ქართული კერძები

როგორ მზადდება აფხაზურა

fun time

12:00 ხუთ. 10 თებერვალი, 2022 წელი

როგორ მზადდება აფხაზურა

14
დაკოპირებულია

აფზახურას მომზადების სხვადასხვა მეთოდი არსებობს. ბევრს ფარშში მხოლოდ სუნელები მოსწონს, ზოგი კი მწვანილსაც ამატებს და სუნელებსაც. დღეს ჩვენ გთავაზობთ გამოცდილი მზარეულის დავით გიორგბერიძის რეცეპტს, რომელიც ექსკლუზიურად „Funtime-ს მკითხველებითვის გაგვიზიარა.

აფხაზურას მოსამზადებლად საჭირო პროდუქტი:

  • საქონლის ხორცი - 1 კგ;
  • ღორის სალა - 300 გრ;
  • ხახვი - 200 გრ;
  • უცხო სუნელი - 1 ჩ/კ;
  • ხმელი ქინძი - 1 ჩ/კ;
  • ხმელი წიწაკა - გემოვნებით;
  • ნიორი - 100 გრ;
  • ქინძი - 100 გრ;
  • შავი პილპილი - 1 ჩ/კ;
  • მარილი - გემოვნებით;
  • დაფქული კოწახული - გემოვნებით;
  • ბადე ქონი - რაოდენობის მიხედვით.


მომზადების წესი:

გარეცხილი ხორცი დაჭერით საშუალო ზომებად. მოათავსეთ ცალკე ჯამში.
ხახვი და მწვანილები დაჭერით, ასევე, საშუალო ზომებად და გადაიტანეთ ხორციან ჯამში.
მოაყარეთ სუნელები, წიწაკა, მარილი, დაამატეთ ნიორი და ჯამზე მოთავსებული ინგრედიენტები გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში.
როგორც კი ხორცის გატარებას მორჩებით, დაამატეთ ბროწეულის მარცვლები და გადაურიეთ.

გარეცხილი ბადე ქონი გაშალეთ სამზარეულოს დაფაზე.
ფარში დაიდეთ ხელის გულზე და მიეცით მოგრძო ფორმა (ისე, რომ დაახლოებით, 60-80-გრამიანი ნაჭრები მიიღოთ).
მიღებული მოგრძო ნაჭრები გადაახვიეთ ბადე ქონში ერთ ფენად.
ფრთხილად გადაუკეცეთ გვერდები, რათა ბადე ქონი არ გაიხეს.

როცა კი ფარშს ბადე ქონში გადაახვევთ, დარჩენილი ბადე ქონი დანით მოჭერით და გადახვეული აფხაზურას ნაჭრები ცალკე დაფაზე გადააწყვეთ.

ტაფა კარგად გააცხელეთ, ზედ ოდნავ ცხიმი წაუსვით, დააწყვეთ აფხაზურას ნაჭრები და ორივე მხრიდან შეწვით.

შემწვარი აფხაზურა გადაიტანეთ თეფშზე, მოაყარეთ დაჭრილი ხახვი, მწვანილი და გემრიელად მიირთვით.


შენიშვნა:

აფხაზურა აუცილებლად ნელ ცეცხლზე უნდა შეიწვას, რათა ბადე ქონი არ დაიწვას;

აფხაზურა შეგიძლიათ, შეწვათ როგორც ღუმელში (200 გრადუსზე), ასევე ტაფაზე და შამფურზეც კი;

ტაფაზე აფხაზურას შეწვას 10 წუთი დასჭირდება, ღუმელში - 15 წუთი;

თუკი აფხაზურას შეწვას კეცზე აპირებთ, კეცი 20-25 წუთით შედგით წინასწარ გახურებულ ღუმელში;

გაითვალისწინეთ, რომ ფარში ბადე ქონში მჭიდროდ უნდა შეახვიოთ;

ბადე ქონში გადახვეული ფარში შეგიძლიათ, მაცივარში შეინახოთ და მეორე დღეს შეწვათ.

გემრიელად მიირთვით!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ქლიავის აჯიკა

ქლიავის აჯიკა

ყაბაყის აჯაფსანდალი

ყაბაყის აჯაფსანდალი

ფენოვანი ლობიანი

ფენოვანი ლობიანი

ქილების სტერილიზაცია ღუმელში

ქილების სტერილიზაცია
ღუმელში

ყურძნის წვენის შენახვა ზამთრისთვის

ყურძნის წვენის შენახვა
ზამთრისთვის

მწვანე ლობიო კვერცხით - სწრაფად მოს...

მწვანე ლობიო კვერცხით

როგორ შევღებოთ და გავაფორმოთ სააღდგ...

კვერცხის შღებვა

ქათმის ფილე არაჟნით

ქათმის ფილე არაჟნით

ხბოს ხორცის სალათი - ნოყიერი და გემ...

ხბოს სალათა