საკნატუნო ამბები

10 უცნაური აკრძალვა ქალებისთვის მსოფლიოს მასშტაბით

fun time

12:00 პარ. 5 თებერვალი, 2021 წელი

რას უკრძალავენს ქალებს

14
დაკოპირებულია

შეიძლება, დაუჯერებელი იყოს, მაგრამ როგორც აღმოსავლეთის, ისე ევროპის ბევრ ქვეყანაში ქალებისთვის უცნაური და გაუგებარი აკრძალვები დღემდე ძალაშია.  

 

1. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მობილური ტელეფონის გამოყენების აკრძალვა. ისრაელი (ახლახანს შევიდა ძალაში)

ისრაელმა ქალბატონებს საზოგადოებრივ ადგილებში მობილური ტელეფონების გამოყენება აუკრძალა. ქვეყნის ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ ასეთი საქციელი ქალბატონების მორალურ იმიჯზე უარყოფითად მოქმედებს.

2. ტრანსპორტში შოკოლადის აკრძალვა. დიდი ბრიტანეთი (ძალაშია)

ასეთი აკრძალვა ინგლისელი ქალბატონებისთვის 1900 წლიდან მოქმედებს ქალბატონებს ტრანსპორტით მგზავრობის დროს ეკრძალებათ ნებისმიერი სახის შოკოლადის მირთმევა.

3. სუშის დამზადების აკრძალვა. იაპონია (ძალაშია)

იაპონიაში სუშის მხოლოდ მამაკაცები ამზადებენ. იაპონელებს მიაჩნიათ, რომ ქალის სხეულის ტემპერატურა მამაკაცისაზე რამდენიმე გრადუსით მაღალია, რაც კერძს აუცილებლად გააფუჭებს.

4. გზაზე საცურაო კოსტუმით გამოჩენა. აშშ (ძალაშია)

ამერიკის შეერთებულ შტატებში, კენტუკის შტატში, ქალს უფლება არ აქვთ, ქუჩაში ან გზაზე საცურაო კოსტუმში გამოწყობილი გამოჩნდეს, თუ ორი პოლიციელი არ აცილებს, ხელში ნიჩაბი არ უჭირავს ან 40-ზე ნაკლებს ან 90 კგ-ზე მეტს არ იწონის.

5. ლაკის ფეხსაცმლის აკრძალვა. აშშ (ძალაშია)

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ოჰაიოს შტატში, ქალებს ეკრძალებათ ლაკის ფეხსაცმლის ტარება. მიიჩნევა, რომ ლაკის ზედაპირმა შეიძლება ქალის საცვლები აირეკლოს, რაც არასასურველია.

6. შარვლის ტარების აკრძალვა. პარიზი (მოქმედებდა 2013 წლამდე)

დაუჯერებელია, მაგრამ პარიზელ ქალებს 2013 წლის 31 იანვრამდე შარვლის ჩაცმა ოფიციალურად აკრძალული ჰქონდათ. ამისთვის პოლიციის სპეციალური ნებართვა იყო საჭირო! რა თქმა უნდა, ამ უცნაურ აკრძალვას ყველა არღვევდა, ამიტომ 200-წლიანი კანონი საბოლოოდ გაუქმდა.

7. მოკლე საცურაო კოსტუმების აკრძალვა. ევროპა (1920 წლამდე)

1920 წლამდე პოლიციას სრული უფლება ჰქონდა, ევროპის რომელიმე პლაჟზე ქალბატონთან მისულიყო და მისი საცურაო კოსტუმის სიგრძე გაეზომა. ქალებს, რომლებსაც დადგენილზე მოკლე საცურაო კოსტუმი ეცვათ, პლაჟიდან აძევებდნენ, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კი აპატიმრებდნენ.

8. აკრძალვა ხელის ჩამორთმევაზე. დიდი ბრიტანეთი (XX საუკუნემდე)

ინგლისში ქალბატონებისთვის ძალიან მკაცრი ქცევის წესები მოქმედებდა. ქალებს კარნახობდნენ, რა და როდის უნდა გაეკეთებინათ, როგორ გაეღიმათ, რაზე უნდა ესაუბრათ და ა.შ. კაცისთვის ხელის ჩამორთმევაზე კი ფიქრიც არ შეიძლებოდა.

9. კერძის მომზადების აკრძალვა. რუსეთი (XX საუკუნემდე)

რუსეთში კერძის მომზადება და, ზოგადად, სამზარეულოში გამოჩენა ეკრძალებოდათ ფიზიკური ნაკლის მქონე, ავადმყოფ ან ულამაზო ქალებს. მიიჩნეოდა რომ საკვების საშუალებით ავადმყოფობის ან ფიზიკური ნაკლის გადაცემა შესაძლებელია.

10. ლაყბობისა და ხმამაღალი საუბრის აკრძალვა. დიდი ბრიტანეთი (1834 წლამდე)

ინგლისში ქალის ქცევის მიმართ მოთხოვნები ყველა კლასისთვის მკაცრი იყო, მაგრამ სასჯელი, რა თქმა უნდა, დაბალი ფენის წარმომადგენლებისთვის უფრო მკაცრი იყო. მაგალითად, ქალებისთვის, რომლებიც ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ ან, კიდევ უარესი, ყვიროდნენ, ორი სასჯელი დაწესდა: წყალში ჩაგდება ან ალიკაპის გაკეთება. ზოგჯერ ალიკაპში ნემსებს არჭობდნენ, რათა დასჯილ ქალს საუბრის ნაკლები სურვილი ჰქონოდა.


ფოტოზე Avril Lavigne


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ჩინეთში ქუჩაში უცხო ადამიანის დახმა...

ჩინეთში უცხო ადამიანების
დახმარება კანონით ისჯება

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში