საკნატუნო ამბები

12 ფილმი თავბრუდამხვევ სიყვარულზე

fun time

14:00 ოთხ. 12 მაისი, 2021 წელი

12 ფილმი თავბრუდამხვევ
სიყვარულზე

14
დაკოპირებულია

გაგიგიათ ალბათ, რომ „სიყვარული ვერტიკალურია, თანაც ბრუნვადი“, ამიტომ ამ დროს შეიძლება, თავბრუც დაგეხვეთ, მუხლიც მოგეკვეთოთ და დიდი ტკივილიც გადაიტანოთ. ვისაც ამის არ გჯერათ, ამ ფილმებიდან რომელიმე შეარჩიეთ და ჩაუჯექით...

1. „ბედის ვარსკვლავის ბრალია“, 2014

ეს ლამაზი, თუმცა სევდიანი სიყვარულის ისტორია ცოტა უცნაური მანერითაა მოწოდებული. დაშტამპული ბანალური მელოდრამისგან განსხვავებით, ფილმი გამოირჩევა გონებამახვილური დიალოგებით გმირებს შორის, მათივე ჯანმრთელი ცინიზმითა და შავი იუმორით, რომელიც უადგილო სულაც არ არის.

2. „ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება“, 2004

ნებისმიერი რამის დავიწყება შეიძლება: უთოს გამორთვის, გადასახადის გადახდის, თევზების გამოკვების, ოღონდ არა იმ ტკივილისა, რომელიც საყვარელმა ადამიანმა მოგაყენა. პრაქტიკულად შეუძლებელია, გონებიდან და გულიდან წაშალო ის ემოციები, რომლებიც ამ ტკივილით განიცადე.

3. „შემიყვარე, თუ გაბედავ“, 2003

ყველაფერი იცვლება. მეგობრობა სიყვარულში გადაიზრდება, ბავშვობის მეგობრები ზრდასრულ წყვილად გადაიქცევიან, ბავშვური გართობა კი - სასტიკ თამაშად. ფილმი გვასწავლის, რომ ბედნიერება უშრომლად არ მოდის, ის ყოველთვის მოითხოვს მსხვერპლს. და სიყვარულს სანთელი უნდა დაუნთო.

4. „დიდი გეტსბი“, 2013

ამ ფილმს შეიძლება თამამად ვუწოდოთ თანამედროვე პოემა დიდი სიყვარულის შესახებ. სუფთა, გულწრფელი, უმშვენიერესი და შეუძლებელი. ფულით თითქმის ყველაფრის ყიდვა შეიძლება: გარშემომყოფთა პატივისცემის, მდიდრული კოსტიუმების, დაუვიწყარი წვეულებისთვის ზღვა სასმელის, მაგრამ სიყვარულის? - რა თქმა უნდა, არა.

5. „სახლი ტბის პირას“, 2006

როცა ფილმის აღწერას კითხულობ, შეიძლება იფიქრო, რომ ეს არის ფანტასტიკის ჟანრში მოთხრობილი სიყვარულის ისტორია, რომელსაც სივრცითი და დროითი საზღვრები არ გააჩნია. სინამდვილეში კი ეს არის ამბავი იმის შესახებ, რა ძნელია, ადგე და საკუთარ თავსაც და სხვა ადამიანსაც გამოუტყდე გულწრფელ გრძნობებში, გადადგა ნაბიჯი, რომელსაც შეუძლია მთელი შენი ცხოვრება თავდაყირა დააყენოს.

6. „სიყვარული და სხვა წამლები“, 2010

მხიარული კომედიის საფარველში გახვეული დრამატული შიგთავსი. ჰო, მართლა, ქიმია, სექსი, იუმორი, ენ ჰეთეუეისა და ჯეიკ ჯილენჰოლის შესრულებით, საუკეთესო სანახაობაა. გარდა ამისა, არის მიზეზი, აღფრთოვანდე ადამიანის სულის სიძლიერით და კვლავაც ირწმუნო ნამდვილი სიყვარულის ძალა.

7. „ანგელოზი-ა“, 2005

უჩვეულო ისტორია სიყვარულზე: სიყვარული მოყვასის, საკუთარი თავისა და პარიზისა. ამ ჩამონათვალის სხვა ფილმებისგან განსხვავებით, აქ არ არის ემოციების ქარიშხალი და ვნებიანი კოცნები. თუმცა, ჟურნალების უხვი ეროტიკის, მინიმალური ტანსაცმლისა და არც ისე ღვთისმოსავი მთავარი გმირის ფონზე ფილმს წუთითაც ვერ მოსწყდებით.

8. „არასოდეს გამიშვა“, 2010

ეს ფილმი გაიძულებთ, დაფიქრდეთ ცხოვრების წარმავალობასა და ღირებულებებზე და იმაზე, რის შეცვლა შეგიძლიათ პირადად თქვენ და რის - არა. ეს არ არის ფილმი უბრალოდ სიყვარულზე. ეს არის მძიმე ისტორია ორი შეყვარებული ადამიანის ურთიერთობაზე, რომლებიც შეეგუვნენ გარდაუვალი და სასტიკი სიკვდილის მოახლოებას.

9. „ნეტავ“, 2004

ყოველდღიურობაში ზოგჯერ ვივიწყებთ საკუთარ მეორე ნახევარს, მთლიანად ვიძირებით სამუშაოში და ყოფით პრობლემებში. ეს ფილმი გვახსენებს, რომ ყოველი წამი უნდა დავაფასოთ, ვაჩუქოთ სიყვარული ახლობლებს და არ მივცეთ საშუალება გულგრილობას, ჩადგეს ორ ადამიანს შორის.

10. „ერთი დღე“, 2011

სიყვარული - თითქოს გაცვეთილი თემა. მასზე შეიძლება ისაუბრო, იხუმრო, გაიცინო. გადაიღო დრამატული ფილმები ბედნიერი დასასრულით, სადაც სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს, მიუხედავად მძიმე განსაცდელისა და უბედურებისა. მაგრამ ეს სულ სხვა ისტორიაა. მორალი - ნუ დაკარგავ დროს არარსებული ბედნიერების ძიებაში, როცა ის შენ გვერდითაა.

11. „იჩქარე, შეიყვარო“, 2002

ზოგჯერ გვირჩევნია, უარი ვთქვათ რაღაცაზე, თუ ვიცით, რომ ის ტკივილს მოგვაყენებს. ფილმის მთავარი გმირი მზადაა, ყველაფერი გააკეთოს, ოღონდაც კი მეტი დრო გაატაროს თავის შეყვარებულთან. და ეს ყველაფერი იმის მიუხედავად, რომ მის მეგობრებსა და მშობლებს განსხვავებული აზრი აქვთ, გოგონა თავს იკავებს ურთიერთობაზე და თავადაც აცნობიერებს, რომ ეს ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელდება.

12. „ძვირფასი ჯონი“, 2010

ეს არის გასაოცარი დრამა სიყვარულზე: სამშობლოსადმი, მოყვასისადმი და, რა თქმა უნდა, ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე. ეს ფილმი მოგითხრობთ იმის შესახებ, რომ სიყვარულს განშორება ვერაფერს აკლებს; რომ ცხოვრება - ეს ბრძოლაა, რომელიც წუთითაც კი არ უნდა შეწყვიტო, როგორც ამას ჯონი აკეთებს. და იმაზე, რომ ადამიანებმა მხოლოდ საკუთარ ბედნიერებაზე არ უნდა იფიქრონ.

🔰🔰🔰:

10 ფილმი, რომელიც წიგნზე უკეთესი გამოდგა

5 ფილმი აკრძალულ სიყვარულზე

15 საუკეთესო ფილმი სექსის თემაზე


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები