სილამაზე/ჯანმრთელობა

რომელ ბანანს იყიდით? ბევრი არასწორ არჩევანს აკეთებს

fun time

16:00 პარ. 7 ოქტომბერი, 2022 წელი

ბანანის სასარგებლო
თვისებები

14
დაკოპირებულია

ბანანი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო, უნივერსალური პროდუქტია, რომელიც ყველა ასაკის ადამიანისთვის სასარგებლოა. ბანანი დიდი რაოდენობით რკინას და უჯრედისს შეიცავს და სისხლში ჰემოგლობინის გაზრდა შეუძლია. ერთ ბანანში 400 მილიგრამი კალიუმია, რომელიც გულის მუშაობის მოწესრიგებაში გვეხმარება, ტვინს ჟანგბადით უზრუნველყოფს და წყლის ბალანსს არეგულირებს, თუმცა ბევრი რამ ბანანის ფერზეა დამოკიდებული - სხვადასხვა ფერის ბანანში სასარგებლო ნივთიერებების რაოდენობა განსხვავებულია.

 

№1 მწვანე ბანანი

მწვანე ბანანი მწიფესთან შედარებით მეტ სახამებელს შეიცავს. ამერიკელი დიეტოლოგის ჯილ კორლეონეს განმარტებით, სახამებელი დიაბეტის თავიდან აცილებასა და სისხლში შაქრის დონის მოწესრიგებაში გვეხმარება. ის სასარგებლოა გულის პრობლემების დროს და სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს. მწვანე ბანანი მადის მოწერსრიგების გზით წონის დაკლებაში გვეხმარება და სისხლში შაქრის დონეს აკონტროლებს.

მწვანე ბანანი მდიდარია B6 ვიტამინით, რომელიც აუცილებელია ჰემოგლობინის წარმოებისთვის და ორგანიზმს ჟანგბადით ამარაგებს. B6 ასევე ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის კონტროლს.

№2 ყვითელი ბანანი

ყვითელი ფერის, მწიფე ბანანი დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს შეიცავს, რომლებიც ორგანიზმში არსებულ თავისუფალ რადიკალებს ებრძვიან. ყვითელი ბანანი შეიცავს დოფამინს, რომელიც ხელს უშლის გულის დაავადებების წარმოქმნას, ამცირებს დეგენერაციული დაავადებების რისკს და აუმჯობესებს განწყობას.

დამწიფებასთან ერთად ბანანში იზრდება ვიტამინების, მინერალების და ანტიოქსიდანტების რაოდენობა.
ყვითელი ბანანი შეიცავს მაგნიუმს, რომელიც უძილობასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. თუ ძილის წინ ბანანს მიირთმევთ, მალე თვლემაც მოგერევათ, რადგან ამ ხილს ნეიროპროტექტორული ეფექტი აქვს და კუნთებს ადუნებს.

მწიფე ბანანი ასევე დიდი ოდენობით კალიუმს შეიცავს, რომელიც ნივთიერებათა ცვლას აწერსრიგებს. ის ორგანიზმს ენერგიის გამომუშავებაში ეხმარება და ხელს უწყობს ცილების სინთეზს, რაც კუნთოვანი ქსოვილის წარმოებისთვის მნიშვნელოვანია.

№3 ყვითელი ბანანი ყავისფერი ლაქებით

შესაძლოა, ასეთი ბანანი არც ისე მომხიბვლელად გამოიყურება, მაგრამ გულის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტების დიდ რაოდენობას შეიცავს და ხელს უშლის კიბოს განვითარებას.

იაპონიაში, ტეიკეს უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ლაქებიან ბანანში, მწვანესთან შედარებით, 8-ჯერ მეტია სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი. ეს ფაქტორი, თავის მხრივ, აღმოაჩენს და ანადგურებს კიბოს პათოლოგიურ უჯრედებს, აძლიერებს იმუნიტეტს და ლეიკოციტებს ანთებითი და ინფექციური კერების პოვნაში ეხმარება.

№4 ყავისფერი ბანანი

ეს ყველაზე ტკბილი ბანანია და უამრავ კალიუმს შეიცავს. ყავისფერი ბანანი ოსტეოპოროზის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
ის ასევე შეიცავს ტრიპტოფანს, რომელიც შფოთვას ამცირებს და განწყობას აუმჯობესებს.
ხილი რაც უფრო მწიფეა, ორანიზმში მით უფრო სწრაფად შეიწოვება, ამიტომ ყავისფერი ბანანი საუკეთესოა საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის.
ამასთან გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო ძველია ბანანი, მით ნაკლებ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს, ამიტომ დანაკარგის შესამცირებლად მაცივარში უნდა შეინახოთ.

ასევე, დაგაინტერესებთ:

5 სახეობის ხილი, რომლის კურკა და წიპწები ნაყოფზე უფრო სასარგებლოა!

შინდის სასარგებლო თვისებები

ატმის სასარგებლო თვისებები

ბროკოლი თუ ყვავილოვანი - რომელი უფრო სასარგებლოა და ვისთვის?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

უსაფრთხოა თუ არა საკვები, რომელსაც...

უსაფრთხოა თუ არა საკვები,
რომელსაც ბუზი დააჯდა?

იცით, რომ ავოკადოს კურკა ნაყოფზე უფ...

ავოკადოს მიღების წესი

რატომ არ უნდა გეძინოთ ერთდროულად ორ...

რატომ არ უნდა გეძინოთ
ერთდროულად ორ ბალიშზე?

ახალი კვლევა - საუბრისას Loudspeake...

ყურსასმენები ტელეფონის
მავნე ზემოქმედებას
ამცირებს

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას