თვის ჰოროსკოპი

2023 წლის ივლისის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

fun time

20:08 ოთხ. 28 ივნისი, 2023 წელი

ივლისი

14
დაკოპირებულია

წინ წინააღმდეგობრივი და მოვლენებით მდიდარი თვე გველის. 

 

მზად იყავით იმისთვის, რომ ივლისში დედამიწის ბიოსფეროს ზოგადი მდგომარეობა რამდენჯერმე რადიკალურად შეიცვლება, 15-იდან 24 ივლისის პერიოდში კი პლანეტების ნეგატიური გავლენა მაქსიმალურად გაიზრდება.

მდგომარეობა მხოლოდ 24 ივლისის შემდეგ გაუმჯობესდება - მზე ლომის თანავარსკვლავედში შევა და დედამიწის ბიოსფეროს მდგომარეობა პოზიტიური გახდება. ამ დროს ზოდიაქოს ნიშნებს კონფლიქტური სიტუაციების მშვიდობიანად მოგვარების კარგი შესაძლებლობა ექნებათ.

ვერძი

ვერძებო, ივლისში დიდი წარმატებისა და სწრაფი შედეგების იმედი არ უნდა გქონდეთ. ზაფხულის მეორე თვე ვერძისთვის არახელსაყრელი პერიოდია, რადგან მისი სასიცოცხლო პოტენციალი მნიშვნელოვნად მცირდება. სირთულეების მიუხედავად, ივლისის პირველ კვირას მიზანდასახული ვერძები ბევრი მიმართულებით შეძლებენ წარმატების მიღწევას.

17 ივლისს ახალი მთვარე კირჩხიბში სახლისა და ოჯახის სფეროს ააქტიურებს. ეს ხელსაყრელი დროა მშენებლობის, რემონტის, ინტერიერის და ექსტერიერის გალამაზებისთვის.

ივლისის თვის ძირითადი ხარჯები პირად ცხოვრებას ეხება. ფრთხილად იყავით, რომ სამსახურში ინტრიგების მსხვერპლად არ იქცეთ. თუ ქვეშევრდომები გყავთ, ყურადღებით დააკვირდით მათ მუშაობას, რადგან შეცდომებმა შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს.
ჯანმრთელობის მიმართულებით მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ, რადგან თუ დაბალი იმუნიტეტი გაქვთ ან ქრონიკული დაავადებები გაწუხებთ, შესაძლოა, თვის შუა რიცხვებში დაავადება შეუმჩნევლად მოგეპაროთ.

ხელსაყრელი დღეები: 1, 5, 9, 13, 18, 23, 28

არახელსაყრელი დღეები: 3, 7, 11, 16, 21, 26, 30.

კურო

კუროებო, ბევრი თქვენგანისთვის ივლისი ენერგიულ და აქტიურ ტალღაზე დაიწყება. ეცადეთ ამით ისარგებლოთ, რადგან შემდეგ სიტუაცია შეიცვლება და ჩანაფიქრის განხორციელება გაგიჭირდებათ.

როგორც შეყვარებულებში, ასევე ოჯახურ წყვილებში შეიძლება ურთიერთობების კრიზისმა იჩინოს თავი. გირჩევთ ეგოიზმის შემოტევები დაძლიოთ და საყვარელი ადამიანების გრძნობებს, ინტერესებს და სურვილებს მეტი ანგარიში გაუწიოთ. ასეთ შემთხვევაში პრობლემაც ნაკლები გექნებათ და ძვირფასი ადამიანის ნდობასაც არ დაკარგავთ.

17 ივლისს, ახალი მთვარე კირჩხიბში სახლისა და ოჯახის სფეროს გაააქტიურებს. ამ პერიოდში მოსალოდნელია ნათესავებთან ხშირი შეხვედრები და აქტიური ურთიერთობა.

ფინანსური მდგომარეობის მიმართულებით მნიშვნელოვან ცვლილებებს არ უნდა ელოდოთ, თუმცა შემოსავალი მეტ-ნაკლებად სტაბილური და პროგნოზირებადი იქნება. ივლისის ძირითადი ხარჯები სავარაუდოდ, მესამე კვირას გელით.

ივლისში, განსაკუთრებით თვის პირველ ნახევარში დაგეგმილი მივლინებები იმედებს გაგიმართლებთ.
20-იდან 23 ივლისამდე პერიოდში მეგობრებთან ან გავლენიან ადამიანებთან მოულოდნელი უთანხმოება გელით. პრობლემები შეიძლება როგორც იდეოლოგიური, ასევე ფინანსური ხასიათის იყოს.

ბევრი კუროსთვის წონის მატების ტენდენცია ისევ აქტუალურია. გირჩევთ, დაბალანსებული დიეტა შეარჩიოთ და არც ყოველდღიური ვარჯიშები დაივიწყოთ.

ხელსაყრელი დღეებია: 4, 8, 12, 16, 22, 27, 31

არახელსაყრელი დღეებია: 2, 6, 10, 14, 18, 25, 29

ტყუპები

ტყუპებო, წინ უჩვეულოდ დაძაბული, თუმცა ნაყოფიერი თვე გელით. მთავარია, დროულად გადაწყვიტოთ, რას ელით ივლისისგან და გონივრულად იმოქმედოთ.

ოჯახური ურთიერთობები იდეალურისგან შორსაა. ბევრ ოჯახში თაობებს შორის კონფლიქტი და დაპირისპირებებია მოსალოდნელი.

უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებში განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულობა უნდა გამოიჩინოთ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ცხოვრების გაგრძელებას სხვა ქვეყნებში გეგმავთ.

მოხერხებული ტყუპები, სტაბილური შემოსავლის გარდა, არაოფიციალური წყაროებიდან დამატებით შემოსავალსაც მიიღებენ. არც ნათესავებისგან ან საყვარელი ადამიანისგან ფინანსური დახმარების მიღებაა გამორიცხული.

17 ივლისს ახალი მთვარე კირჩხიბში ტყუპების მფლანგველობას გააძლიერებს. ამ პერიოდში ნივთების შეძენისგან თავი უნდა შეიკავოთ, თორემ იმედგაცრუებული დარჩებით.

თვის ბოლოს შეიძლება ოფიციალურ სტრუქტურებთან ან სამსახურის ხელმძღვანელებთან მოულოდნელმა პრობლემებმა იჩინონ თავი, ამიტომ ეცადეთ, სირთულეებს მომზადებული შეხვდეთ.

გაითვალისწინეთ - ივლისი ხელსაყრელი დროა პროფილაქტიკური მკურნალობისა და სამედიცინო გამოკვლევებისთვის. ასე რომ, გირჩევთ, საკუთარი და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობაზე იზრუნოთ.

ხელსაყრელი დღეები: 1, 5, 9, 13, 18, 23, 28

არახელსაყრელი დღეები: 3, 7, 11, 16, 21, 26, 30

კირჩხიბი

შრომისმოყვარე კირჩხიბები ცხოვრების პრიორიტეტულ სფეროებში უჩვეულო აქტიურობას გამოავლენენ. თვის პირველ ნახევარში შესაძლოა, სხვა ქალაქში ან ქვეყანაში მცხოვრები ნათესავები ან ახლო მეგობრები მოინახულოთ. ივლისის მეორე ნახევარი უფრო ნერვიული და კონფლიქტური იქნება, რაც ოჯახურ საკითხებსა თუ რომანტიკულ ურთიერთობებში პრობლემებს მოგიტანთ.

ჰოროსკოპი კირჩხიბს მოუწოდებს, როგორც დიპლომატმა და მშვიდობისმყოფელმა გონივრული პოზიცია დაიკავოს, რათა შემთხვევით ცეცხლზე ნავთი არ დაასხას.

ივლისის ფინანსური პროგნოზი საკმაოდ წინააღმდეგობრივია. უფულობა არ გემუქრებათ, მაგრამ დაუგეგმავი ხარჯების გამო ოჯახურ ბიუჯეტს უნდა გაუფრთხილდეთ.

ფრთხილად! მე-3 კვირაში კოლეგებთან და თანამოაზრეებთან უთანხმოება საკმაოდ რეალურია. ეს კი თანამშრომლობას მნიშვნელოვნად გაართულებს.

ივლისის მესამე, ყველაზე არახელსაყრელ კვირას ავტომობილის მართვის და გზაზე გადაადგილების დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოთ.

ხელსაყრელი დღეებია: 4, 8, 12, 17, 22, 27, 31

არახელსაყრელი დღეებია: 2, 6, 10, 15, 20, 24, 29

ლომი

ლომებო, წინ უკიდურესად არასტაბილური და პრობლემებით სავსე, რთული პერიოდი გელით. პირად ცხოვრებაში სირთულეები ყველაზე მეგობრულ წყვილებშიც კი შეინიშნება. განქორწინებულმა მეუღლეებმა ერთობლივად შეძენილი ქონების გამო შესაძლოა, სასამართლო დავები წამოიწყონ. თუ საქმე აქამდე მივიდა, პოზიცია არ უნდა დათმოთ.

მიუხედავად იმისა, რომ პროფესიულ სფეროში უამრავ წარმატებას მიაღწევთ, ივლისის ფინანსური მდგომარეობა არასახარბიელოა. ყველაზე მნიშვნელოვანი ხარჯები სავარაუდოდ თვის მეორე ნახევარში გელით.
დროა, საქმიანი ქაღალდები და ფინანსური დოკუმენტები მოაწესრიგოთ და დიდი ხნის წინ, თაროზე შემოდებული საქმეები დაასრულოთ.

ლომის ენერგეტიკული პოტენციალი თითქმის მთელი ივლისის მანძილზე უკიდურესად დაბალი იქნება, ამიტომ აუცილებლად უნდა გამონახოთ დრო სრულფასოვანი დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის.

ხელსაყრელი დღეები: 2, 6, 10, 14, 19, 25, 29

არახელსაყრელი დღეებია: 4, 8, 12, 16, 22, 27, 31

ქალწული

ქალწულებო, წინ ძალიან რთული და დაძაბული თვეა. ეცადეთ, ერთგული მეგობრებისა და თანამოაზრეებისგან მხარდამჭერთა ჯგუფი შექმნათ, რადგან ახლა ყველაზე მეტად დახმარება გჭირდებათ.

წყვილებისთვის განსაკუთრებული პერიოდი დგება, როდესაც ურთიერთობა მაქსიმალურ ყურადღებას და ტაქტს საჭიროებს. ეს მეუღლეებს და შეყვარებულებს თანაბრად ეხებათ.

ფინანსური მდგომარეობა არასახარბიელოა, მიზეზი ბიზნესის ან პირადი ცხოვრების პრობლემებია, თუმცა სანდო მეგობრების ან გავლენიანი ადამიანების დახმარებით პრობლემებს თავს დააღწევთ. თვის ბოლოს შესაძლოა პარტნიორებთან ურთიერთობა დაიძაბოს, რასაც ასევე მეგობრების შუამავლობის დახმარებით გაუმკლავდებით.

დროა, სრულფასოვანი დასვენებისა და პროფილაქტიკური მკურნალობის დაწყებაზე იფიქროთ. ივლისში განსაკუთრებული ყურადღება სისხლძარღვთა სისტემას უნდა მიაქციოთ.

ხელსაყრელი დღეებია: 3, 7, 11, 17, 21, 26, 30

არახელსაყრელი დღეები: 1, 5, 9, 13, 19, 23, 28

სასწორები

სასწორების უმეტესობისთვის ივლისი ზებრას ჰგავს, რადგან წარმატებული და წარუმატებელი პერიოდები ერთმანეთთან მონაცვლეობს.

17 ივლისს ახალი მთვარე კირჩხიბში სახლის, ოჯახის და ქორწინების თემებს ააქტიურებს. ოჯახის წევრებს შორის ურთიერთგაგება და იდილია სუფევს, თუმცა ეცადეთ, ხანდაზმულ ნათესავებს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

ფინანსური მდგომარეობა უცვლელია - ივლისის ხარჯები და შემოსავლები თითქმის თანაბარია.

ივლისის მეორე ნახევარი უკიდურესად არახელსაყრელი დროა საზღვარგარეთ მოგზაურობის, მივლინების, ასევე ახალი საქმიანი ურთიერთობების დამყარებისთვის. ივლისის ბოლოს, ფარული მტრები ან კონკურენტები თქვენთვის ხელის შეშლას ეცდებიან და ეს მდგომარეობა მომავალ თვეშიც გაგრძელდება. ეცადეთ, მეტი სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინოთ.

სიცხის მიუხედავად, გირჩევთ ნაყინს და გამაგრილებელ სასმელებს მოერიდოთ, რადგან გაციებამ შეიძლება ბევრი გეგმა ჩაგიშალოთ.

ხელსაყრელი დღეებია: 2, 6, 10, 14, 20, 25, 29

არახელსაყრელი დღეებია: 4, 8, 12, 16, 22, 27, 31

მორიელი

პროფესიული საქმიანობის თვალსაზრისით ივლისი ძალიან მნიშვნელოვანი თვეა, რომელიც ბევრ სასიკეთო ცვლილებას გპირდებათ. 1-იდან 20 ივლისამდე ოჯახთან ერთად ხანმოკლე მოგზაურობაში თუ გაემგზავრებით, ეს ურთიერთობებში წარმოქმნილი სირთულეების დაძლევში დაგეხმარებათ.

სამთავრობო თუ კერო სტრუქტურებში დასაქმებული მორიელების ფინანსური მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება. რაც შეეხება ფინანსურ ხარჯებს, ისინი ძირითადად, ბავშვებს ან ხანდაზმულ ნათესავებს უკავშირდება.

შესაძლოა, თვის ბოლოს კონკურენცია გამწვავდეს, რაც გეგმების განხორციელებაში ხელს შეგიშლით, მაგრამ კომპლექსების, შიშებისა და ეჭვების დაძლევაში და პრიორიტეტების განსაზღვრაში დაგეხმარებათ.

პლანეტა მარსის დადებითი გავლენის წყალობით, ჯანმრთელობის მხრივ ყველაფერი წესრიგშია. ივლისი ხელსაყრელი დროა აქტიური სპორტისა და ვარჯიშისთვის. იზრუნეთ საკუთარ და საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობაზე.

ხელსაყრელი დღეებია: 3, 7, 11, 17, 21, 26, 30

ივლისის არახელსაყრელი დღეებია: 1, 5, 9, 13, 19, 23, 28

მშვილდოსანი

პროფესიული საქმიანობისთვის ივლისი არც თუ ისე ხელსაყრელი თვეა - სამსახურში მძიმე და დამქანცველი მუშაობა გელით, თუმცა ანაზღაურება უცვლელი დარჩება.

ჰოროსკოპი გირჩევთ, რომ ოჯახს და ოჯახურ დასვენებას ამ თვეში რაღაც დრო დაუთმოთ. ეს შინაგანი ჰარმონიის პოვნასა და ურთიერთობების განმტკიცებაში დაგეხმარებათ.

თვის მეორე ნახევარში მშვილდოსან მშობლებს შვილებთან დაპირისპირება ელით. გამორიცხული არ არის უძრავ ქონებასთან დაკავშირებული დავა. ამავე დროს შეიძლება შეყვარებულებს შორის დაძაბულმა გაურკვევლობამ იჩინოს თავი, რაც ბევრ საფიქრალს გაგიჩენთ.

ფინანსური შემოსავალი სტაბილურია, მაგრამ ხარჯები მნიშვნელოვნად იზრდება. ასე რომ, ეცადეთ, ფული უფრო ეკონომიურად ხარჯოთ.

ჯანმრთელობის მხრივ პრობლემების თავიდან ასარიდებლად ეცადეთ, შინაგანი ბალანსი იპოვოთ. თქვენი წარმატება ცხოვრების ყველა სფეროში ამაზეა დამოკიდებული. კარგი იქნება, თუ ზედმეტი წონის მოცილებაზეც იზრუნებთ.

ხელსაყრელი დღეებია: 1, 6, 10, 15, 20, 24, 28

არახელსაყრელი დღეებია: 4, 8, 12, 17, 22, 26, 31

თხის რქა

თხის რქებო, რთული, მრავალფეროვანი და გარკვეულწილად, პოზიტიური თვე გელით. თავისუფლებისა და მატერიალური კეთილდღეობისკენ სწრაფვისას შეეცადეთ, ზომიერების გრძნობა არ დაკარგოთ.

ივლისის მეორე ნახევარში სიყვარულის პლანეტა ვენერა რეტროგრადული იქნება, ამიტომ, პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია პრობლემები.

ფინანსური თვალსაზრისით, ყველაზე მძიმე ივლისის მეორე ნახევარი იქნება - გაზრდილი ხარჯების უმეტესობა ვალებს ან პირად ცხოვრებას უკავშირდება.

ივლისის ბოლო კვირა პროფესიული საქმიანობისთვის უაღრესად არახელსაყრელია, რადგან ბევრი საქმიანი კავშირი გაწყდება. განსაკუთრებით როცა საქმე უცხოელ პარტნიორებსა და კოლეგებს ეხებათ. ზოგადად, ეს პერიოდი გაუგებრობებით სავსეა, ამიტომ ჯობს შვებულება აიღოთ და მოვლენებს გაეცალოთ.

ივლისის მესამე კვირას იზრდება გზებზე ავარიებისა და უსიამოვნო ალბათობა, ამიტომ განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ.

ხელსაყრელი დღეებია: 3, 7, 12, 17, 22, 27, 31

არახელსაყრელი დღეებია: 1, 5, 10, 15, 20, 24, 29.

მერწყული

მერწყულებო, წინ უაღრესად დატვირთული თვეა. ეცადეთ, შინაგანად მოვლენების არახელსაყრელი განვითარებისთვის მოემზადოთ და იხელმძღვანელეთ პრინციპით „დღევანდელი კვერცხი ხვალინდელ ქათამს ჯობს“. მალე ყველაფერი კარგად იქნება.

ივლისის ბოლოს რეტროგრადული ვენერა ყველაზე მყარ კავშირებშიც კი სირთულეებს გააჩენს. თვის დასაწყისში მცირე უთანხმოება თვის ბოლოს შეიძლება დიდ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ჩხუბისა და პრეტენზიების მთავარი მიზეზი ფული, ქონება ან საყოფაცხოვრებო საკითხები იქნება.

ივლისში მერწყულის ფინანსური მდგომარეობა არამდგრადია. თვის მეორე ნახევარში გაუთვალისწინებელი ხარჯებისა და ფინანსური პრობლემებისთვის უნდა მოემზადოთ.
ივლისის პირველ ნახევარში პროფესიულ საქმიანობაში არსებულ გამოწვევებს ებრძვით, თვის ბოლოს კი ცდილობთ, ფინანსური ვალდებულებების ნიადაგზე პარტნიორებთან წარმოქმნილ უთანხმოებას გაუმკლავდეთ. ამ შემთხვევაში ორმხრივად მოგებიანი შეთანხმების მიღწევა ძნელი იქნება, სიტუაცია შეიძლება ძალიან გაჭიანურდეს.

რაც შეეხება ჯანმრთელობას, ნუ დაივიწყებთ ზომიერების გრძნობას. უარი თქვით უცნობ პროდუქტებზე და კულინარიულ ექსპერიმენტებზე. ცურვა და მასაჟი სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.

ხელსაყრელი დღეებია: 2, 6, 10, 15, 19, 24, 28

არახელსაყრელი დღეებია: 4, 8, 12, 17, 22, 26, 31.

თევზები

თევზების უმრავლესობისთვის ივლისი მუშაობით, აურზაურით და ახალი შთაბეჭდილებებით იქნება სავსე. 17 ივლისს კირჩხიბში ახალი მთვარე მშობლებისთვის ხელსაყრელ ვითარებას ქმნის შვილებთან ურთიერთობის, ერთობლივი საქმიანობისა და გულწრფელი საუბრებისთვის.

თვის პირველი ნახევარში საყვარელ ადამიანებთან ერთად ხანმოკლე მგზავრობა გელით. ამავდროულად, შეიძლება ურთიერთობა განაახლოთ ყოფილ მეუღლესთან ან პარტნიორთან. მარტოხელა თევზებს შანსი აქვთ, რომ კარგი მეგობარი ან ცხოვრების საოცნებო თანამგზავრი იპოვონ.

ივლისის ფინანსური სურათი ნერვიულობის მიზეზს ნამდვილად მოგცემთ. ჰოროსკოპი თევზებს უზარმაზარ ხარჯებს უწინასწარმეტყველებს, რომლის უდიდესი ნაწილი რომანტიკულ ურთიერთობებს, პირად ცხოვრებას და ოჯახურ საქმეებს უკავშირდება.

დასვენებისთვის უფრო ხელსაყრელი თვის პირველი ნახევარია, თუმცა შემოქმედებითი პროფესიის თევზები სწორედ ამ პერიოდში შეძლებენ წარმატების მიღწევას, აღიარებას და ფულის გამომუშავებას.

3 ივლისს სავსე მთვარე თხის რქაში ხელსაყრელი დროა კოსმეტიკური პროცედურებისა და თავის მოვლისთვის.

ივლისში შესაძლოა გაჩნდეს წონის მომატების ტენდენცია, ამიტომ გირჩევთ, თქვენთვის შესაფერისი დიეტა და შესაბამისი სავარჯიშო პროგრამა შეარჩიოთ.

ხელსაყრელი დღეებია: 3, 8, 12, 16, 21, 27, 31

არახელსაყრელი დღეებია: 1, 5, 10, 14, 18, 25, 29


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

2024 წლის აპრილის თვის ჰოროსკოპი

აპრილი

2024 წლის მარტის თვის ჰოროსკოპი

მარტი

2024 წლის თებერვლის თვის ჰოროსკოპი

თებერვალი

2024 წლის იანვრის თვის ჰოროსკოპი

იანვარი

2023 წლის დეკემბრის თვის ჰოროსკოპი

დეკემბერი

2023 წლის ნოემბრის თვის ჰოროსკოპი

ნოემბერი

2023 წლის ოქტომბრის თვის ჰოროსკოპი

ოქტომბერი

2023 წლის სექტემბრის თვის ჰოროსკოპი

სექტემბრის ზოგადი
ჰოროსკოპი

2023 წლის აგვისტოს თვის ჰოროსკოპი

აგვისტო