სილამაზე/ჯანმრთელობა

ყველი - უძილობის საუკეთესო წამალი?!

fun time

12:00 პარ. 18 თებერვალი, 2022 წელი

ყველის თვისებები

14
დაკოპირებულია

ყველის სარგებლობა რომ კალციუმის და ცილების შემცველობით არის განპირობებული, ალბათ, გეცოდინებათ, მაგრამ ყველის შემადგენლობაში ასევე არის ნივთიერება, რომელიც დადებითად მოქმედებს ძილის ხარისხზე, - ასეთ დასკვნამდე ბრიტანელი მკვლევარები მივიდნენ.

მათ ჩაატარეს ექსპერიმენტები, რომლებშიც 200-მდე მოხალისე მონაწილეობდა. მათ ევალებოდათ, მთელი კვირის მანძილზე, დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე, 200 გრ. ყველი ეჭამათ.

შედეგად, მონაწილეთა 72-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ ძილი აშკარად მოუწესრიგდათ, ორი მესამედი კი ამტკიცებს, რომ შეძლეს სიზმრების გახსენება, რასაც ადრე ვერ ახერხებდნენ. გამოკვლევის არც ერთი მონაწილე ღამეულ კოშმარებს არ შეუწუხებია.

სპეციალისტების თქმით, ყველი შეიცავს ამინომჟავას, სახელწოდებით ტრიპტოფანი, რომელსაც შეუძლია სტრესული მდგომარეობის მოხსნა და ძილის ნორმალიზება.

და მაინც, თუ თქვენ არ გსურთ ორგანიზმის „დატვირთვა“ ზედმეტი კალორიებით, ისარგებლეთ კარგად ნაცადი საშუალებით და ძილის წინ დამამშვიდებელი ჩაი (მაგალითად, ცაცხვის ყვავილისგან დაყენებული) მიირთვათ.

უძილობის დასამარცხებლად, ასევე, მშვენიერი საშუალებაა თაფლი: სცადეთ, ძილის წინ მიირთვათ ორიოდე ჩაის კოვზი თაფლი და ჯანსაღი ძილი გარანტირებული გექნებათ.

⭕⭕⭕

ყველის წვნიანი ბარდით

ყველის ბურთულები „რაფაელო“


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

უსაფრთხოა თუ არა საკვები, რომელსაც...

უსაფრთხოა თუ არა საკვები,
რომელსაც ბუზი დააჯდა?

იცით, რომ ავოკადოს კურკა ნაყოფზე უფ...

ავოკადოს მიღების წესი

რატომ არ უნდა გეძინოთ ერთდროულად ორ...

რატომ არ უნდა გეძინოთ
ერთდროულად ორ ბალიშზე?

ახალი კვლევა - საუბრისას Loudspeake...

ყურსასმენები ტელეფონის
მავნე ზემოქმედებას
ამცირებს

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას