სილამაზე/ჯანმრთელობა

ვიტამინები, რომელთა უკმარისობა თავის ტკივილს იწვევს

fun time

16:00 კვი. 17 სექტემბერი, 2023 წელი

ვიტამინები, რომელთა
უკმარისობა თავის ტკივილს
იწვევს

14
დაკოპირებულია

თავის ტკივილის გამომწვევი მიზეზები, როგორც ექიმები ამბობენ, შესაძლოა, ხშირი გადაღლა, გონებრივი დაძაბულობა,  სხეულის რეაქცია ემოციურ სტრესი, ზედმეტი ძილი ან უძილობა იყოს, თუმცა, ამასთანავე, მას გარკვეული ვიტამინების ნაკლებობაც იწვევს. მათ შორის:

ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი B12

ამ ელემენტების გარეშე ორგანიზმი სტრესს განიცდის. თუ გსურთ, თქვენმა ორგანიზმმა საკმარისი რაოდენობის ფოლიუმის მჟავა მიიღოს, ხშირად მიირთვით ბროკოლი, ისპანახი, სატაცური, გოგრა, ჭარხალი და ავოკადო. ხოლო ვიტამინი B12 დიდი რაოდენობით არის ქათმის კვერცხში.

სპილენძი და რკინა

იმისთვის, რომ ორგანიზმი სპილენძის მარაგით შეავსოთ, უნდა მიირთვათ ლობიო, თხილეული და თხის ყველი. ხოლო რკინის შემცველი პროდუქტებია კომბოსტო, მზესუმზირა, მწვანილები, ღვიძლი, სეზამის მარცვალი.

ვიტამინი B6

თავის ტკივილის შესამცირებლად უნდა მიირთვათ ადვილად მოსანელებელი საკვები. ასევე, მის დაძლევაში დაგეხმარებათ ვიტამინ B6-ის შემცველი პროდუქტები: ახალი ბოსტნეული, ღვიძლი, ლობიო და მარცვლეული პროდუქტები.

D ვიტამინი

იმ ადამიანებს, რომელთაც სისხლში D ვიტამინის ნაკლებობა აღენიშნებათ, თავის ტკივილები 20%-ით უფრო ხშირად აწუხებთ. ამიტომ, თუკი მსგავსი პრობლემა გაწუხებთ, მიირთვით ზღვის პროდუქტები, კვერცხი, რძის პროდუქტები და ლობიო. ასევე, ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

***

კიდევ რა სიმპტომებით ვლინდება ვიტამინების დეფიციტი?!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

უსაფრთხოა თუ არა საკვები, რომელსაც...

უსაფრთხოა თუ არა საკვები,
რომელსაც ბუზი დააჯდა?

იცით, რომ ავოკადოს კურკა ნაყოფზე უფ...

ავოკადოს მიღების წესი

რატომ არ უნდა გეძინოთ ერთდროულად ორ...

რატომ არ უნდა გეძინოთ
ერთდროულად ორ ბალიშზე?

ახალი კვლევა - საუბრისას Loudspeake...

ყურსასმენები ტელეფონის
მავნე ზემოქმედებას
ამცირებს

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას