სილამაზე/ჯანმრთელობა

სასარგებლოა თუ არა ბრინჯის წყალი თმისთვის?

fun time

11:00 ოთხ. 23 დეკემბერი, 2020 წელი

ბრინჯის წყალი თმისთვის

14
დაკოპირებულია

ბოლო დროს ძალიან გავრცელდა თმის მოვლის ეს უცნაური ხერხი, რომელსაც ჩინელმა და იაპონელმა ქალებმა საუკუნეების წინათ მიაგნეს. საინტერესოა, ნამდვილად არის თუ არა ბრინჯის წყლის სარგებელი მეცნიერულად დადასტურებული და რა შედეგი მოაქვს ამ ნაყენით თმის მოვლას.

მოკლედ, თავიდანვე გეტყვით, რომ ბრინჯის წყლის წინააღმდეგ სპეციალისტებს არაფერი აქვთ, მართალია კველევებით არ დადასტურებულა, თუმცა მრავალსაუკუნოვანი ისტორა მოწმობს, რომ ბრინჯის წყლით მოვლილი თმა არის ხშირი, ბზინვარე და გრძელი იზრდება.

და, აი რატომ:

ბრინჯის წყალი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ამინომჟავებით და მინერალებით, რომლებიც ხელს უწყობს თმის ზრდას. იგი ასევე შეიცავს ცილებს და განსაკუთრებულ ინგრედიენტს ინოზიტოლს (ვიტამინი B8), რომელიც ნამდვილად ფასდაუდებელია მათთვის, ვინც სქელ თმაზე ოცნებობს. ინოზიტოლს შეუძლია დაზიანებული სტრუქტურის აღდგენა და თმის დატენიანება - თმა იწყებს ბზინვარებას და რბილდება.

794 – 1185 წლებში მცხოვრებ იაპონელ ქალებს 2 მეტრამდე სიგრძის თმა ჰქონდათ (ეს იმხანად მოდური იყო) და ეს არა მხოლოდ გენების, არამედ, პირველ რიგში, თმის სწორად მოვლის შედეგი იყო - მათ დაბანის შემდეგ თმაზე ბრინჯის წყლის გადავლება ჰქონდათ წესად.

ჩინეთის სამხრეთით, მაღალმთიანი სოფელი ჰუანგლუო (Huangluo) დღესაც ცნობილია, თავისი „რაპუნცელებით“ - 180 -185 სმ. სიგრძის, ბზინავი თმით. სიგრძისა და სილამაზის გარდა, მათი თმა იმითაც არის განსაკუთრებული, რომ ღრმა სიბერემდე - ლამის, 80 წლამდე არ ჭაღარავდება. ჩინელი ქალებიც თავიანთი თმის უჩვეულო თვისებებს სწორედ ბრინჯის წყალს მიაწერენ.

ჰოდა, რა გასაკვირია, რომ მსოფლიოში თმის მოვლისთვის ბრინჯის წყლის გამოყენების ტენდენცია სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

ბრინჯის წყალი თმის მოვლისთვის - მომზადების რეცეპტი

ბრინჯის წყლის მომზადების რამდენიმე ხერხი არსებობს:

1. ბრინჯის დალბობა

½ ჭიქა ბრინჯი გულდასმით გარეცხეთ, ჩაყარეთ თასში და დაასხით 2-3 ჭიქა წყალი (უმჯობესია გაფილტრული). დააყენეთ 1 საათი და ამ ხნის განმავლობაში რამოდენიმეჯერ მოურიეთ, რათა ბრინჯმა ყველა სასარგებლო მინერალები და ვიტამინები წყალს „მისცეს“. შემდეგ წყალი საწურში გადაწურეთ, ჩაასხით ქილაში და დადგით თბილ ადგილას 24 საათით. ბრინჯის წყალი უნდა დადუღდეს.
დუღილის დროს ხდება ბრინჯის ფერმენტაცია. ზოგიერთი სპეციალისტი ამტკიცებს, რომ ფერმენტირებულ ბრინჯის წყალს უფრო მეტი სარგებელი აქვს, ვიდრე ჩვეულებრივს.
ამ პერიოდში მჟავე სუნიც გაუჩნდება. როგორც კი ამ მჟავე სუნს იგრძნობთ, წყალი გადაწურეთ და გამოიყენებამდე მაცივარში შეინახეთ.
ასეთი ნაყენი „ცოცხალია“, ამიტომ მისი ვარგისიანობის ვადაა 6-7 დღე.

2. ბრინჯის მოხარშვა

ეს ბრინჯს დაასხით წყალი - ცოტა მეტი, ვიდრე ჩვეულებრივ მოხარშვის დროს არის საჭირო. როდესაც ბრინჯი ნახევრად მოიხარშება, ზედმეტი წყალი გადაწურეთ ქილაში - ეს იქნება ის კონცენტრირებული ნაყენი, რომლიც თმებისთვის გამოგადგებათ. შეგიძლიათ დაამატოთ ერთი-ორი წვეთი გვირილის, ლავანდის ან როზმარინის ეთერზეთი.

როგორ დავიბანოთ თმა ბრინჯის წყლით?

დაიბანეთ თმა შამპუნით და წყლით კარგად ჩამოიბანეთ. ამის შემდეგ თმაზე ბრინჯის წყალი გადაივლეთ და კარგად შეიზილეთ. გააჩერეთ 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი წყლით ჩამოიბანეთ.

სასარგებლო რჩევები ბრინჯის წყლის გამოყენების წინ:

  1. თუ ნაყენი ბლანტი გამოვიდა, გააზავეეთ წყლით, წინააღმდეგ შემთხვევაში თმის ღერები ერთმანეთს მიეწეპება;
  2. ბრინჯის წყლის კონცენტრაცია დამოკიდებულია თმის სიგრძეზე და ცხიმიანობაზე;
  3. ზოგადად, უნდა გაზავდეს 1:10-ზე;
  4. გამოყენების წინ ბრინჯის წყლით სავსე ჭურჭელი უნდა შეანჯღრიოთ;
  5. ცხიმიანი თმისთვის გამოიყენეთ ბრინჯის წყალი ნაკლები კონცენტრაციის;
  6. თმებიდან ბრინჯის ნაყენი უნდა ჩამოიბანოთ გრილი წყლით;
  7. ბრინჯის წყლის გადავლება შეიძლება, მაქსიმუმ, კვირაში ერთხელ ან ორჯერ.

გისურვებთ სილამაზეს და ჯანმრთელობას!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

უსაფრთხოა თუ არა საკვები, რომელსაც...

უსაფრთხოა თუ არა საკვები,
რომელსაც ბუზი დააჯდა?

იცით, რომ ავოკადოს კურკა ნაყოფზე უფ...

ავოკადოს მიღების წესი

რატომ არ უნდა გეძინოთ ერთდროულად ორ...

რატომ არ უნდა გეძინოთ
ერთდროულად ორ ბალიშზე?

ახალი კვლევა - საუბრისას Loudspeake...

ყურსასმენები ტელეფონის
მავნე ზემოქმედებას
ამცირებს

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას