საკნატუნო ამბები

10 ფასდაუდებელი განძი, რომელიც ადამიანის სიბრიყვემ გაანადგურა

fun time

15:09 ორშ. 12 აპრილი, 2021 წელი

ადამიანის უგუნურება

14
დაკოპირებულია

ყველას ჰყავს სამეგობროში თუნდაც ერთი ადამიანი, რომელსაც ყველაფერი ხელიდან უვარდება და უტყდება, მაგრამ ჭიქის გატეხვა ერთია და მაიას ტომის ტაძრის შემთხვევით დანგრევა - ნეორე.  დიახ, ასეთებიც ხდება! ჩვენ გიამბობთ ადამიანური სისულელისა და უყურადღებობის გამო ფასდაუდებელი ნივთების განადგურების შესახებ ამბებს...

შექსპირის სახლი ახალმა პატრონმა გაბრაზებულ გულზე დაწვა

მე -18 საუკუნეში, სახლში, სადაც ადრე შექსპირი ცხოვრობდა, მეუფე ფრენსის გასტრელი დასახლდა. ყოველდღიურად მის სახლთან დიდი ინგლისელი დრამატურგის შემოქმედების თაყვანისმცემლები იკრიბებოდნენ. მათთვის ამ ადგილის მთავარი ღირსშესანიშნაობა თუთის ხე იყო, რომელიც შექსპირმა თავისი ხელით დარგო. დაუპატიჟებელმა სტუმრებმა გასტრელს იმდენად მოაბეზრეს თავი, რომ თუთის ხე მოჭრა. სასულიერო პირის საქციელმა ქალაქის მკვიდრები იმდენად აღაშფოთა, რომ შექსპირის სახლიდან გააძევეს. ამან გასტრელი საბოლოოდ გამოიყვანა წონასწორობიდან და შექსპირის სახლი მიწასთან გაასწორა.

ეს უნიკალური ბუნების ძეგლი „ბრიმჰემის კლდეები“ აღარ არსებობს - მოზარდებმა ჩამოშალეს

უნიკალურ ძეგლს, რომელსაც ბრიმჰემის კლდეებს უწოდებდნენ, ბუნება ჩრდილოეთ იორკშირში, საუკუნეების მანძილზე ქმნიდა და კიდევ საუკუნეების მანძილზე იდგებოდა, რომ არა ადგილობრივი მოზარდების ჯგუფი. მათ რატომღაც სახალისოდ მოეჩვენათ კლდიდან ქვის ჩამოგდება და დამსხვრევა. პროფესიონალების არაერთი მცდელობის მიუხედავად, ბუნების შედევრის აღდგენა არ მოხერხდა.

მე-18 საუკუნის ეს ულამაზესი ციხე-სიმაგრე სარემონტო ბრიგადამ შეცდომით დაანგრია

2012 წელს, ბორდოს მახლობლად მდებარე პატარა სოფელ ივრაკში, შემთხვევით გაანადგურეს მე-18 საუკუნის ციხესიმაგრე, რომელიც რუსმა ბიზნესმენმა დიმიტრი სტროსკინმა შეიძინა. მეწარმემ პოლონურ სამშენებლო კომპანიას შატოს რეკონსტრუქცია შეუკვეთა. საუბარი იყო პატარა მიშენების დანგრევაზე, რომელიც მხოლოდ ციხესიმაგრის იერს აფუჭებდა.

როდესაც სტროსკინი საქმიანი მოგზაურობიდან დაბრუნდა, გაოგნებული დარჩა, რადგან ბედის ირონიით, ძველი ციხესიმაგრისგან აღარაფერი დარჩა ... გარდა დასანგრევი მიშენებისა! მოგვიანებით გაირკვა, რომ პოლონელი მშენებლებს ყველაფერი აერიათ. ბიზნესმენი ამტკიცებდა, რომ დამოუკიდებლად დაიწყებდა შენობის აღდგენას, მაგრამ საფრანგეთის ხელისუფლებამ იმდენად გაბრაზდა, რომ სტროსკინის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო. საბოლოოდ, რუს მეწარმეს პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს და დიდი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

მუზეუმის მცველმა ნაპოლეონის სკამი დააზიანა

2014 წელს საფრანგეთის მუზეუმში უსიამოვნო გაუგებრობა მოხდა, რომელმაც 200-წლიან ექსპონატს საფრთხე შეუქმნა. ფეხზე დგომით დაღლილმა მცველმა დასვენება გადაწყვიტა და პირველივე ახლო მდებარე სკამზე ჩამოჯდა, რომელიც ნაპოლეონ ბონაპარტის სამგზავრო სავარძელი აღმოჩნდა. სავარძელმა დატვირთვას ვერ გაუძლო და გაიბზარა. საბედნიეროდ, ის აღადგინეს, მაგრამ ადვილი წარმოსადგენია როგორი ნერვიულობა განიცადა მუზეუმის მცველმა.

მშენებლებს კირქვა დასჭირდათ და მაიას ტომის უძველესი ტაძარი დაანგრიეს - ის აქ აღარ დგას

2013 წელს ბელიზში ერთ-ერთ სამშენებლო ფირმას გზის შეკეთებისთვის კირქვა დასჭირდა და. მაიას ტომის უძველესი ტაძრის დანგრევის გარდა, მისი მოიპოვების სხვა გზა ვერ მონახა. შენობა, რომელიც 2000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იდგა, ახლა აღარ არსებობს. ამ ამბავში ყველაზე დაუჯერებელი ისაა, რომ კომპანიას ჯარიმის სახით მხოლოდ 24 ათასი დოლარის გადახდა მოუწია.

უინსტონ ჩერჩილის პორტრეტი მისმა ქვრივმა დაწვა

უინსტონ ჩერჩილს თავისი ერთ-ერთი პორტრეტი, რომელიც 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად მიუძღვნეს, საშინლად სძულდა, ამიტომ ღვინის მარანში ინახავდა და არავის უჩვენებდა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების შემდეგ მისმა ქვრივმა მდივანს ჯერ ტილოს სახლში დაკიდება, შემდეგ კი ეზოში დაწვა უბრძანა.

მე-2 მსოფლიო ომში რობერტ კაპას მიერ გადაღებული ფოტოები თანაშემწის დაუფიქრებლობამ გაანადგურა

ცნობილი ფოტორეპორტიორი რობერტ კაპა ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად მოვლენათა ეპიცენტრში აღმოჩნდა, როდესაც 1944 წლის 6 ივნისს მოკავშირეთა ჯარების ნორმანდიაში შესვლა დაიწყო. ლეგენდარულმა ფოტორეპორტიორმა ბრძოლის ველზე 100-ზე მეტი სურათის გადაღება მოახერხა, რომლის ნეგატივებიც ჟურნალ Life- ს გაუგზავნა. ეს ნამდვილი სენსაცია უნდა ყოფილიყო! ისე მოხდა, რომ ლაბორატორანტის 15 წლის ასისტენტმა გამჟღავნებული ფირები დახურულ საშრობ კამერაში დატოვა. ამის გამო, ემულსია გადნა და 95 ფოტოსურათი მთლიანად გაფუჭდა, 11-მა სიმკვეთრე დაკარგა, თუმცა მაინც მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა.

პაბლო პიკასოს, კლოდ მონესა და ანრი მატისის შვიდი ნახატი მოიპარეს და შემდეგ, პოლიციის შიშით, დაწვეს

2012 წელს როტერდამის სამხატვრო გალერეიდან პაბლო პიკასოს, კლოდ მონესა და ანრი მატისის შვიდი ნახატი მოიპარეს. ქურდებმა მოპარული ტილოების მყიდველები ვერ იპოვეს, ამიტომ ბანდის მეთაურმა ისინი დედას გადასცა, მან კი შედევრები სახლიდან შორს, სასაფლაოზე დამარხა. როდესაც პოლიციამ დანაშაულის შესახებ შეიტყო და ჯგუფის ყველა წევრი დააკავა, ქალმა ნახატები სახლში მიიტანა და ღუმელში დაწვა.

ძვ. წ. 250 წელს შექმნილი ლომის ქანდაკება მუზეუმის რემონტს შეეწირა

2013 წელს ინდოეთში, კალკუტას მუზეუმში რემონტი ჩატარდა, რა დროსაც მუშებმა შემთხვევით დააზიანეს ლომის ქანდაკება, რომელიც ძველი წელთაღრიცხვით 250 წელს შეიქმნა. ქანდაკების გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა, მუზეუმის თანამშრომლებს მისი ადგილზე დაბრუნება თანამედროვე ტექნიკით რომ განეხორციელებინათ. ამჟამად კი ამის გაკეთება შეუძლებელია.

უდაბნოში მდგარ ერთადერთ აკაციას მთვრალი მძღოლი დაეჯახა!

ტენერეს აკაცია ერთ დროს დედამიწაზე ყველაზე მარტოხელა ხედ ითვლებოდა, რადგან ის სამხრეთ-ცენტრალურ საჰარაში, ტენერეს უდაბნოში იზრდებოდა და მისგან 400 კმ რადიუსში ერთი მცენარეც კი არ ხარობდა. მარტოხელა ხეს სამხედრო რუკებზეც კი აღნიშნავდნენ 1: 4 000 000 მასშტაბით, როგორც ერთ-ერთ საიდენტიფიკაციო ნიშანს, ხოლო ადგილობრივებს ხის რაიმე ფორმით დაზიანება მკაცრად ეკრძალებოდათ. თუმცა, ასეთ რამეს ფიქრშიც კი არავინ გაივლებდა, რადგან ხე ათეულობით წლის განმავლობაში საჰარის სავაჭრო გზების გასწვრივ მოძრავი ქარავნების გაჩერების ადგილი იყო. 1973 წელს მარტოხელა ხეს ავტომობილი დაეჯახა, რომელსაც მთვრალი ლიბიელი მძღოლი მართავდა. აღსანიშნავია, რომ ლიბიელამდე სხვა მძღოლმაც მოახერხა ურმაზარ უდაბნოში მდგარ ერთადერთ ხესთან შეჯახება, მაგრამ მეორე დარტყმა საბედისწერო აღმოჩნდა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ჩინეთში ქუჩაში უცხო ადამიანის დახმა...

ჩინეთში უცხო ადამიანების
დახმარება კანონით ისჯება

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში