საკნატუნო ამბები

ვის ეკუთვნის მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი კერძო სახლი?

fun time

16:00 შაბ. 13 ნოემბერი, 2021 წელი

ყველაზე მდიდრული სახლი
მსოფლიოში

14
დაკოპირებულია

როგორც ირკვევა, ამ დროისთვის  ყველაზე დიდი და ძვირად ღირებული კერძო სახლი მუმბაიშია. დიახ, უსახლკარო ღარიბი ადამიანებით, მეძავებითა და ნაგვით სავსე მუმბაი ინდოეთის უმდიდრესმა ადამიანმა მუკეშ ამბანიმ ცოლისა და სამი შვილისთვის ზღაპრული ცათამბჯენი ააშენა!

173 მეტრიან, 37.000 კვ.მ. შენობაში, რომელსაც „ანტილია“ ჰქვია, 27 სართულია.

მაღალი ჭერის მიმართ სახლის მფლობელის განსაკუთრებული სიყვარული რომ არა, სახლი 60-სართულიანი იქნებოდა.

ცათამბჯენში 6 ადამიანი ცხოვრობს: მუკეში, დედამისი, ცოლი და სამი შვილი - ტყუპი ქალ-ვაჟი აკაში და იშა და უმცროსი ვაჟი ანანტი.

შენობას 600 ადამიანი ემსახურება.

***

„ანტილია“ 7 წლის მანძილზე შენდებოდა. ცათამბჯენი ამერიკული კომპანია Perkins & Will-ის არქიტექტორებმა დააპროექტეს. სახლის თითოეული სართული განსხვავებული მასალით არის მოპირკეთებული და ერთმანეთისგან განსხვავებული დიზაინი და განლაგება აქვს.

პირველი 6 სართული 168 მანქანაზე გათვლილი პარკინგს უკავია. საცხოვრებელი ოთახები მხოლოდ მე-9 სართულიდან იწყება. მეშვიდე სართულზე მუკეშის პირადი ავტოსერვისი მდებარეობს.

სხვა სართულებზე რამდენიმე საცურაო აუზი, სპა, ვერცხლის კიბეებიანი პატარა თეატრი, ბალეტის დარბაზი, ფიტნეს კლუბი და კინოთეატრი მდებარეობს. შენობის თითოეული სართული საგანგებოდ ოჯახის თითოეული წევრისთვის შეიქმნა.

რა თქმა უნდა, თითოეული სართული კონდიცირების სისტემით აღჭურვილია, თუმცა შენობაში ცალკე მდებარეობს „ყინულის ოთახი“. ამბობენ, რომ თოვლით დაფარულ ოთახში ნამდვილი საყინულეა, რაც ინდოეთის კლიმატის გათვალისწინებით, ოჯახის წევრებისთვის ყველაზე საყვარელი ადგილია.

ერთ-ერთ სართულზე განთავსებულია ე.წ „ panic room“ - სრულიად ავტონომიური თავშესაფარი, რომელიც უსაფრთხოების ყველა სისტემით აღჭურვილია. შენობის სახურავზე 3 შვეულმფრენის დასაფრენი მოედანია.

„ანტილიას“ უამრავი აივანი და ტერასა აქვს, რომლებიც არაბეთის ზღვას და დაკიდებულ ბაღებს გადაჰყურებს.
მომსხურე პერსონალისთვის, რომელთა რაოდენობა 600 შეადგენს, ცალკე სართულია გამოყოფილი.

აღსანიშნავია, რომ ცათამბჯენი მშენებლობის დასრულების შემდეგ მუკეშს ერთი წელი სახლში არც კი შეუხედავს - ადგილობრივი რწმენის თანახმად, ახალი სახლი ერთი წელი ცარიელი უნდა იყოს, რომ „ნაადრევად“ შესახლებულმა ადამიანებმა იღბალი არ დააფრთხონ.

მედიის ცნობით, „ანტილიის“ დღევანდელი ღირებულება $2 მილიარდამდეა, შესაბამისად, მუკეშ ამბანი მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული სახლის მფლობელია.

შენობას უზარმაზარი გალავანი და პერიმეტრის გასწვრივ განთავსებული ჯარი იცავს.

***

ცნობისთვის, აზიის უმდიდრესი ადამიანის ქონება $100,6 მილიარდია. Forbes-ის სიაში ის მე-8 ადგილზეა.

ამბანი განათლებით ინჟინერ-ქიმიკოსია, განათლება მიღებული აქვს ორ უნივერსიტეტში - ბომბეიში და სტენფორდში.

2002 წელს მამისგან ნავთობ და პეტროქიმიური პროდუქტების ბიზნესიმპერიის Reliance Industries-ის მემკვიდრეობის მიღების შემდეგ, ამბანი ცდილობდა, ენერგეტიკული გიგანტი საცალო ვაჭრობის, ტექნოლოგიისა და ელექტრონული კომერციის ლიდერად ექცია.

ამბანის ოჯახი მართავს ნავთობგადამამუშავებელ კომპანიებს და უზარმაზარ მედიაიმპერიას, რომელიც მოიცავს ბეჭდურ გამოცემებს, სტრიმინგის პლატფორმებს და 20 სატელევიზიო არხს, მათ შორის დასავლურ სატელევიზიო გიგანტებს.

ამბანის ოჯახი ასევე ფლობს სინთეზური ტექსტილის საწარმოებს.

2010 წელს ამბანიმ განაცხადა, რომ აპირებს ინდოეთის ერთ-ერთი პრობლემის გადაჭრას - ხალხს ჰქონდეს სწრაფი და იაფი ინტერნეტი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნებოდა ქვეყნის ყველა კუთხეში. 2010-16 წლებში ამბანმა ინტერნეტის წარმოუდგენელი ქსელი ააშენა: ასობით ათასი მობილური ანძა აკავშირებს 18 ათას ქალაქსა და 200 ათას სოფელს!
შედეგად, მუკეშის კომპანიამ Reliance Jio Infocomm Limited ქვეყნის ტერიტორიის 99%-ს დაფარა 4G ინტერნეტით; მუკეშს ამისთვის 35 მილიარდი დოლარი დასჭირდა. ტარიფები ხელმისაწვდომი გახდა ყველაზე ღარიბებისთვისაც კი. ეს იყო ნამდვილი ტექნოლოგიური ბუმი!

***

მილიარდერის ცოლი ნიტა ამბანი ქმართან ერთად მართავს საოჯახო ბიზნესს - იგი 2014 წლიდან კომპანია Reliance Industries-ის დირექტორთა საბჭოს წევრია. ასევე, იგი არის დჰირუბაი ამბანის (მამამთილი) სახელობის საერთაშორისო უმაღლესი სკოლის დამაარსებელი და ინდოეთის კრიკეტის გუნდის მფლობელი. მუკეშის ცოლობამდე ნიტა სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ ღებავენ შვეიცარიის ციხეებში ს...

ვარდისფერი საკნები

ელისაბედ II-ს ყველა შვილი ბუნებრივ...

დედოფალი ელისაბედი და
პატარა ჩარლზი

ევროპის 16 პატარა ქალაქი და სოფელი,...

Burano, იტალია

იაპონელებმა პლაჟზე დამსხვრეული მინა...

ქალაქ ომურას მინის პლაჟი

ჩინეთში ქუჩაში უცხო ადამიანის დახმა...

ჩინეთში უცხო ადამიანების
დახმარება კანონით ისჯება

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია