შეგვიძლია, გაგახაროთ და გითხრათ, რომ გაგრძელება იქნება. მეორე ნაწილში მსახიობთა ძირითადი შემადგენლობა უცვლელია. რამდენიმე ახალი მსახიობის გამოჩენაა მოსალოდნელი. შემქმნელები ასევე აცხადებენ, რომ გარანტირებულია ABBA-ს სიმღერების ახალი ტრეკლისტი - ჯგუფის უკვე ცნობილი უკვდავი ჰიტების ფონზე.
მოქმედების ადგილი კვლავ უცვლელი რჩება. ხმელთაშუაზღვის კუნძულის არაჩვეულებრივი ბუნება, ქუჩები, სანაპიროები, ბევრი მუსიკა და საყვარელი მსახიობები - ეს დაუვიწყარი დღესასწაული იქნება როგორც გადამღები ჯგუფისთვის, ისე მაყურებლისთვის.
„Mamma Mia!“-ს მეორე ნაწილი 2018 წლის 20 ივლისს გამოვა, პირველი ნაწილის გამოსვლიდან ზუსტად 10 წლის და ორი დღის შემდეგ.
მაშ ასე - მერილ სტრიპი, კრისტინ ბარანსკი, პირს ბროსნანი და კოლინ ფერტი ამ არაჩვეულებრივი მუსიკალური ფილმით გვიბრუნდებიან!