ურთიერთობა

ვინ იყო სალვადორ დალის მუზა - ჩოხიანი ქართველი, ფონად ტაძრით და მიჯაჭვული ამირანით?

სალომე ჩაჩიბაია

20:00 ხუთ. 11 თებერვალი, 2021 წელი

პიკასო და ქართველი თავადი
არჩილ გურიელი

14
დაკოპირებულია

„მეხსიერების მდგრადობა“, „წმინდა ანტონის ცდუნება“, „ქალი ვარდის თავით“ - რთული წარმოსადგენია, რომ ამ ნახატების მხატვარს ჩოხაში გამოწყობილი ქართველი დაეხატა, ფონად ტაძრითა და კლდეზე მიჯაჭვული ამირანით.

სალვადორ დალის ნამუშავარი - არჩილ გურიელ-ჭყონიას პორტრეტი - საზოგადოებისთვის რამდენიმე წლის წინ გახდა ცნობილი. მკვლევართა აზრით, ნახატზე არგონავტების ხომალდებიცაა გამოსახული. ლანდშაფტი კი უდავოდ ქართულია.

ფოტოზე: სალვადორ დალის ნახატი - ქართველი თავადი არჩილ გურიელი-ჭყონია

გურული თავადი და ესპანელი მხატვარი მეოცე საუკუნის 50-იან წლებში დამეგობრდნენ, როცა ქართველმა პრინცმა ცოლად მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ქალი შეირთო და ბულვარულ საზოგადოებაშიც მოიკიდა ფეხი.

არჩილ გურიელი-ჭყონია 1895 წელს, წვრილი თავადების ოჯახში დაიბადა. ის საქართველოდან რევოლუციას გაერიდა - ჯერ ავსტრიაში, მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში - საფრანგეთში, ხოლო შემდეგ ამერიკაში ცხოვრობდა. 1945-47 წლებში ამერიკაში მყოფი ქართული საზოგადოების თავმჯდომარე იყო. ცნობილია, რომ ბევრ ქართველს ამერიკაში განათლების მიღებაში დაეხმარა.

ფოტოზე: არჩილ გურიელი-ჭყონია და მისი მეუღლე ჰელენა რუბინშტეინი, ნიუ-იორკის ბინაში.

არჩილ გურიელი ბრიჯის დიდად მოყარული და კარგი მოთამაშე იყო. მისმა ცხოვრებამ ბოჰემური ელფერი მაშინ მიიღო, როცა ცოლად ბიზნესვუმენი, „პარფიუმერიის დედოფლი“, მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი მილიონერი ქალი ჰელენ რუბინშტეინი შეირთო. ის პოლონელი ებრაელი გახლდათ და თავისივე სახელის პარფიუმერულ კომპანიას ფლობდა, რომელიც ახლა „ლორეალის“ ქსელში შედის.

ჰელენი და არჩილი ერთმანეთს პარიზში, მაღალი წლის ერთ-ერთ მორიგ წვეულებაზე წვეულებაზე შეხვდნენ. ჰელენას ორი „ვნება“ ჰქონდა ცხოვრებაში - კომერცია და ბრიჯი. სწორედ ბრიჯიში პარტნიორობით დაიწყო მათი სიყვარული.

ფოტოზე: არჩილ გურიელი-ჭყონია და ჰელენა რუბინშტეინი

ჰელენა რუბინშტეინისა და არჩილ გურიელი-ჭყონიას ოჯახური ცხოვრება დაუსრულებელი ჭორების საგანი იყო, ჰელენა არჩილზე 23 წლით უფროსი გახლდათ. თუმცა, როგორც ჩანს, ეს ქორწინება ორივესთვის მომგებიანი იყო. ჭყონია ცოლის სიმდიდრით სარგებლობდა, ელენე - ქმრის თავადის ტიტულით. ამ ებრაელ ქალს ძალიან ხიბლავდა თავადის ცოლობა, რაც ინგლისური ენაზე Princess-ად ჟღერდა. ჰელენამ და არჩილმა ერთად სააფთიაქო ხაზი შექმნეს. ისინი მამაკაცისა და ქალის ძვირად ღირებულ კოსმეტიკურ საშუალებებს აწარმოებდნენ. პარიზის სალონს გურიელის და, მარიამი, ხელმძღვანელობდა, რომელიც კოკო შანელის ქუდების დიზაინერი იყო.

არჩილი დახვეწილი მანერების, კარგი გარეგნობისა და კარგი იუმორის წყალობით, ბოჰემურ წრეს მალე დაუახლოვდა. მის სახლში ბრიჯის სათამაშოდ მისულთა შორის ნახავდით: ჯენეტ მაკდონალდს, ეროლ ფლინთან, გრეგორი პეკს, ერნესტ ჰემინგუეის, ჯეიმს ჯოისს და სხვებს.

ფოტოზე: ბრიჯის მაგიდასთან არჩილ გურიელი-ჭყონია და ჰელენა რუბინშტეინი, მეგობრებთან ერთად

არჩილ გურიელ-ჭყონიასთან მეგობრობის დამსახურებაა ისიც, რომ სალვადორ დალი ქართველებზე კარგი აზრის ყოფილა.

ამის დასტურად ერთი ინციდენტს მოგიყვებით:

ერთ დღეს, ორი ქართველმა სტუდენტი (ყაჩაღი, ზოგიერთი წყაროს თანახმად) სალვადორ დალის სახლის ეზოში შეიჭრა. ისინი დაცვის თანამშრომლებმა მალევე დააკავეს და როდესაც დალიმ მათი წარმომავლობა შეიტყო, სახლში შეიპატიჟა.

სალვადორ დალის ჰელენეც დაუხატავს, თუმცა ის ერთადერთი მხატვარი არ იყო, ვისთვისაც ეს ლამაზმანი პოზირებდა. ჰელენეს 30 პორტრეტს შორის, დალის მიერ 1943 წელს შესრულებული სურათი უნიკალურია. ნამუშევარი 1943 წელსაა შექმნილი და მისი ფასი მილიონიდან მილიონ-ნახევარ დოლარამდე მერყეობს.

ფოტოზე: ალვადორ დალის ნახატი - ჰელენა რუბინშტეინი.

არჩილ გურიელი-ჭყონია 1955 წელს, მანჰეტენში, ნიუ იორკში გარდაიცვალა. ჰელენა რუბინშტეინი - 1965 წელს. წყვილს შვილები არ დარჩენია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ვინ იყო ერთადერთი არასრულწლოვანი, ვ...

არასრულწლოვანი, ვინც
სსრკ-ში სიკვდილით დასაჯეს

ვინ არის მსოფლიოში ერთადერთი მამაკა...

ბჰუტანის IV მეფე, ცოლებთან
ერთად

რატომ იცინოდნენ ბრალდებულები ნიურნბ...

რატომ იცინოდნენ
ბრალდებულები ნიურნბერგის
პროცესზე?

მან ერთადერთხელ დაარღვია პროტოკოლი...

დედოფალი ელისაბედ II

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენს შეურა...

ბრძნული იგავი

თავი რომ გადაერჩინა, მარტოხელა დედა...

ინდოელი ქალის ისტორია

ებრაელი მამის 10 რჩევა შვილს!

ებრაელი მამის 10 რჩევა
შვილს!

ასეთ ადამიანებს ნუ დაეხმარებით!

ასეთ ადამიანებს ნუ
დაეხმარებით!

ისწავლეთ „არას“ თქმა! - მარტივი ხრი...

ისწავლეთ „არას“ თქმა!