა, შერეული ქორწინების შთამომავლები წინაპართა ტრადიციებსა და კულტურას ინარჩუნებენ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

6 მიზეზი იმისთვის, რომ წვიმაში სიარ...

6 მიზეზი იმისთვის, რომ
წვიმაში სიარული
შეიყვაროთ

ქრისტე აღდგა თუ ქრისტე აღსდგა..?

შალიანის ხატი, სვანეთი

რატომ არ ერევა ერთმანეთს წყნარი და...

რატომ არ ერევა ერთმანეთს
ორი ოკეანეს წყლები

რატომ არ უნდა მოკლათ გერმანიაში კრა...

რატომ არ უნდა მოკლათ
გერმანიაში კრაზანა და
ფუტკარი?

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად