სილამაზე/ჯანმრთელობა

7 სასმელი, რომელიც თრომბის წარმოქმნის საფრთხეს აგაცილებთ

fun time

12:00 ოთხ. 14 ივნისი, 2023 წელი

7 სასმელი თრომბის
წინააღმდეგ

14
დაკოპირებულია

თრომბი ანუ შედედებული სისხლი ორგანიზმის რეაქციაა სისხლძარღვის დაზიანებაზე. ის დაზიანებულ სისხლძძარღვს კეტავს და სისხლდენის შეჩერებას იწვევს, თუმცა თუ თრომბი  უმიზეზოდ ან არასწორ ადგილას წარმოიქმნა და ბუნებრივი გზით არ იშლება, მას შეუძლია სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.

არსებობს რამდენიმე სახის თრომბი:

1. ვენური თრომბოზი - ის ვენებში წარმოიქმნება და ყველაზე ხშირად ქვედა კიდურებში გვხვდება. ვენურ თრომბოზს შეუძლია ტკივილი, შეშუპება და ზოგჯერ თრომბოემბოლია გამოიწვიოს. ესაა მდგომარეობა, როდესაც თრომბი სისხლძარღვს სწყდება და სხეულის რომელიმე ნაწილში (მაგალითად, ფილტვში) სისხლის ნაკადს კეტავს (ფილტვის ემბოლია).

2. არტერიული თრომბოზი არტერიებში წარმოიქმნება და შეიძლება სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილში სისხლის ნაკადის შემცირება ან სრული ბლოკირება გამოიწვიოს, რაც თავის მხრივ, იშემიას (სისხლის მიწოდების ნაკლებობას) იწვევს. არტერიული თრომბოზი განსაკუთრებით საშიშია, რადგან შეიძლება მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი ან სხვა სერიოზული გართულება გამოიწვიოს.

3. ემბოლია - ეს თრომბის მოწყვეტაა, რომელიც შემდეგ სისხლის მიმოქცევის სისტემაში მოძრაობს და სისხლის ნაკადს ბლოკავს. მან შეიძლება ინსულტი გამოიწვიოს.

რომელი სასმელი ათხელებს სისხლს და ებრძვის თრომბების წარმოქმნას?

გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთ-ერთი გზაა სწორი კვება, მათ შორის სასმელების დალევა, რომლებიც ხელს უწყობს სისხლს გათხელებას და სისხლის შედედების თავიდან აცილებას.

1. წყალი - სისხლის გასათხელებლად პირველი და საუკეთესო საშუალება წყალია. საკმარისი წყლის დალევა ხელს უშლის სისხლის შედედებას.

2. მწვანე ჩაი - სასმელი კატექინებს შეიცავს, რომლებსაც ანტიკოაგულანტური (სისხლის შედედების შემაფერხებელი და თრომბის გაჩენის საწინააღმდეგო) თვისებები აქვთ. ისინი ხელს უწყობს სისხლის გათხელებას, რაც სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და თრომბოზის რისკს ამცირებს.

3. ნიორი - უამრავ სასარგებლო თვისებასთან ერთად, ნიორს სისხლის გათხელების უნარიც აქვს. ის ალიცინს შეიცავს, რომელიც სისხლში თრომბოციტების დონეს ამცირებს და ხელს უშლის მათ ერთმანეთთან შეწებებას. ეს თავის მხრივ სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.

4. ბროწეულის წვენი - ეს სასმელი უამრავ ანტიოქსიდანტს, მათ შორის ფლავონოიდებს და პოლიფენოლებს შეიცავს, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლის გათხელებას და აუმჯობესებენ სისხლძარღვების ჯანმრთელობას.

5. ლიმონის წვენი - ლიმონის წვენი დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს, რომელიც ხელს უწყობს სისხლის გათხელებას, აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ეს კი ხელს უწყობს სისხლის შედედების თავიდან აცილებას.

6. მოცვის წვენი - მოცვის წვენი დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს შეიცავს, რომლებიც ანთებით პროცესებს ებრძვიან და ხელს უწყობენ სისხლის გათხელებას. გარდა ამისა, ის შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას და ამცირებენ თრომბოზის რისკს.

7. გრეიპფრუტის წვენი - ეს სასმელი ფლავონოიდებს და C ვიტამინს შეიცავს, რომლებსაც ანტიკოაგულანტური თვისებები აქვს და სისხლს გათხელებას ეხმარებიან. გრეიპფრუტის წვენი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს თრომბოზის რისკს.

დაბოლოს, ზემოთ ჩამოთვლილი სასმელების უდავო სარგებლის მიუხედავად, დიეტაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანამდე ექიმს უნდა გაესაუბროთ, რათა უკუჩვენება ან გვერდითი მოვლენები თავიდან აიცილოთ.

ესეც დაგაინტერესებთ:

პროდუქტები, რომლებიც ფეხებში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს

უცნობი ფაქტები ადამიანის სისხლძარღვების შესახებ

სწორი კვება სისხლის ჯგუფის მიხედვით


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

უსაფრთხოა თუ არა საკვები, რომელსაც...

უსაფრთხოა თუ არა საკვები,
რომელსაც ბუზი დააჯდა?

იცით, რომ ავოკადოს კურკა ნაყოფზე უფ...

ავოკადოს მიღების წესი

რატომ არ უნდა გეძინოთ ერთდროულად ორ...

რატომ არ უნდა გეძინოთ
ერთდროულად ორ ბალიშზე?

ახალი კვლევა - საუბრისას Loudspeake...

ყურსასმენები ტელეფონის
მავნე ზემოქმედებას
ამცირებს

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას