+18

10 ფილმი, სადაც სექსი რეალურად ჰქონდათ

fun time

23:32 სამ. 5 იანვარი, 2021 წელი

ფილმები, სადაც სექსის
სცენებია

14
დაკოპირებულია

ფილმებში სექსის სცენის ყურებისას დღეს აღარავინ ფიქრობს, რომ იქ ყველაფერი რეალურად ხდება - ჩვენ ხომ ვიცით, რამდენი ადამიანია გადასაღებ მოედანზე, თანაც რეალური სცენების შემთხვევაში ფილმი უკვე პორნოგრაფიის სტატუსს იღებს, მაგრამ ყოველთვის არსებობს გამონაკლისები...

 

სვიტ სვიტბეკი: ნაძირალას სიმღერა / Sweet Sweetback’s Baadasssss Song (1971)

რეჟისორმა და სცენარისტმა მელვინ ვან ფიბლზიმ თავად ითამაშა მთავარი გმირი, რომელიც 70-იანების ბევრ ტაბუს ამსხვრევს - ხოცავს ძაღლებს, პოლიციელებს, შარდავს ყველას დასანახად და აქვს უამრავი სექსი. ასეთი როლის შესრულებაზე მსახიობის დათანხმება რთული იყო და მელვინს არც დუბლიორისთვის ჰქონდა ფული. იგი გადაღებებისას გონორეით დასნეულდა, სამაგიეროდ ფილმმა 150 მილიონი დოლარი მოუტანა.

ვარდისფერი ფლამინგო / Pink Flamingos (1972)

რეჟისორი ჯონ უოტერსი ამბობდა, რომ მისი მიზანი იყო, მაყურებლისგან მიეღო არა აპლოდისმენტები, არამედ გულისრევის რეაქცია. ამისთვის კი ფილმში ნაჩვენებია: სექსის დროს გაჭყლეტილი ქათმები, დეფეკაცია და მასტურბაცია, დედის ორალური სექსი საკუთარ ვაჟთან, სადაც დედის როლს ცნობილი ტრანსვესტიტი დივაინი, იგივე ჰარის გლენ მილსტედი ასრულებს.



კრუიზი / Cruising (1980)

რეჟისორ უილიამ ფრიდკინის ამ მძაფრსიუჟეტიან თრილერში პოლიციელი (ალ პაჩინო) ნიუ-იორკის ქუჩებში სერიულ მკვლელს ეძებს, რომელმაც რამდენიმე ჰომოსექსუალი აკუწა. ფილმში ბევრი სცენა გადაღებულია გეიკლუბებში, მათ შორის ერთსქესიანი სექსიც. როგორც რეჟისორი აღნიშნავდა: მე არ მყავდა მსახიობი სტატისტები, ეს ბიჭები იმ კლუბებში გავიცანი, სადაც ვიღებდით, და ისინი ყველაფერს რეალურად აკეთებენ.

გრძნობათა იმპერია / In the Realm of the Senses (1976)

რეჟისორ ნაგისა ოსიმას ფილმში მოთხრობილია 30-იან წლებში იაპონელი მეძავის ისტორია. შიშველი სექსის რეალური სცენების მიუხედავად, ფილმი, თავისი მაღალმხატვრული ღირებულების წყალობით, იაპონურ ცენზურას გადაურჩა და ქვეყნის საზღვრებსაც წარმატებით გასცდა. იგი 90-იან წლებში საბჭოთა კავშირის კინოთეატრებშიც კი გამოჩნდა. ფილმში დადგმულია მხოლოდ ერთადერთი - კასტრაციის სცენა.

კალიგულა / Caligola (1979)

ალბათ, გასაკვირია, როგორ მოახერხა ტინტო ბრასმა ფილმში თამაშზე დაეთანხმებინა მალკოლმ მაკდაუელი, ჯონ გილგუდი, პიტერ ო’ტული... საქმე ისაა, რომ ბრასი ნამდვილად არ აპირებდა ეროტიკის გადაღებას, ფილმში სექსის ყველა სცენა დადგმული იყო, თუმცა სპონსორმა, პორნოჟურნალ „პენტჰაუსის“ გამომცემელმა ბობ გუჩიოლემ, ტინტო ბრასის დაუკითხავად, უკვე მზა ფილმში ჩაამონტაჟა 6-წუთიანი პორნოგრაფია, რათა პორნოსტატუსით ფილმის ბილეთების ფასი გაეზარდა.

კენ პარკი / Ken Park (2002)

რეჟისორმა ლარი კლარკმა ფილმში, რომელიც მოზარდებზეა გადაღებული, თავისი მსახიობები აუძულა, ისეთი სცენები ეთამაშათ, რომელთა დადგმა რთულია, მათ შორის იყო ორალური სექსი, მასტურბაცია, ჯგუფური სექსი და ეს ყველაფერი მსხვილი კადრებით. ფილმმა, მსახიობთა პატარა ასაკის გათვალისწინებით, მძაფრი კრიტიკა გამოიწვია და ბევრ ქვეყანაში აიკრძალა, მათ შორის აშშ-შიც.

მურა კურდღელი / The Brown Bunny (2003)

რეჟისორ ვინსენტ გალოს ეს მელოდრამა, ალბათ, არავის ემახსოვრებოდა, რომ არა მთავარი როლის შემსრულებელი, მსახიობი კლოე სევინი, რომელიც დაითანხმა, ორალური აღგზნების - ფელაციის აქტი მსხვილი კადრით და რეალურად გადაეღოთ. ამ კადრისთვის გალიანო მძაფრად გააკრიტიკეს და კლოესაც დიდხანს უწევდა თავის მართლება.

9 სიმღერა / 9 Songs (2004)

რეჟისორი მაიკლ უინტერბოტომი ამ მელოდრამაში მთავარი როლების შემსრულებლების კირან ო'ბრაიენისა და მარგო სტილის სექსუალურ სცენებში პორნოჟანრის ყველა ატრიბუტია: კლასიკური სექსი, ორალური, ეაკულაცია... რეჟისორმა ბრიტანეთის პარლამენტის მძაფრი კრიტიკა მიიღო, მარგო სტილიმ კი მოითხოვა, ტიტრებიდან მისი გვარი ამოეღოთ. თუმცა, სწორედ ეს ფილმი იქცა მსახიობის წარმატებული კარიერის ტრამპლინად.

გამაუპატიურე / Rape Me (2000)

შიშველი სექსის სცენების გადაღება მხოლოდ კაცი რეჟისორების ახირება არ არის ხოლმე. ფრანგი ქალი რეჟისორების ვირჯინი დენეტის და კორალი ტრინ ტის ეს ფილმი აშკარა ეროტიკაა. ფილმის მთავარი გმირების მანუს და ნადინის როლებს პროფესიონალი პორნომსახიობები ასრულებენ. ფილმი აკრძალეს, მათ შორის ლიბერალური ღირებულებებით ცნობილ საფრანგეთშიც კი.

გარდაუვალი / Irreversible (2002)

რეჟისორ გასპარ ნოეს ფილმში მთავარ როლს მონიკა ბელუჩი თამაშობს და მისი მონაწილეობით ყველა ინტიმური სცენა დადგმულია, თუმცა ფილმში არის სხვა, არაიმიტირებული კადრები, სადაც ნაჩვენებია ფელაცია და მასტურბაცია. გასპარ ნოეს ყოველთვის მოსწონდა ეროტიკა, თუმცა ამ ფილმში ბელუჩი და ვინსენ კასელი დაინდო, რომლებიც იმ დროს ახალდაქორწინებული იყვნენ და ფილმში მათი გმირების ინტიმურ სცენებს მხოლოდ მსუბუქი ეროტიკა გასდევს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ტყუილი თუ მართალი? - 9 საინტერესო ფ...

9 საინტერესო ფაქტი სექსზე

როდის და რატომ სჭირდება ქალს სექსი?...

როდის და რატომ სჭირდება
ქალს სექსი?

რამდენწუთიანი სექსი სჭირდება ქალს?

ქალის აღგზნება და
სიამოვნება

რისთვის იყენებდნენ სსრკ-ში პრეზერვა...

რისთვის იყენებდნენ
სსრკ-ში პრეზერვატივს

სიმინდის ბურბუშელა მასტრუბაციის წინ...

სიმინდის ბურბუშელა
მასტრუბაციის წინააღმდეგ

რატომ იზიდავს მამაკაცს ქალის მკერდი...

რატომ იზიდავს მამაკაცს
ქალის მკერდი

სექსში გამოგიცდიათ პოზა: „მერცხალი...

სექსის გაკვეთილები

„ცხელი ნაძვის ხე“ - დიზაინერმა ქალი...

ცხელი ნაძვის ხე

სექსი ღრუბლებში - ამერიკული კომპანი...

სექსი ღრუბლებში