ფილმები მათთვის, ვისაც ლეგენდარული დიზაინერების წარმატების გზა აინტერესებს, მოდის ინდუსტრიის კულისები, სირთულე, ინტრიგები, კრეატივი და, ზოგადად, ყველაფერი ის, რაც „მის უდიდებულესობა მაღალ მოდას“ ეხება.
„სექტემბრის ნომერი“ / The September Issue (2009 წ.)
ფილმი ეძღვნება Vogue-ის 2007 წლის სექტემბრის 600-გვერდიან ნომერს, რომელმაც მოდის სამყაროში ფურორი მოახდინა. ნახეთ, როგორი ტიტანური შრომა, ნიჭი, კრეატივი სჭირდება იმას, რომ მოდის სამყაროში პირველობა შეინარჩუნო.
„ივ სენ ლორანი: გადარეული სიყვარული“ / L’amour fou (2010 წ.)
დოკუმენტური ფილმი გენიოს დიზაინერზე, სადაც მოთხრობილია ივ სენ ლორენის პირადი ცხოვრების შესახებ, კერძოდ კი, მის ერთსქესიან სიყვარულზე „ივ სენ ლორანის სახლის“ დამაარსებელთან, ცნობილ მეცენატთან პიერ ბერჟესთან.
„ვალენტინო: უკანასკნელი იმპერატორი“ / Valentino The Last Emperor (2008 წ.)
ფილმი მიეძღვნა მოდის იმპერატორის პენსიაზე გასვლას და მასში ნაჩვენებია, რითი ცხოვრობს და როგორ მუშაობს ცნობილი იტალიელი დიზაინერი.
„ლაგერფელდის საიდუმლო“ / Lagerfeld Confidential
ყველას აინტერესებს, რა იმალება იმ უზარმაზარი მზის სათვალის მიღმა, რომელსაც დიზაინერი მთელი ცხოვრება არ იშორებს. ნახეთ, სინამდვილეში როგორია დიზაინერი გრძელი, ჭაღარა კუდით და დიდი სათვალით.
მაღალი მოდა / Pret-a-porter (1994 წ.)
დიზაინერები, რედაქტორები, ფოტოგრაფები, რეპორტიორები - რეჟისორმა ყველას თავი მოუყარა პარიზში მოდის კვირეულზე და მსუბუქი სარკაზმით გვაჩვენა მათი ურთიერთობა.
„კოკო შანელამდე“ / Coco before Chanel (2009 წ.)
ფილმი მოგვითხრობს ჯერ კიდევ სრულიად უცნობი გაბრილას ამბავს და მის სვლას მოდის ოლიმპოსკენ.
„ეშმაკს აცვია პრადა“ / The Devil wears Prada (2006 წ.)
ერთ-ერთი უძლიერესი ფილმი მოდის ინდუსტრიის დეტალებზე. ეს თავად ანა ვენტურმა აღიარა - მთავარი გმირის პროტოტიპმა, ამერიკული VOGUE-ის ბრიტანელმა მთავარმა რედაქტორმა და მოდური ჟურნალისტიკის ლეგენდამ.
„ბილ კანინგემი ნიუ-იორკი“ / Bill Cunningham New York (2010 წ.)
ბილ კანინგემი streetstyle-ფოტოგრაფიის ვეტერანია. ამბობენ, რომ, როცა იგი ნიუ-იორკის ქუჩებში ფოტოაპარატით გამოჩნდა, ქალებმა სწორედ მისთვის დაიწყეს ქუჩაში გამოპრანჭული სიარული. ფილმი ამ ნიჭიერი კაცის ცხოვრებაზე მოგვითხრობს.
„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.