კანის ფესტივალის პირველი დღის მთავარი ინტრიგა - ბელუჩის, კასელის, კუნაკის სამკუთხედი (16 ფოტო)

კინო

19 მაისი 18:00
635

კანის საიუბილეო, რიგით 70-ე კინოფესტივალი დაიწყო! წარმოგიდგენთ გახსნის ცერემონიის ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტებს.

საღამოს დიასახლის როლი მონიკა ბელუჩიმ შეასრულა. მაშინ, როდესაც ღონისძიებაზე მისულები მონიკას რეაქციას ელოდებოდნენ ყოფილი მეუღლის, ვენსან კასელის ახალ რჩეულის, 20 წლის მოდელ ტინა კუნაკის დანახვაზე, მონიკამ სცენაზე ღირსეულად გაიბრწყინა და სტუმრები ფრანგი მსახიობის ალექს ლუტსის მოულოდნელი კოცნით გააოცა.


 


დრამა „ისმაელის მოჩვენებები“, რომლითაც კინოფესტივალი გაიხსნა, მთავარი როლის შემსრულებლებმა წარადგინეს: მარიონ კოტიარი, ლუი გარელი და შარლოტ გენსბური.


წითელ ხალიჩაზე ძირითადი კონკურსის ჟიურის წევრებიც გამოჩნდნენ: პედრო ალმოდოვარი, ჯესიკა ჩესტეინი, მარენ ადე, ფან ბინბინი, ანიეს ჟაუი, პაკ ჩხან უკი, უილ სმიტი, პაოლო სორენტინო, გაბრიელ იარედი. სწორედ ისინი შეარჩევენ 18 ფილმიდან საუკეთესოს.

  • მონიკა ბელუჩი

  • მონიკა ბელუჩი და ალექს ლუტსი

  • მონიკა ბელუჩი და ალექს ლუტსი

  • ემილი რატაკოვსკი

  • ბელა ჰადიდი

  • უმა თურმანი

  • უმა თურმანი

  • დიპიკა პადუკონე

  • ელ ფენინგი

  • ფილმ „ისმაელის მოჩვენებების“ გუნდი

  • კინოფესტივალის ჟიურის წევრები

  • კანის ფესტივალზე ასევე ნინო ვარსიმაშვილი და რატი წითელაძე გამოჩნდნენ, რომლებმაც 2 ფილმის პროექტი წარადგინეს.

  • უილ სმიტი და ჯესიკა ჩესტეინი

  • ვიქტორია აბრილი

  • ფესტივალის ჟიურის წევრები

  • სუზან სარანდონი

წყარო: elle.ru