საკნატუნო ამბები

ლეგენდარული ფილმები, რომლებიც ქალებმა გადაიღეს

fun time

20:00 სამ. 1 ივნისი, 2021 წელი

გაზაფხულის ჩვიდმეტი
გაელვება

14
დაკოპირებულია

კამათს, ვინ უნდა იჯდეს რეჟისორის პულტთან, მსუყე წერტილი დაუსვა მომხიბვლელმა კეტრინ ბიგელოუმ. 2010 წელს მისმა საომარმა დრამამ „ქარიშხლის მბრძანებელმა“ „ოსკარი“ აიღო. მაშინ კეტრინის მთავარი კონკურენტი მისი ექს-მეუღლე ჯეიმს კამერონი იყო, თავისი ულამაზესი „ავატარით“. სანუკვარი სტატუეტი ქალის ხელში აღმოჩნდა და მთელი მსოფლიო დარწმუნდა, რომ მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს არა მარტო მელოდრამების, არამედ სერიოზული კინოს გადაღებაც შეუძლიათ. 

 

„რა სურთ ქალებს“ (2000) - რეჟისორი ნენსი მეიერსი

ასეთი სათაურით ფილმის გადაღება, ალბათ, მხოლოდ ქალს შეეძლო. რეჟისორის ანგარიშზეა უამრავი შესანიშნავი მელოდრამა და კომედია. საკმარისია, გავიხსენოთ „შვებულება“, კამერონ დიასის, კეიტ უინსლეტისა და ჯად ლოუს მონაწილეობით, და ასევე, „სტაჟიორი“ რობერტ დე ნიროთი და ენ ჰეთეუეით მთავარ როლებში.

„ქარიშხლის მბრძანებელი“ (2008) - რეჟისორი კეტრინ ბიგელოუ

ამ ფილმმა კეტრინს სახელი და დიდება მოუტანა - ის გახდა პირველი ოსკაროსანი ქალი-რეჟისორი. მოდელის გარეგნობის მქონე ბიგელოუ უპირატესობას ანიჭებს მამაკაცურ თემებს - საბრძოლო და საშინელებათა ჟანრებს.

„უძინარნი სიეტლში“ (1993) - რეჟისორი ნორა ეფრონი

ეს კეთილი და მგრძნობიარე მელოდრამაც ქალმა გადაიღო. რეჟისორი ნორა ეფრონი ამ ჟანრის ოსტატია. ის იღებს არა საპნის ოპერებს ან ზღაპრებს რომანტიკოსი გოგოებისთვის, არამედ სულიერად ღრმა საოჯახო ფილმებს, რომლებიც მოდიდან არასოდეს გადადის.

„გაზაფხულის 17 გაელვება“ (1973) - რეჟისორი ტატიანა ლიოზნოვა

ფილმი საბჭოთა მზვერავზე გამოსვლისთანავე შეიყვარა მაყურებელმა. როდესაც ფილმი სსრკ-ს ცეკას გენერალურმა მდივანმა ლეონიდ ბრეჟნევმა ნახა, იმდენად აღფრთოვანდა, რომ მოინდომა შტირლიცის პროტოტიპის, რეალური გმირის დაჯილდოება. მას დიდხანს უხსნიდნენ, რომ ეს გამოგონილი პერსონაჟი იყო.
ბევრს უნდოდა ამ საკულტო ფილმის რეჟისორი მამაკაცი ყოფილიყო. თავად სცენარის ავტორიც, მწერალი ილია სემიონოვიც ხშირად კამათობდა რეჟისორთან. მაგალითად, ტატიანა მოითხოვდა, რომ შტირლიცის მეუღლესთან შეხვედრის სცენა გერმანულ კაფე „ელეფანტში“ გადაეღოთ. სემიონოვი კი წინააღმდეგი იყო. „დაგვცინებენ, - ამტკიცებდა სცენარისტი, - არასოდეს არავის გადაუყვანია საზღვარზე ცოლი მხოლოდ იმისთვის, რომ ქმარს მისთვის შეეხედა. ეს გაუმართლებელი რისკია!“ თუმცა, ბოლოს მწერალმა აღიარა, რომ ცდებოდა - ეს სცენა ხომ ფილმის სავიზიტო ბარათად იქცა.

„პიანინო“ (1992) - რეჟისორი ჯეინ კემპიონი

ამ დრამამ ჯეინ კემპიონს კანში „ოქროს პალმის რტო“ მოუტანა. ახალზელანდიელი პირველი ქალი-რეჟისორია, რომელმაც ასეთი მაღალი ჯილდო დაიმსახურა. ფილმმა „ოსკარიც“ მიიღო საუკეთესო სცენარისთვის.

„მამა მია!“ (2008) - რეჟისორი ფილიდა ლოიდი

ლამაზი მიუზიკლი, ვარსკვლავების ცვენით - მერილს სტრიპი, პირს ბროსნანი, კოლინ ფერტი, ამანდა სეიფრიდი. დაფუძნებულია პოპულარული პოპ-ჯგუფის ABBA-ს სიმღერებზე. ფილმის კომპოზიტორიც თავად ABBA-ს წევრი ბენი ანდერსონია.

„ქარიშხლიანი უღელტეხილი“ (2009) - რეჟისორი კოკი გიდროიჩი

ემილი ბრონტეს ამ ცნობილი რომანის რამდენიმე ეკრანიზაცია არსებობს. ორი მათგანი ქალმა გადაიღო, მაგრამ ამ კლასიკის ყველაზე წარმატებული ეკრანული ვერსია კოკი გიდროიჩს ეკუთვნის, ტომ ჰარდით ერთ-ერთ მთავარ როლში.
ისტორია სავსეა ტკივილითა და სიყვარულით, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს. ფილმი თავად მსახიობებისთვისაც საბედისწერო აღმოჩნდა - ტომ ჰარდმა გადაღებებზე გაიცნო მომავალი მეუღლე, მსახიობი შარლოტა რაილი და ახლა ისინი ორ ქალიშვილს ზრდიან.

„თარგმანში დაკარგულები“ (2003) - რეჟისორი სოფია კოპოლა

ფრენსის ფორდ კოპოლას ქალიშვილმა სოფიამ ბავშვობა გადასაღებ მოედანზე გაატარა. ფრენსისს არასოდეს უსწავლებია სოფიასთვის, როგორ გადაიღოს საკულტო ფილმი. მამა, უბრალოდ, ეუბნებოდა, რომ ისეთი მასალა უნდა შეერჩია, რომელთანაც რაღაც პირადული აკავშირებდა. სოფიას თანამედროვეობის ყველაზე სტილურ რეჟისორს უწოდებენ. მარტო იმისთვისაც კი შეიძლება კოპოლას მადლიერი იყო, რომ მან აღმოაჩინა სკარლეტ იოჰანსონი და კარიერაში მეორე შანსი მისცა ბილ მიურეის. ფილმმა რამდენიმე ჯილდო მოიპოვა, მათ შორის „ოსკარიც“ საუკეთესო სცენარისთვის.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები